Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.166
  • comments
    0
  • views
    693.396

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შარლ მიშელი - უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდე

მიხეილ დაუშვილი - ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს „ოცნებას“, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა - იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია

რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმოდგენილი ინიციატივები, რეალურად, ზედაპირულია დ

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა. ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. ”ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენს ვლადიმერ

გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა - ამავე პერიოდში, სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტია დაფიქსირებული

გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა - ამავე პერიოდში, დადგინდა სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტი, მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბება სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებაში და აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც. რაც შეეხება 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელში ტექნიკური ინსპექტირე

15 და 27-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები ახმეტელის თეატრიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს - „გილდია“

დამოუკიდებელი პროფკავშირის, „გილდიის“ განცხადებით, ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან, დასაბუთებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს 27 და 15-წლიანი სტაჟის მქონე 2 კაპელდინერი. თეატრის თანამშრომლები, გაურკვეველი მიზეზით, იანვარში გაათავისუფლეს. „გილდია“ აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ  დადების შედეგად გრძელდებ

მოსკოვში ამოიღეს გაზეთის ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზე ნავალნის ფოტო იყო – მედუზა

მოსკოვში,  პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც  ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა”  ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს.  ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში. “მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ ნომრის გაყიდვის აკრძალვაზე. “სა

საქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – კვლევა

კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს. კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ურბანულ ჭრილში კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლო

„ახლისადმი ინტერესი ამ ასაკშიც არ დამიკარგავს” – მზექალა შანიძის ამბავი

მართალია, თავად ამბობს, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად არ მიმაჩნიაო, მაგრამ მისი მიდგომა საკითხებისადმი და უცვლელი ინტერესი სიახლისადმი, მის კვლევებთან ერთად, მზექალა შანიძეს ბევრი ნიშნით გამორჩეულ ფიგურად აქცევს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. ჩვენი საუბარი ბავშვობით დაიწყო, სადაც რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი ინტერესი წიგნი იყო: წიგნი – მთავარი ინტერესი ყოველთვის წიგნი იყო ჩემი ინტერესი. მე მგონი, რომ დავიბადე, პირველად წიგნებს შევხედე, ამიტომ ბავშვობაში ძალიან მიყვ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ - ვფიქრობ, დაახლოებით, ზაფხულში მზად ვიქნებით

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე არ იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება. “სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკ

იენს სტოლტენბერგი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები - ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან ერთად დგომას განაგრძობს მისწრაფებების შესრულების პროცესში. “ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის

დანიგანი: აშშ ორიენტირებულია, საქართველოს თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაა. ის ჟურნალისტებთან საუბრის დროს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტსაც და თქვა, რომ ამას მიესალმება. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავს. ელჩმა ისაუბრა არჩევნებზეც და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხ

„დაგვეხმარონ, ვერ გადარჩება იქ" - მამუკა გაწერელიას დედა

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ პატიმრობაში ვერ გადარჩება. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. გუშინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს გაწერელია „ჩავიდა უკრაინაში, სადაც გააფორმა კონტრაქ

სპეცრაზმელს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. „2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდე

მიშა დაუშვილი - არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად

პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი:   არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ.   გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”,

აზოვსტალის ქართველ მცველს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა. მამუკა გაწერელია მარიუპოლში

საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს

უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომე

ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება - რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?

ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი და სხვა "რესპუბლიკელები" უარს ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ. „ამის სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილით გააცნობიერა, თუ რამდენად ცუდია ამერიკა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა

მიშა დაუშვილი -  ჩვენ მარტო მივდივართ არჩევნებზე, დროა სხვა პარტიებმაც თქვან მკაფიოდ მარტო იბრძოლებენ თუ ვინმესთან ერთიანდებიან (ვიდეო)

ჩვენ მარტო მივდივართ არჩევნებზე, დროა სხვა პარტიებმაც თქვან მკაფიოდ მარტო იბრძოლებენ თუ ვინმესთან ერთიანდებიან.      როგორც "ნაც.მოძრაობა", ისე "ოცნება" ჩვენთვის არის წითელი ხაზი.      მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1441383819814255/

მიშა დაუშვილი - რეალურად “ოცნება” ამ ცვლილებების შემდგომ აპირებს, რომ სრულად დაიქვემდებაროს, ბოლომდე გააკონტროლოს ცენტრალური საარჩევნო კომისiა

“რეალურად “ოცნება” ამ ცვლილებების შემდგომ აპირებს, რომ სრულად დაიქვემდებაროს, ბოლომდე გააკონტროლოს ცენტრალური საარჩევნო კომისiა. თვინონ გააკონტროლოს ვინ იქნება თავმჯდომარე, ვინ იქნებიან წევრები, რითიც ფაქტობრივად იქვემდებარებს ცესკოს. ერთი მხრივ “ოცნება” გვიმტკიცებს, რომ მას აქვს უპირობო მხარდაჭერა, გვიმტკიცებენ, რომ აპირებენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და მეორე მხარეს ისეთ მძიმე ჩარევას აკეთებენ ცესკოში, რომ ამცირებენ ნდობას ცესკოს და არჩევნების მიმართ. მარტივი კითხვა

მიშა დაუშვილი - თუ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს “ოცნებას”, მაშინ რატომ ერევა ამ დოზით საარჩევნო კომისიის საქმიანობაში? რეალურად, ეს იმის მაჩვენებელია, რომ “ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

“თუ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს “ოცნებას”, მაშინ რატომ ერევა ამ დოზით საარჩევნო კომისიის საქმიანობაში? რეალურად, ეს იმის მაჩვენებელია, რომ “ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და სხვაგვარად ვერ გაიხანგრძლივებენ ძალაუფლებას.”     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.

მიშა დაუშვილი - ფაქტობრივად კვირა არ გადის ისე, რომ ერთი ან რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო

"ფაქტობრივად კვირა არ გადის ისე, რომ ერთი ან რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო. ეს ფაქტობრივად უკვე ტენდენცია, მოცემულობა გახდა, რომ ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის ახლობელი, შვილი, ყოველ კვირას ვიღაც ერთი მაინც იღუპება აი ამ უმძიმესი საკითხის გამო. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ ვერანაირ რეაგირებას ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი ერიდებიან, რომ რაღაც აქტიური ბრძოლა გამოუცხადონ აი ამ უმძიმეს დანაშაულს.

ეკა ლომიძე: ეს კანონი არა პრობლემის აღმოფხვრას, არამედ ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას უფრო ემსახურება

ცხოველთა მოყვარული საზოგადოება და ცხოველთა უფლებადამცველები წლებია ელოდებიან შინაურ, კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონს, რომელიც ქუჩის მიუსაფარი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მათ მიმკედლებელ ადამიანებსაც დაეხმარება და ჯიშიანი ცხოველების პატრონთა პასუხისმგებობებსაც გაზრდის, ვინაიდან მათი მხრიდან ცხოველების მიტოვების ფაქტები ხშირია. გასულ კვირას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო, რომლის შინაარსმაც

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიურ კორპუსს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა. რეფორმები მოიცავს ფუნდამენტურ სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დეპოლიტიზირებული საჯარო სამსახურის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.  რეფორმების მიზანია კონსტიტუციური მმართველობის სისტემის აღდგენის, ძალაუფლების ქმედითი დანაწილების, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლო

„ის გვახსენებდა, რომ ჩვენ, ყველას შეგვიძლია გავხდეთ თავისუფალი" - იური შევჩუკმა ნავალნის სიმღერა მიუძღვნა

DDT-ს სოლისტმა იური შევჩუკმა ასტანაში გამართულ კონცერტზე ალექსეი ნავალნის მიუძღვნა სიმღერა „თავისუფლება”. სიმღერის შესრულებამდე, შევჩუკმა სცენიდან საზოგადოებას მიმართა. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა”. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა და ამაზე პა
×
×
  • შექმენი...