ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.
ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, სანქციების ახალ პაკ
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება:
ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარე
“ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე.
რა თქმა უნდა, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ცდილობს გააშავოს თავისი ყოფილი გუნდის წევრები იმ კაგებეშნიკური მეთოდებით, რომლებიც კარგად აითვისა “ოცნებამ”.
აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი.
400130386_1766106630528653_1988189442240985799_n.mp4
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
tbc კაპიტალმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში
მოხევე მარტია პაპიაშვილი, რომელიც „კამარა ჰესის“ პროექტს აპროტესტებს, ყაზბეგის მერთან შელაპარაკებას ადასტურებს, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობს.
„იქ არ იყო პროვოკაციები, რაღაც პროვოცირება… რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მოხდა ერთმანეთში დალაპარაკება, შელაპარაკება და ასე მოხდა, რა…“, — განუცხადა მარტია პაპიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
მანამდე ახალგაზრდულმა კოალიციამ „ხევის თვითმმართველობისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოქალაქეს
“ლელოს” რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენ უფრო ვგულშემატკივრობთ მათ, ვიდრე “ლელო” თავის თავს.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
405790901_1017012179589108_7589810885846065616_n.mp4
ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა.
ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია.
დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 1
ისრაელი გეგმავს უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.
ერდანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრი
"ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ამ ეკონომიკური ზრდით ვერ სარგებლობენ, რადგან 25 ოჯახს ხმარდება."
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/788546436470376/
გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ოკრესტრთან ერთად დაუკრავს. ამის შესახებ BBC Shows წერს.
კონცერტი 16 აპრილს ჩატარდება. გიორგი გიგაშვილი ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.
ორკესტრს ახალგაზრდა იტალიელი-თურქი დირიჟორი ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების, ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები.
გიორგი გიგაშვილი გასულ წელს BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე კარგი მნიშვნელობა. მისი თქმით, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც“.
მდინარაძის ამ მსჯელობამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. დამსწრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს.
კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც ს
გერმანიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა.
საელჩომ გამოაქვეყნა გერმანიის კანცლერის განცხადების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 12 აპრილს, ბერლინში ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა:
გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი და
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”.
აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხ
„დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე იხილეთ
აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო
05 ივლისი, 2024
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით:
„ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტ
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მუსიკოსი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ გუშინ, მოულოდნელი ზარით აცნობა და განუცხადეს, რომ „აკუსტიკას“ მომავალი სეზონიდან ახალი წამყვანები ეყოლება:
„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა
სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სენატორმა აღნიშნა, რომ მთავრობის განცხადებები არ ქმნის სურათს, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება.
შაჰინის თქმით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მოქმედების ფონზე ისინი ვერ შეძლებენ ქვეყანაში ოპერირებას, ხოლო მიღებული კანონი ჰგავს რუსეთში მიღებულს, რო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
„მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. როგორც ცესკოში აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ.
დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაგეგმილი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
პუბლიკა
ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ვეიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს.
განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას.
„ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში.
ipn
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება.
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენე
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, რასაც 15 დეკემბერს ორი ადამიანი შეეწირა.
„მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.