Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.729

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეპიზოდი #2: სამართალდამცველები. რატომ არის აუცილებელი კრიმინალური პოლიციის რეფორმა - "გახარია საქართველოსთვის"

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე. ვიდეო:    

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენა

ლევან გოგიჩაიშვილი - თავისივე ორგანიზებულ ზეიმზე რომ ხალხი კობახიძეს აგდებს სცენიდან, ამაზე დიდი სოციალური კვლევის ინდიკატორი არ არსებობს (ვიდეო)

თავისივე ორგანიზებულ ზეიმზე რომ ხალხი კობახიძეს აგდებს სცენიდან, ამაზე დიდი სოციალური კვლევის ინდიკატორი არ არსებობს. რაც არ უნდა დაუპირისპიროს “ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეებს, “ოცნება” უკვე წაგებულია.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/764372605772786

რა გზავნილები აქვს უზრა ზეიას – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდა დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ზეია იმყოფებოდა წეროვანში, სადაც შეხვდა დევნილ ქალებს და მოისმინა მათი ისტორიები. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ უზრა ზეიამ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის სტუმარ

„ბათუმელები“: შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებსა და ბავშვებს წვრთნის

„ბათუმელების“ ცნობით, შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან. სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. Россотрудничество-ის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმა

გიორგი გახარია კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას - ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს. როგორც გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა. „ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ

მელიქიშვილზე დარბევისას დაშავებული ნიკა კვიტატიანი კლინიკაშია გადაყვანილი

კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, მელიქიშვილზე დარბევისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. კოალიციაში  “ნეტგაზეთთან” ამბობენ, რომ ნიკა კვიტატიანი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კლინიკიდან მას დღეს გამოწერენ. როგორც კოალიციაში ამბობენ, კვიტატიანი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდა და კოალიციის წევრებს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა. „მადლობა ყველას მოკითხვისთვის,

პროკურორი ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე აქციაზე „ჯოხს ისროდნენ"

პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე „ჯოხს ისროდნენ” პოლიციელების მიმართულებით. პროკურორი ამტკიცებს, რომ ამით ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ” მათ ჯანმრთელობას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის პროცესი მიმდინარეობს. ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წა

ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინაში - რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის

რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ეს წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა, რითაც რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის ამსახველი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მედიის ცნობით, ჩეხმა ლიდერმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩ

„დადებითი გადაწყვეტილებაა, პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ - გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასია

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.   როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გახარია დახურულ პანელზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდებოდა.   "გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებზე ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის აუცილებლობა

რომის პაპმა კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა

რომის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, – შესაბამის ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს. როდის გაემგზავრება კარდინალი უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს. რომის პაპი იმედოვნებს, რომ აღნიშნული

„ჯეოქეისი“ - საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. „ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ სურს, გამოეხმაუროს საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ იმგვარი დისკუსიის ინიცირების მცდელობას,

პრეზიდენტი - ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს ,,ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს

ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის, ,,ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას უნდა დაუბრუნდეს”, - წერს პრეზიდენტი “ფეისბუქზე“.

„ყველანაირ ორიენტაციაში პოლიტიკურ ორიენტაციას ვგულისხმობ, თუმცა, არამარტო“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ახალგაზრდებთან მიმართებით მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის. გუშინ, 10 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა. უნივერსიტეტში კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრ

რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამ

ვალერი ზალუჟნი გენერალ მარკ მილის - ჩვენს გეგმებს ვახორციელებთ, წინ მივიწევთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა. „ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მძიმე თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის წინა დღეს უკრაინის არმიის პრიორიტეტები

„ჭიათურის გადარჩენა თქვენშია ჩემო სტუდენტებო" - მაღაროელები სტუდენტებს მხარდაჭერას სთხოვენ

ჭიათურელმა მაღაროელებმა ხვალიდან, პარლამენტთან შიმშილობა დააანონსეს, – ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს, საპროტესტო აქციაზე გაკეთდა. მათი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო, იქამდე სანამ მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული არ იქნება. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაღაროელებმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნე

მედია - მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს. „ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სა

ნათია მეზვრიშვილი - ბიძინას უნდა, მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს

"დამოუკიდებლობის დღეს შეზლონგზე წამომოკოტრიალებული უფლებააყრილი მონისთვის ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ღირსების და სუვერენიტეტის დაცვა რომ ქაჯობაა ეს კი არ არის შემაშფოთებელი, არამედ ის, რომ ბიძინას უნდა მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს და ყველაფერი, რაც წმინდაა - სამშობლო, თავისუფლება, გმირების დაღვრილი სისხლი - გაგვიუფასუროს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია შიშებით უღირსი მონები მართო (ზუსტად ისე, როგორც ირაკლებს მარ

ჩეხეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს რესტორნის მიმტანი, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილს რუსული ჰიმნი ჩაურთო

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის გარეუბანში ბრანდის-ნად ლაბემ-სტარა ბოლესლავის ერთ-ერთი რესტორნის მიმტანმა, რუსეთის ჰიმნი და საჰაერო თავდასხმის სირენის ხმა ჩაურთო უკრაინელ ლტოლვილ ქალ ოლესია კოშილკას. მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტის შესახებ შეურაცხყოფილმა ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, მიმტანი რესტორნიდან გაათავისუფლეს. ინციდენტი 2 აგვისტოს მოხდა. "მოვედით და შევუკვეთეთ. მე ვთხოვე „ვაიფაის“ პაროლი, რაზეც ჩეხმა მიმტანმა მიპასუხა, რომ არსებობს ინტერნეტი - მხოლოდ რუსული. თავიდან ამას

რუსების ტყვეობდან კიდევ 22 უკრიანელი ჯარისკაცი გათავისუფლდა

რუსების ტყვეობიდან კიდევ 22 უკრიანელი ჯარისკაცი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანრეი ერმაკი ავრცელებს. მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერი, ერთი რიგითი და სერჟანტია. უკრაინული მხარის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილებიც. ეს უკრიანასა და რუსეთს შორის ტყვეების 48-ე გაცვლაა. საერთო ჯამში რუსების ტყვეობიდან 2598 უკრაინელი გათავისუფლდა. ნეტგაზეთი

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 1tv

მე რომ EU-ში ვიყო, ეჭვგარეშე დავუჭერდი მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ინტერვიუ კურტ ვოლკერთან

„ეს იმედგაცრუება იქნება ხალხისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა“, – მიიჩნევს კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები უკრაინაზე, რას ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მხრივ, რამდენად (არ) უშლის ხელს ევროინტეგრაციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – ვოლკერმა „ნეტგაზეთის“ ამ და სხვა კითხვებს თბილისში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისას ჩაწერილ ინტერვიუში უპასუხა. კონფერენციის მრავალი

ბერდია სიჭინავა - "ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა (ვიდეო)

"ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა.” ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი.  380982875_887021236473829_3278021363876282938_n.mp4
×
×
  • შექმენი...