ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. გუშინ ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.
ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.
როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვ
"ოცნებას" ძალიან დაბალი ეთიკური სტანდარტები აქვს, მათი შეფასებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ თავიდან შეფასებას არ საჭიროებს. მათი სიტყვა სრულიად სხვაა, ხოლო საქმე კიდევ უფრო სხვა.ისინი ამბობენ, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, იქვემდებარებენ ცესკოს და 40%-იანი ბარიერს აუქმებენ.
ერთადერთი პოლიტკური პარტია ვართ, რომლის რეიტინგიც იზრდება, მეორეს მხრივ კი "ოცნების" ინდიკატორი არის ფსკერზე, ისტორიულ მინიმუმზე.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯ
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან.
ლეკურნუმ The Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე.
„უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინ
გერმანიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა.
საელჩომ გამოაქვეყნა გერმანიის კანცლერის განცხადების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 12 აპრილს, ბერლინში ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა:
გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი და
საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”.
აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხ
„გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - ზაზა თავაძე
14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე"
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულო
ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის შეჩერებით საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს.
„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრ მესიჯს და ჩვენს შეშფოთებას მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, სიტუაცია გაუარესდება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა საერთაშორისო კონფერენციაზე რიგაში.
ლატვიის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს საზოგადოების სურვილი, არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება.
ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.
როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერ-ჯერობით უ
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს.
მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო.
„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას მერიის პრესსამსახურთან ცდილობს.
პუბლიკა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა.
კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.
ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 20
აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში გასულ კვირას დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაშია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აფგან სადიგოვის დაკავება აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი
სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სენატორმა აღნიშნა, რომ მთავრობის განცხადებები არ ქმნის სურათს, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება.
შაჰინის თქმით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მოქმედების ფონზე ისინი ვერ შეძლებენ ქვეყანაში ოპერირებას, ხოლო მიღებული კანონი ჰგავს რუსეთში მიღებულს, რო
“ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე.
ივანიშვილი, საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს, მას მხოლოდ ძალაუფლების და საკუთარი კორუმპირებული გარემოცვის ფულის შენარჩუნება უნდა.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1754676961968251/
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
„მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. როგორც ცესკოში აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ.
დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაგეგმილი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
პუბლიკა
ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.
„მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად დაასახელეს ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
ეს არხები კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღ
ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ვეიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს.
განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას.
„ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლები
ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”.
დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურის სფეროში მომუშავე პროფესიონალები იხსენებენ მის მემკვიდრეობას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების – დამფუძნებე
ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როთი ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”.
“ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა.
საგამოცდო პროგრამა დამტკიცებულია 12 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენები; ისტორია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
1 ტვ
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.
„აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნ
პროევროპულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მთარგმნელი დათა ხარაიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან დღეს, 5 დეკემბერს გამოწერეს. ის დეტალურად იხსენებს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მოქალაქეებს. ხარაიშვილი ჰყვება, რომ ერთ მოქალაქეს რამდენიმე სპეცრაზმელი სცემს, პარალელურად კი ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ.
დათა ხარაიშვილი იხსენებს, რომ უშალოდ მის ცემას განსაუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება იღებდა.
ხარაიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მოქალაქეებს კრიმინალუ