რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
რუსული მედიის ცნობით, პოზიცია შეეხება მოლაპარაკებების ფორმატის მრავალთვიანი შეფერხების მიუღებლობას. უწყების აზრით, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდე
პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია.
„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი,
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვი
შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა.
დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან.
კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული
ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი იმ ხუთ კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც Easports-მა შეარჩია.
გამოკითხვა უკვე დაწყებულია და კვარაცხელიას გარდა, ასევე დასახელებულები არიან კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“, მცველი, სამხრეთ კორეა), არმან ლორიენტე („სასუოლო“, ნახევარმცველი, საფრანგეთი), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, ნახევარმცველი, საფრანგეთი) და დესტინ უდოგი („უდინეზე“, მცველი, იტალია).
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია აგვის
სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია.
მაგალითად:
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში
შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 39 წლის მამაკაცი დააკავეს.
უწყების ცნობითვე, დაკავებულმა მამაკაცმა მის ნაცნობს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარს კვალის დაფარვის მინიზნით ცეცხლი წაუკიდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგ
დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.
ipn
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზ
25 მარტს, 14:00 საათზე, “პულმან - აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები. კომპანია “missiya“-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშვე
ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ფრონტის ხაზის ყველაზე სასტიკ პირობებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დონბასში მან მოინახულა უკრაინელი სამხედროები, ომში დაჭრილი მებრძოლები და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დაშვებულ სამხედროებს დახმარებას უწევს და რეაბილიტირებაში ეხმარება.
„მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, რომელთაც რუსეთმა საშინე
კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის. პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში.
პატრიარქი ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერ
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„საქართველომ დაიკავა მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრიანის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიის ომთან დაკავშირებით. მოსახლოების უმეტესობა მიისწრაფის ევროკავშირისკენ. კვლევების თანახმად, ქართველების 80 პროცენტს სურს, რომ მათი ქვეყ
პარლამენტში, ქალ დეპუტატებთან ერთად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური საფრანგეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხო.
ანა ბუჩუკურმა ელჩებს პარტია ,,საქართველოსთვის“ ხედვები გააცნო თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შესრულდეს თითოეულ რეკომენდაცია.
ელჩებთან შეხვედრაზე ანა ბუჩუკურმა კიდევ ერთხელ დააფიქსი
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ აბას გალიამოვზე, თუმცა საძიებო ბარათში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული საქმისთვის იძებნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი. გალიამოვმა არაერთხელ გააკეთა ომის საწინააღმდეგო განცხადებები. 2023 წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა.
გამოცემა „Вот так“-მა სთხოვა გალიამოვს, კომენტარი გაეკეთებინა შს სამინისტროს გადაწვეტილებაზე. პ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში. ის ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია.
„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა - მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პრემიერთან კომუნიკაციის, თუმცა მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს.
„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალურ
როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.
„არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და ა
მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის დროზე იტყვის, „რაც იქნება და როგორც იქნება“.
როგორც დეგნანმა განაცხადა, „ეს გადაწყვეტილება მთლიანად
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე შევთავაზე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ის თან მახლდეს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს, რათა პეკინს ერთიანი ევროპული პოზიცია გავაცნოთ. მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგანაც საფრანგეთს აქვს დამოუკიდებელი დიპლომატია, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ევროპულ კოორდინაციასთან“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეჩილთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 10:03 საათზე მოხდა.
"22 წლის ვიყავი, როცა პირველი ლექცია ჩავატარე, ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მათი იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა", - რას ფიქრობს ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე - რისმაგ გორდეზიანი ქართველ ახალგაზრდებზე - ამის შესახებ ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.
- 7-8 მარტის შემდეგ, საზოგადოება გაოცებული დარჩა: ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდებს ჩვენი ქვეყნის ბედი ნაკლებად აინტერესებთ, მა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში[1] და დაადგინა, რომ:[2]
ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს
2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის
შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო
უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო ა
კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორც გზამკვლევი, ევროკავშირის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.
კელი დეგნ
მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო.
„ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში… მტერმა უნდა იცოდე