Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.166
  • comments
    0
  • views
    693.389

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო - რუსეთის ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო, რასაც ევროკავშირისგან მოველით, არის გაფართოება, გაფართოება და გაფართოება

ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო - რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველო - რუსეთის ურთიერთობა, თუკი დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. „არ მგონია, რომ საქართველო - რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნებ

ესტონეთის საგარეო მინისტრი - ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა. „პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ

მიხეილ დაუშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ - ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ფორმირების წესს ეხება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რისთვის გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში კანონპროექტები, „რატომ აბრაზებენ და აღიზიანებენ ხალხს“, თუ მაინც უნდა დაამტ

გიორგი გახარია - #3 ეპიზოდი: გადადგომის დღის უცნობი დეტალები, ახალი ხაფანგი, რომელშიც „ოცნება" გაება (ვიდეო)

#3 ეპიზოდი: გადადგომის დღის უცნობი დეტალები, ახალი ხაფანგი, რომელშიც „ოცნება" გაება:    

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დე

პარტია „საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე, მმართველი საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს არჩევნები გაიმართა (ფოტოები)

პარტია „საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე, მმართველი საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს არჩევნები გაიმართა:

PHOTO: “ახლა თქვენი დროა” - ხვიჩა კვარაცხელიამ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას წარმატებები უსურვა

ავტორი გიორგი ჭანტურია Aa     როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე ორი უდიდესი ქართული ბრძოლა შედგება. სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. სატიტულო ბრძოლაში კი ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკის  შეხვდება. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ბრძოლების წინ ბიჭებს წარმატებები უსურვა. იხილეთ ფოტო:  

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით

საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო. „ეს არის აუცილებლობ

ილია თოფურია - მინდა, საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის #1TVSPORT

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთ

მერაბ დვალიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივრები მომავალშიც გავახარო #1TVSPORT

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონის, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრძოლას მთლიანად აკონტროლებდა. დღეს UFC-ში კიდევ ერთმა ქართველმა მოიგო, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპ

დანიის პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებ

მაია ბითაძე შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტზე - ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა. ბითა

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვ

ფონ დერ ლეიენი, ზელენსკი, სტოლტენბერგი, სენატორები — ვის ელაპარაკება ზურაბიშვილი მიუნხენში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და თავისი პერსონალური ხარჯებით გაემგზავრა. 18 თებერვალს ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. თემა ევროკავშირის გაფართოებაა. ზურაბიშვილთან ერთად პანელის მონაწილეები არიან: ოლჰა სტეფანიშინა – უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

პრეზიდენტი - ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად - ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება ამას აჩვენებს. „ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხ

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე - არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია - საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას. ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“. რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შედარების მიზეზი არ არსებობს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა

საქართველოს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათ

ნავალნის პრეს-მდივანი: ის მოკლეს. ვითხოვთ, ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს ოჯახს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი მის სიკვდილს ადასტურებს. ამასთან, აცხადებს, რომ ის მოკლეს. კირა იარმიში X-ზე წერს, რომ ნავალნი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 წუთზე. ასევე, იარმიში ითხოვს, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს. რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგ

რუსეთი მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს. საქმე ეხება აფხაზეთში მცხოვრები პირის, ედგარ აბახუას ციხიდან გათავისუფლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბახუამ 2019 წელს რუს ტურისტს სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა. ედგარ აბახუა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა. შედეგად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მან საპატიმრო დატოვა. რუსეთი აცხადებს, რომ „სასამართლოს” ამ გადაწყვეტილებით „გაკვირვ

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ბრძანება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გულისხმობს. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქმედი შენობა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, უწყების ცნობით, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალზე კომპენსაცია გაიცემა, ამასთან ისინი ს

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკაში ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი- XX და XXI ოლიმპიური თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). ასევე იყო: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V

რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა. როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიცია

როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე

Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს. თუმცა გასულ კვირას, პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მოთხოვნას სპეკულაცია უწოდეს. რატომ არის მნ

ჯო ბაიდენი - პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე - ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა

ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა. „პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე
×
×
  • შექმენი...