Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.223

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის, ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის - ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ძველ მიზანს, რომ უზრუნველყოს დასავლური ინვესტიციების შემოდინება

ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ. მისი თქმით, ჩინეთ

საქართველოში იაპონიის საელჩო - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, იმედს ვიტოვებთ, ყველა, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში

საქართველოში იაპონიის საელჩო უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. „იმედს ვიტოვებთ, ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორ

საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 46 402 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანი პირი თბილისში ფიქსირდება, 18 წლამდე ასაკის სოციალური შემწეობის მიმღები 30 274 პირი ქვემო ქართლზე მოდის, მესამე ადგილზე სოციალური დახმარების საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა რაოდენობით კი, იმერეთია, სადაც სო

შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. „ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდე

ანა ბუჩუკური - ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას რომ ახსენებენ, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს

ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.   მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა ამით  პასუხისმგე

შალვა კერესელიძე - ესმის კი ხელისუფალს მთა რა არის? ფრთხილად იყავით, წინა ხელისუფლების მსგავსად, ერთ გუდაში ნაყარ ხელისუფლების სახელით არ შემორჩეთ მთასა და სამშობლოს

შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი:   ,,ოღონდ ნუ იქნება მთიულეთი-ნამთიულარი, ხევსურეთი- ნახევსურალი, ფხოვი-ნაფხოვარი, ხევი-ნახევარი, კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის- ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“ გოდერძი ჩოხელი ჩემს სამაჟორიტარო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საქართველოს კარიბჭის მცველ მთის მოსახლეობას შევხვდი. შევხვდი ადამიანებისგან დაც

უილიამ ტეილორი - 2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით

2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს. „მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან - კიდევ ერთი რამ,

ანჯეი დუდა - პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა

მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. "ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთ

აქტივისტები პრეზიდენტისგან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას მოითხოვენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 8-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალება მოითხოვეს. „ლაზარე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სამშობლოზე გული შესტკივა, მზად არის, რომ სამშობლოს გულისთვის თავი გაწიროს”, – ამის შესახებ გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პოლიტმეტრის ეთერში ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების ბრძოლა ლაზარეს გათავისუფლებისთვის შედეგს გამოიღებს.

სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 226 328 არასრულწლოვანია

სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ. რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და

ბექა ლილუაშვილი - ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს (ვიდეო)

"ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. „ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნა

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა. როგორ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. იპნ

ინგუშეთში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია 6 ადამიანი

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი. „ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს. „ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას“, - განაცხადა ლოტე კნუდსენმა. გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდ

„გამოიყენებენ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის“ — მარინე ჩიტაშვილი რუსულ კანონზე

ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ კანონს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს. „ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. რუსული იქნება თუ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გაცხადებული სურვილია, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობით მოსულმა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს კანონპროექტი ორ ძირითად პრინციპს არღვევს: ადამიანებს უნდა მიაწერო

“ივანიშვილმა რუსეთთან ყოფნა აირჩია” – კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე. “წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონი

პაპუაშვილი თავს იწონებს კვლევით, რომლის წყაროც TI – საქართველოა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ღმერთს მადლობას“ უხდის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ შევსებულ კითხვარს ეყრდნობა. საუბარია ღია ბიუჯეტის კვლევაზე. 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს 100 შესაძლოდან 87 ქულა აქვს. ღია ბ

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს შესაძლოა პრეზიდენტმაც მიმართოს

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ა

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორე

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა. ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. იპნ

ბექა ლილუაშვილი -  ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერც ერთი სანქცია ვერ გააკეთებს, ყველაზე დიდი სანქცია “ოცნებისთვის” არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც კობახიძის სცენაზე გამოსვლისას ნათლად გამოჩნდა (ვიდეო)

ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერც ერთი სანქცია ვერ გააკეთებს, ყველაზე დიდი სანქცია “ოცნებისთვის” არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც კობახიძის სცენაზე გამოსვლისას ნათლად გამოჩნდა.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/815289454045252
×
×
  • შექმენი...