Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.375

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მედია წერს, რომ ბლინკენის დისკუსიების ფსონი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ „ჰამასმა“ მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებაზე პასუხი გამოაქვეყნა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის „ჰამასის“ კონტრშეთავაზებას განიხილავს. „კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ კვლავ მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მა

შსს-ს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს 6 პირის საძიებო სამუშაოები. „იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგ

იმერეთის გუბერნატორი - ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და 4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს - მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია. „ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში (ვიდეო)

"ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/865811621893522/

„ძალიან აწყობთ, მაგრამ ამაოდ" — ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი ძალის ლიდერი არ იქნება

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – თქვა, რომ რჩება თანამდებობაზე, რჩება ფიცისა და კონსტიტუციის ერთგული. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ვერაფერმა გატეხა“. ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ არ იქნება არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ ლიდერად. ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს არავისთან შეჯიბრებას იმაში, თუ რა წვლილი მიუძღვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მისივე თქმით, ეს საქართველოს მიღწევაა და „გარჩევების დრ

გახარიას პარტია პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატს არ შეუერთდება

გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ბუჩუკური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით და ფაქტობრივად დაემთხვა მათი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს. დეპუტატის თქმით, „საქართველოსთვის“ გააგრძელებს პრეზიდენტის ინსტიტუციის მხარდაჭერას, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და მიიჩ

სიჭინავა - პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ, განსაკუთრებით იმ ხალხთან, ვინც ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდა (ვიდეო)

"ჩვენთვის საქართველოს ევროპული მომავალი არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპაში. მაგრამ ეს ფორმატი გაუგებარია, ამიტომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. განსაკუთრებით იმ ხალხთან ერთად არის გაუგებარი, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ."  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართვე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი, რომელიც ამ სფეროში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს და „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“ მოუწოდებს, შოუში გასული ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადოს შშმ პირთა წინაშე.  საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის ამ განცხადებას „მთავარი არხი” გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ხუმრობა უკვე წაშლილია ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან.

„უარესდება პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა" | სამინისტრომ მეტადონის გატანება შეზღუდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა. 24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა. ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ

EU-მ გააუქმა გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი, რომლებმაც ფერმერთა პროტესტები გამოიწვია

ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს. Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა. პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრე

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში | სრულად

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად:

რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი. ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხარკოვის სამხედრო ადმინი

ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე იგი პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება. „მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მ

ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა. „შინაგან ს

პრეზიდენტი - საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“ როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება. „იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმ

სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობისას 6 ადამიანი დაიჭრა, ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი

სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი. შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს. ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარ

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილის შემობრუნება წყალში ჩაეყარა "ოცნებას", თვეზე მეტია ვერ ბედავს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი რომელიმე თოჯინა დებატებში დაჯდომას (ვიდეო)

"ივანიშვილის შემობრუნება წყალში ჩაეყარა "ოცნებას", თვეზე მეტია ვერ ბედავს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი რომელიმე თოჯინა დებატებში დაჯდომას, პასუხის გაცემის რესურსიც კი არ აქვთ. ვნახეთ, რა ცლილების შეტანის შესაძლებლობა აქვს ივანიშვილს როგორც მთავრობაში, ასევე პროგრამაში, ნულოვანის. ყველას მოვუწოდებ, თქვენ საქმეს მიხედეთ, ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ. თუ არა და გეყოთ გამბედაობა, გამოდით და დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, იქ გამოჩნდება ყველაფერი, ვ

ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა. „მთელი ღამის განმავლობაში მაღალი ზონის სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკ

პრეზიდენტი - ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია

ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშ

სალომე ზურაბიშვილი - რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა

ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“. „კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შე

პრეზიდენტი - ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა - დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა საფრთხის ქვეშ დავაყენეთ!

ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ პოზიციები შესამჩნევად შერბილდა - ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და კანდიდატის სტატუსი მოიპოვა!,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომ

პრეზიდენტი - მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?

მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტის თქმით, ის აღჟერებს საზოგადოების კითხვებს მათ შორი

პრეზიდენტი - ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულზე, ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამებაში

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს. მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტა

კახაბერ ქემოკლიძე - ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, მათ უნდათ განვითარება (ვიდეო)

“ადამიანი, როდესაც ერთხელ, ორჯერ გამოვიდა და ახლა მესამედ გამოდის, ექვს კვირაში სამ ძალიან დიდ ტყუილს იძახის, შინაარსობრივად “ოცნების” მხარდამჭერებშიც კი ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, მათ უნდათ განვითარება.” კახა ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1057584885510576/

მიშა დაუშვილი - მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები (ვიდეო)

"მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1044517843619875/
×
×
  • შექმენი...