Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.029

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

"ქოჩორამ ხავი საქეიფოდ წაიყვანა" - რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ქოჩორაშვილი?

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი უკვე და­უბ­რუნ­და ეს­პა­ნეთს და "ლე­ვან­ტეს" - კლუბს, სა­დაც თა­მა­შობს. "ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცი დაბ­რუნ­და სრუ­ლი ძა­ლე­ბით!", - ვკი­თხუ­ლობთ კლუ­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, "ფე­ის­ბუქ­ში" - რა თქმა უნდა, პოს­ტი ქარ­თულ ენა­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რა­საც ბოლო დროს გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა, ხა­ვიმ შეგ­ვაჩ­ვია. ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხავი აპი­რებს "ქო­ჩო­რას­თან" ინ­ტერ­ვიუ შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს.

გიგაშვილი: ვაპირებ, რომ დამკვირვებლად დავრეგისტრირდე

პიანისტი გიორგი გიგაშვილი აცხადებს, რომ წელს არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებას აპირებს. ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. დღეს მოძრაობამ „აირჩიე ევროპა“ მორიგი ღონისძიება გამართა – შედგა შეხვედრა ახალგაზრდებთან, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.   პუბლიკა  

მედია - რუსეთის პრიმორიეს მხარეში 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა პანიკაშია

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებ

POLITICO: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას

გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს. როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მის

ბორელი პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს ჰომოფობიური კანონი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი კანონის მიღებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიწვიოს ის. პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდ

ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ მოაწერა გახარიას პარტიამ ხელი “ქართულ ქარტიას”

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, რომელიც არჩევნ

შსს-ს ცნობით, H145 ტიპის სამივე შვეულმფრენი საქართველოშია

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. „თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. “H145” ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ა

საოლქო კომისიებში სარჩელების განხილვის შემდეგ საარჩევნო დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ დავას სასამართლოებში აგრძელებენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარდგენილი სარჩელების განხილვა დაიწყო. სარჩელების თემა ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგის ბათილად ცნობაა. გუშინ, 31 ოქტომბერს საჩივრების განხილვა უმეტესად ხმაურის ფონზე წარიმართა. მაგალითად, ზუგდიდში საოლქო კომისიის

პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავი 2-ს: ან ღიად აღიარეთ, რომ პარტიული ტელევიზია ხართ, ან გახსენით ეთერი გახარიასთვის

"თითქმის 4 წელია, რაც რუსთავი 2-ის ეთერი დაკეტილია გიორგი გახარიასთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და გუნდის წევრები კი რუსთავი 2-ის ეთერში ხშირად არიან წარმოდგენილი. ამ ქმედებებით „ოცნება" პირდაპირი მნიშვნელობით აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას" და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა", რასაც შემდგომ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს. რუსთავი 2-ს „იმედისგან" განსხვავებით, ღიად არ აქვს აღიარებული, რომ პარტიული ტელევიზიაა. ამიტომ ან ღ

24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩას

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავ

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „უკრაინას პოლონეთიდან პირველი Leopard-ები მიეწოდა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში”, - წერს მიულერი. თავად მორავეცკიმაც კიევში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. „დღეს აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ც

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს. კონსერვატორიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მუსიკოსს და კონსერვატორიელს!, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 

ხარაგაულში, სოფელ მარელისში კაცს ეძებენ, რომელიც მეწყერში მოყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია. სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ინტერპრესნიუსი

ანდრეი ერმაკი - საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში. ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი

პაპუნა მარგველიძე - შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - ძებნის არეალი ამბროლაურამდე გაფართოვდა

შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, - ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული. „ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასულ

დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს

დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა: ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს წერილობით. პარტია “საქართველოსთვის” გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს კორუფციული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყებას თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.   

გახარია - ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ - პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. „„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნების" პროგრამა მინიმუმია, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის პროცესის დამრღვევი - უარი მას დააბრალოს, სტატუსის მიღება - არ გაუნაწილოს

ვფიქრობ, ოცნების პროგრამა მინიმუმია საკონსტიტუციო სასამართლოს (რომელიც დიდი ხანია აღარ არის დამოუკიდებელი) მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი, რომ სტატუსზე უარი მას დააბრალოს, ხოლო სტატუსის მიღება მას არ გაუნაწილოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს სხვა საკითხებთან ერთად,  შესაფასებელი აქვს  საჭ

ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი, თოვლჭყაპი - საქართველოს რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი: ზოგან სეტყვა, ზოგან ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა; 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტე

გზების დეპარტამენტი - მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ipn

საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია. საიას თავმდჯომარის შეფასებით, მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. ქურდოვანიძის თქმით, ქონებრივი დეკლარაცია

პარლამენტმა „უხამსობის რეგულირებაზე" კანონპროექტი III მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3. კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა. მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება.  „ქართუ
×
×
  • შექმენი...