შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.
ipn
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით
- შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანა და სხვა...
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
369264089_1253050165395460_1576292352213557810_n.mp4
თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე.
"ხალხის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მშენებლობის ნებართვები ოცნების დეპ
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ
სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე
კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას! სამწუხაროდ, დღეს არც ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლიათ პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ცირკს მომავალ არჩევნებზე წერტილს დაუსვამენ!
ოცნებას კი მოვუწოდებთ, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს მოძალადეები!
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
შარაშიძე.mp4
“ისინი ხედავენ, რომ მთავარი მეტოქე გახარიაა. “ოცნების” მთავარი მიზანი და სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ მეტოქედ ყავდეს “ნაციონალური მოძრაობა”.
მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.
384760003_275056622075676_6473414670314928865_n.mp4
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა და აღნი
ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს…
რასაც ისრაელი აკეთებს სამაგიეროს გადახდა არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმე
რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა.
მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარულ
54 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ Friends-ის („მეგობრები“) მსახიობი მეთიუ პერი. ის სერიალში ჩენდლერ ბინგის როლს ასრულებდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, საკუთარი სახლის აბაზანაში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც რამდენიმე მედიასაშუალება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ძალადობის კვალი არ ყოფილა.
მეთიუ პერი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკო დ
ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ
თბილისის მერი, კახა კალაძე აპლიკაციის მოსარგებლე ტაქსის მძღოლების პროტესტს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რათა კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა) – ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა
მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.
„სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენა
„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, – თბილისის საკრებულოს წინ დღეს აქცია გაიმართა.
მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის საფუძველზეც იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარე
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებ
„დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, — ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვედანტ პატელის თქმით, შეესაბამებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერას დემოკრატიული პარტნიორისთვის.
აშშ-ის სახელმწი
გაეროს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს, სულ მცირე, 184 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 856 — აგვისტო უკრაინაში ყველაზე სისხლიანი თვე იყო 2024 წლის განმავლობაში.
გაეროს ანგარიშისვე თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაშავდა 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა – 11 743.
ანგარიშისვე მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმებს დონეცკსა და ხარკოვში.
თავდასხმების შედეგად აგვისტოში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება
ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად.
“ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყ
"ოცნებას" უნდა უპრობლემოდ იმოგზაუროს ევროკავშირის სახელმწიფოებში და ევროკავშირმა მიიღოს ისეთი, როგორებიც არიან: კორუმპირებულები, ქრონიზმითა და ნეპოტიზმით სავსეები.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/562399126318461/
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
„ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობ
გახარიას დაზარალებულად ცნობა იყო ფიქტიური.
სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად არიან ჩართული გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებების განადგურებაში.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572180149154527
დღეს „ოცნება“ ცდილობს „ორი კურდღლის“ დაჭერას. ერთი, მხრივ გიორგი გახარიაზე პერსონალურ შურისძიებას და მეორეს მხრივ კრემლისთვის საამებელი პოლიტიკის გაგრძელებას - ეს საქმე უნდა შევაფასოთ, როგორც პერსონალური შურისძიების მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ჩორჩანას ეპიზოდზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
რაც შეეხება იმას, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომ
20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც