Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.162

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მათი ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს. პუბლიკა

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დღესაც გაიმართება. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზეა დაანონსებული. როგორც ახალგაზრდებმა გუშინ განაცხადეს, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ცნობისთვის ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემა

"აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - წყარო

MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფე

ეპიზოდი #16 - გიორგი გახარია: "თავისუფლებაზე დიადი, მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაა" (ვიდეო)

ეპიზოდი #16 - გიორგი გახარია: "თავისუფლებაზე დიადი, მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაა"     

„დასანანია" - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებაზე

„დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე იხილეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო 05 ივლისი, 2024 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით: „ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტ

სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს

იურისტი სოფო ხორგუანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართავს და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. წერილში ხორგუანმა ძირითადი აქცენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გააკეთა. „მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ონკანებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირე

თეონა აქუბარდია - აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით, მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება - მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ

გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, - ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გად

500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებს საქართველოს

500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის თანამშრომლები, მუსიკოსები, მწერლები, აკადემიკოსები, პერფორმერები და კულტურის სხვა მუშაკები სხვადასხვა სფეროდან – სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მიმდინარე სასტიკი მოვლენების დროს. განცხადებაში წერია: განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება აქ.  ხელმომწერთა სია ნახეთ აქ პუბლიკა

ღარიბაშვილმა მსოფლიო ვარსკვლავების მომავალი კონცერტების დასაგეგმად შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გასამართ კონცერტებზე, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. "პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოშ

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

დასავლეთის მედიის თანახმად, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც შეცვლის ახლახან გადამდგარ ლიზ ტრასს, რომელმაც სარეკორდოდ მცირე დროით შეძლო თანამდებობის შენარჩუნება. რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის. ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერი

პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება. სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა

ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესებას უკიდურესად საშიშად მიიჩნევს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათიამეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესება უკიდურესად საშიში. მისი თქმით, ევროპული სტანდარტის საფარქვეშ, ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მივიღოთ რუსული სტანდარტი. "ხელისუფლება ცდილობს მისი ინიციატივა ჟურნალისტების არაეთიკური ქცევით ახსნას, რაც ლეგიტიმური იქნებოდა (ოღონდ აქაც პროპორციული ზომებით) რომ არა კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ავტორი

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუშაობას დღეიდან, 22 მაისიდან, იწყებს. "დავუბრუნდი ჩემს პროფესიას", - ასე პასუხობს ის კითხვას, რატომ დასთანხმდა ტელეკომპანიის შეთავაზებას. მიშა ფეიქრიშვილი 2019 წლიდან 2021 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, 2021 წლიდან კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი გახდა, როცა ამ თანამდებობაზე მყოფი მაგდა ანიკაშვილი ასევე დასაქ

20 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI)  ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასულ დღე-ღამეში რუსეთის 600 ჯარისკაცი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 5

ოთარ შამუგია - მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი

ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, შესაბამისი რუკები მზადდება, ის წელს დასრულდება, რაც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მომცემი იქნება. „ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის

"ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" - რას ჰყვება კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა. კადრში ასა­ხუ­ლია შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­წყრის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი. ფო­ტო­ზე სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძაშ­ვი­ლის, გელა გუ­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და. რო­გორც ამ­ბობს, როცა ტრა­გე­დი

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 1tv

ბერდია სიჭინავა - „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს (ვიდეო)

“დღეიდან, „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით,  „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალ რასაც ური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, რასა

პირმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოები მოიპოვა და სოცქსელში ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების მოპოვებისა და შემდეგ სოციალურ ქსელში მათი გაყიდვის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო, მისი ნდობა მოიპოვა, გააგზავნინა ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში შექმნა და სხვა პირებს აღნიშნულ ფოტო-ვიდეოს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდა. გამოძიება დაზარალებულ

ბერდია სიჭინავა - "ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა (ვიდეო)

"ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა.” ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი.  380982875_887021236473829_3278021363876282938_n.mp4

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს

ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი. ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

რომელ მოსამართლეებს ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა

2020-2022 წლებში მოსამართლეებმა ან მათმა ოჯახის წევრებმა 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში საუბარია 49 მოსამართლეზე, რომლებმაც ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავებისგან საჩუქრად, ფულადი თანხის გარდა, უძრავი და მოძრავი ქონება მიიღეს. საკვლევი პერიოდის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ მიიღო. 2021 წელს მას მშობელმა 200 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნა

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე, ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. იპნ
×
×
  • შექმენი...