Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.993

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერლინში სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს.   იპნ

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი. მათი ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანებულია შემაშფოთებელი განცხადებებით და ქმედებებით მმართველი პარტიის მხრიდან - მსგავსი ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია

გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომლებსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები ავრცელებენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მსგავსი ცრუ ნარატივების გამოაშკარავებას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხის გაცემას. “ჩვენ ასევე გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცი

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთმა განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. დაუთი მიუთითებს, რომ ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. 26 ოქტომბერს საქართვ

ანა ბუჩუკური - პროკურატურამ ფაქტობრივად “დააყადაღა”საარჩევნო აპარატებში არსებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებასაც დიდი ხანი ვითხოვდით. შესაბამისად, აწი გამოქვეყნებული სიები იქნება მანიპულირებული (ვიდეო)

პროკურატურამ ფაქტობრივად “დააყადაღა”საარჩევნო აპარატებში არსებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებასაც დიდი ხანი ვითხოვდით. შესაბამისად, აწი გამოქვეყნებული სიები იქნება მანიპულირებული. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება არის მნიშვნელოვანი. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/753966553573516

გია კაკაჩია ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს

გია კაკაჩია – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი – ორგანოს ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს. „ვთვლი, რომ სახალხო პერიოდის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვ

ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ჯონსონის ახლო მოკავშირე ჯეიმს დადრიჯი ჯონსონს ღიად უჭერს მხარს. ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი რომ გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა

Bloomberg - რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა

რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული. ხორბლის თითქმ

შუა დერეფანი | საქართველოს პერსპექტივა და გამოწვევები

საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის. მიჩნეულია, რომ ქვეყანა ადრიდანვე იყო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტი ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის მეშვეობით აკავშირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. რატომ ვერ უწევდა შუა დერეფანი ჩრდილოეთის მიმართულებას კონკურენ

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირვ

სალომე ზურაბიშვილი - უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას ოდესაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა

ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა. ზურაბიშვილის თქმით, ოდესაზე თავდასხმა არის რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული. „რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დ

„როდესაც შოვი, როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო.. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად“ - რას წერს არქიტექტორი შოვის სტიქიაზე

არქიტექტორი თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში კურორტ შოვის განაშენიანების შესახებ წერს. როგორც თემურ ტომარაძე აღნიშნავს, „თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო“. „ბავშვობის ზაფხულები შოვში პირველ კორპუსში (გერმანელი ტყვეების მიერ ნაგები, თანაც ულურსმნოდ) მაქვს გატარებული. ვინც შოვში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ, სად დგას და რა სავალალო მდგომარეობაში. შესაბამისად, კურორტის ყველა ძველი (მე-2, მე-3, მე-4) კორპუსი ტყის პირზეა, შემ

ბერდია სიჭინავა - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ (ვიდეო)

სად და როგორ აჩვენა სისტემამ, რომ იგი გაუმართავი და ჩავარდნილია.   რისი გაკეთება შეიძლებოდა, რაც ხელისუფლებამ ვერ ან არ გააკეთა. - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ.  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 368291654_507921568195128_8082084884234827057_n.mp4

„პლეიბოიმ“ ჰამასის მხარდაჭერის გამო მია ხალიფას კონტრაქტი გაუწყვიტა

ჟურნალმა „პლეიბოიმ“ ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზად კი ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერა დაასახელა. „ბოლო დღეების განმავლობაში მიამ გააკეთა ამაზრზენი კომენტარები „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმასთან და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობების შესახებ“, — განაცხადა „პლეიბოიმ“. საერთაშორისო მედიის ცნობით, „პლეიბოიმ“ ვებსაიტიდან ხალიფასთან დაკავშირებული კონტენტი სრულად წაშალა. „ჰამასი“ ისრაელეთა მკვლელობისა და გატაცების ამსახვ

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათივე ცნობით, მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპე

პარტია "საქართველოსთვის" - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: " 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში.   დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და, რაც მთავარია, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის

სპეცრაზმელს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. „2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდე

შარლ მიშელი - უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდე

 ბერდია სიჭინავა - კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს

“კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, რომელიც გამჭვირვალედ აცხადებს თავს, ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, როგორც პრემიერის ინსტიტუტის წარმომადგენელი და უმაღლესი პოლიტიკური პირი, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს.”     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1435814807372137/  

რუსთავში მამაკაცი მოკლეს

რუსთავში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ეზოში ნახეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც „ინტერპრესსნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და

სალომე ზურაბიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც

ოლაფ შოლცი - ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას არ მიიღებს საქართველო

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. „ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალ

პროტესტი - რა ხდება სასწავლებლებში (ვიდეო)

რუსუდან თევზაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პროტესტი - რა ხდება სასწავლებლებში    

კახეთის ზოგიერთ რაიონში 22 ივნისის ღამით ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექია მოსალოდნელი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო). პუბლიკა

მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. მიზეზი საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია. ,,ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს”, – წერია განცხადებაში.  პუბლიკა
×
×
  • შექმენი...