Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.021

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველი

ვანო მერაბიშვილს შეუძლია, არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში“. „ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი

დაუშვებლად მიგვაჩნია თანამოქალაქეებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება - „მწერალთა სახლი"

„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება”, – ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ. დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალება

„2023-ის II კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 321 ათასამდე ვიზიტი განახორციელეს“ — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების (პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით) 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეად

„ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების შესახებ" - საბერძნეთში საქართველოს საელჩო

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს. საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია. ცეცხლი ძლიერი ქარის შედეგად გაჩნდა. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, თურქეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლების ევაკუაციის შესახებ გასცა ბრძანება. publika

გიორგი შარაშიძე - "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილი განცხადება კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, "ოცნებას" პასუხისმგებლობიდან გაქცევაში დაეხმარება

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პროკურატურას მასტაბურ სამშენებლო პროექტებზე პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ!  რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილ განცხადებას კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა ოცნებას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური კამპანია, რომლის შემადგენელ ნაწილს თბილისში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებიდან უკანონ

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება. ინტერპრესნიუსი

უკრაინული გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევშია

კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც. აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებ

რომელ მოსამართლეებს ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, სანქციების ახალ პაკ

ყაზბეგის მერს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ, შსს დუმს

მოხევე მარტია პაპიაშვილი, რომელიც „კამარა ჰესის“ პროექტს აპროტესტებს, ყაზბეგის მერთან შელაპარაკებას ადასტურებს, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობს. „იქ არ იყო პროვოკაციები, რაღაც პროვოცირება… რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მოხდა ერთმანეთში დალაპარაკება, შელაპარაკება და ასე მოხდა, რა…“, — განუცხადა მარტია პაპიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“. მანამდე ახალგაზრდულმა კოალიციამ „ხევის თვითმმართველობისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოქალაქეს

დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღით შეძლებენ

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას ერთჯერადად 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. მისივე განმარტებით, ეს ზუსტად იგივე რეჟიმია, რაც საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის აქვს დაწესებული. ლევან დავითაშვლის თქმით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უვიზო მიმოსვლის გააქტიურება კი მისი მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”. ჩინეთის მეირ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე განცხადება

2 ბინა დუბაიში, 130 კვმ ბინა პარიზში — რა ქონებას ფლობს „ოცნების" დეპუტატი ობოლაშვილი

„ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 22 თებერვალს დეკლარაცია განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ობოლაშვილი წამლების იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია. მისივე დეკლარაციის თანახმად, ამ კომპანიიდან მან 2020 წელს – 1 187 918 მილიონი, 2021 წელს – 94 715, ხოლო 2022 წელს 348 439 ლარი მიიღო. უახლესი დეკლარაციის მიხედვით, „ოცნების” დეპუტატს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 2 ბინა აქვს დ

„არ დავდგეთ ცალ ფეხზე" — დიმიტრი გვრიტიშვილის პრეზენტაცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე ე.წ კლანის მოსამართლე დიმიტრო გვრიტიშვილმა „ვეტინგის” საწინააღდეგო პრეზენტაცია ჩაატარა. დიმიტრი გვტირიშვილმა ახსენა ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს” ეწინააღმდეგება. გვრიტიშვილმა ასევე ისაუბრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ზოგ შემთვევაში კი მათი „ფეისბუქ-პოსტებიც” წარმოადგინა, რომლებშიც ასევე „კლანი” იყო გაკრიტიკებულ

მდინარაძე: უცხო ქვეყნის ინტერესია პოზიტიური პროექტებიც

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე კარგი მნიშვნელობა. მისი თქმით, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც“. მდინარაძის ამ მსჯელობამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. დამსწრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც ს

ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს აუქმებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. გთავაზობთ განცხადებას: სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენ

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. გრიგალაშვილს ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი. “მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, - აღნიშნ

ონკოპაციენტები მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან მედიების თანდასწრებით შეხვედრას მოითხოვენ. ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე ამბობს, რომ მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა დეტალები, თუ რა მოთხოვნები აქვთ ონკოპაციენტებს, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ხდება. ამასთან, „კავშირი სიცოცხლისთვის“ თანადამფუძნებლის, ვანო იორამაშვილის განცხადებით, ონკოპაციენტებისთვის სარჯველაძის მხრიდან გაცემული დაპირებები შეუსრულებელი დარჩა და საჯარო ფორმატით შეხვედრის შემთხვევაში

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ (ვიდეო)

ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ჩვენი ინტერესია, რომ ასეთი პარტიები რაც შეიძლება მეტად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835847015090412/

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე შესაბ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. მათი ცნობით, 26 - 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. "28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე

იმისთვის, რომ არჩევნებში თქვენი ხმა არ დაიკარგოს | როგორაა შესაძლებელი ახალ მისამართზე გადაწერა

თუ მაგალითად თბილისში მუშაობ ან სწავლობ და არჩევნებში ხმის მისაცემად რაიონში წასვლა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა, აგიხსნით, როგორ შეძლებ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას; ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდება. ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბი

დინამო არენა - რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა - ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს

დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა, - ამის შესახებ დინამო არენას ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვს

თბილისში სარკინიგზო ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან. „პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...