შალვა კერესელიძის კითხვა ირაკლი კობახიძეს :
"რას ფიქრობთ ან რას გეგმავთ ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, სადაც ხშირ შემთხვევაში კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და არასახელმწიფოებრივ მიდგომასთან გვაქვს საქმე?"
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1866478137103270/
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა.
გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმზღვანელობს.
პუბლიკა
ხულოს მუნიციპალიტეტსა და სურამში წუხელ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტაიშვილის ცნობით, წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა და ელოდებიან გეოლოგების შეფასებას.
რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ევაკუირებულია 35 ოჯახი.
ბაღდათის რაიონში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენშ
"ნაც.მომ" დაანახა უკვე მთელს საზოგადოებას, რომ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად, რომელიც მათ ბელადს და ბელადომანიას უკავშირდება. ამ მოცემულობაში ეფექტიანობაზე ვერ იქნება საუბარი, ამიტომ მონაწილეობას ამ ფორმატში არ მივიღებთ.
მეორე საკითხია ქმედუნარიანობის ნაწილი - „ოცნებას“ პასუხისმგებლობაც არ ეყო, პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, აგერ ჩვენ. მთავარი მოქმედი
"ნაც.მოძრაობა" სადაც ზის იქ შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა, მომავლის საკითხებზე მსჯელობა ვერ ხერხდება, ამ გუნდს შინაარსობრივი საუბრის კომპლექსი აქვს.
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378409831461978/
“ივანიშვილი ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან” ვიდრე კობახიძეა. ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დღესაც კობახიძისგან მსგავს ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835541698377463/
ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს:
რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია?
თქვენ ცნობილი ხართ ტყუილებით, ჭორაობით, თქვენ 2012 წლის გამარჯვების სახეც არ ხართ. თქვენი აზრით, რა დამსახურებით დაგნიშნათ ივანიშვილმა პრემიერად?
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1569468303883950/
მიშა დაუშვილი ირაკლი კობახიძეს:
" თქვენ ამნისტია გამოუცხადეთ ნიკა მელიას, რომელიც ორგანიზატორი იყო პარლამენტზე შტურმის. სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ 20 ივნისს პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი. 3 წელი გავიდა ამ ამბების მერე და პროცესები საერთოდ გაჩერებულია. იქნებ აგვიხსნათ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?"
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/346555798348601/
"ტრაგედია, რომელიც ბაღდათში, ხულოსა და ქედაში მოხდა, ეს ჩვენი საერთო ტკივილია.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
ახლა მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენს გმირ მაშველებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაკარგულების ძებნის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდება."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
მსახიობი, სპორტსმენი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
ინფორმაცია მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაადასტურეს.
გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობაა, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა.
პუბლიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.
მისი თქმით, „სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით – ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა”.
რა მოხდა გელათში?
გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაცი
წუხელ, გვიან ღამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. კიდევ ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სა
ორგანიზაციები „საია” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებენ, რომ გამოსახლების აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაჯარიმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში.
23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად გამართულ აქციაზე 18 ადამიანი დააკავეს, მათგან 2-ის – კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მიმართ კი გამოძიება სის
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს, 7 თებერვალს, ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატს შემოწმება გავლილი ჰქონდა.
სააგენტოს ცდნობით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც, ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა შესაბამის უწყებაში წარადგინა საფრენოსნო გეგმა.
სააგენტოს ცნობით, საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქა
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. ინფორმაცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.
კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციის შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე-ფაქტო
„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის "ოცნებიდან", ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა“.
„ეს არის პრაქტიკულად, მ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ.
როგორც მერი განმარტავს, თუ რა პერიოდში შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ეს უცნობია, ვინაიდან ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
„წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ განვრცობილა, ისევ ისეა ის მასა შეჩერებული, ახლა უკვე გეოლოგე
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექ
პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა.
პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ.
ამა
ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით „ერთობის პლატფორმა“ უნდა შეიქმნას.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანახა საზ
პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება.
პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.
ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზი
პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ არ შეუერთდება.
ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დაწერა. მისი თქმით, პარტია იზიარებს პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს, თუმცა არ ეთანხმება საერთო პლატფორმას ისეთ პარტიებთან, რომლებიც ევროპული მომავლის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებენ.
„გამარჯვების კოალიციაში“ ენმ-სთან ერთად მყოფმა გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეი
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მოლითში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ხვალ და დღეს დასავლეთ საქართველოსკენ და დასავლეთ საქართველოდან რეისები გაუქმდა.
„უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:
თბილისი-