ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება.
მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.
„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რო
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა წვიმისგან თავის დასაცავად გააკრეს.
უკვე 10 დღეზე მეტია, რაც მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბავშვებისთვის აუცილებელი წამალია.
ცელოფანი მშობლებმა წინა ღამით გააკვრეს. ის ასე გამოიყურებოდა. ნეტგაზეთთან საუბარში მშობლები ამბობენ, რომ თავდაპირველად პოლიციამ მათ ცელოფნის შეტანის ნება დართო.
მთავარი ფოტო: მთავარი არხი
ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.
ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი.
გურჯაან
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ყვარელში მიმდინარე აქციაზე მედიას ხელი ეშლება მოვლენების გაშუქებაში და ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს.
„შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. [a]კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონებ
უკრაინაში, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოსთან არსებულ სანქციების მონაცემთა ბაზაში თამაზ და დავით გაიაშვილები, Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia შეიყვანეს.
გაიაშვილების, ასევე Georgian Airways-ისა და Aero Handling Georgia-ს შესახებ მითითებულია, რომ ისინი ჯერ სანქცირებულები არ არიან. სიაში სანქცირებულ პირებსა და კომპანიებთან ერთად ხვდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირებიც, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არიან.
მონაცემთა ბაზაში Aero Handling Geo
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა.
საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე
ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის ბუდეების“ მხარდამჭერი არველაძეების ფონდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, არველაძეების ფონდის მხარდაჭერით წიგნის ბუდეებიც დამზადდება და წიგნებითაც შეივსება.
„უმნიშვნელოვანესი ამბავი - საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი Arveladze Foundation - ფონდი არველაძე გახდა. მათი თანადგომით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძე
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 44 ჯარისკაცი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ზეწოლას ახდენენ მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და მეტრ-მეტრობით იბრუნებენ ტერიტორიებს.
მისი განმარტებით, ბახმუტის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში,
”ეს არის ახლა ოცნების მთავარი ამოცანა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ნაცების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
364703254_818380113149723_5276558939676586188_n.mp4
"კაცი თოჯინით," - ასე შეარქვა ხალხმა გიორგი დუდაშვილს, რომლის ოჯახიც შოვის სტიქიას ემსხვერპლა. მეუღლისა და ორი ვაჟის ცხედრის პოვნის შემდეგ, დუდაშვილი ნაბოლარა შვილის, ანასტასიას თოჯინით ხელში ეძებდა ანასტასიას.
დღეს, შოვის სტიქიიდან 23 დღის შემდეგ, გიორგი დუდაშვილმა ოჯახის ოთხივე წევრი ერთად მიაბარა მიწას.
დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
მთავარი არხი
”გვაქვს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ სამშენებლო პროექტს აერთიანებს პოლიტიკური კორუფციის სერიოზული ნიშნები და სწორედ იმისათვის, რომ ეს ფაქტი იქნას გამოძიებული და დადგენილი, არის თუ არა აქ პოლიტიკური კორუფცია, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, რომ ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.”
გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.
შარაშიძე.mp4
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
იპნ
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და განზრახ მკვლელობას არ აღიარებს.
„იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, — განაცხადა ბრალდებულმა.
მისი თქმით, მომხდარს ნანობს.
„ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… ა
განმარტება სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის.
რუსუდან თევზაძე, განათლების ექსპერტი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
387869390_1778374435950731_9179329575182995582_n.mp4
შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,81 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვა
3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ.
როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა. თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა – ბანკში იმყოფებოდნენ კლიენტებიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის
ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას.
მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყო
მოსკოვში, პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც ნავალნის ფოტო იყო გამოსახული.
ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს. ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში.
“მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ ნომრის გაყიდვის აკრძალვაზე.
“სა
პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალი წევრების მიღებას აცხადებს
გაწევრიანების მსურველები გადადით და შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/GJNz9nmbVvrbPfz16
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ამის შესახებ შეტყობინება მარიამის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
“ძვირფასო მშობლებო!
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესარჩევი კონკურსის სამივე ეტაპი დამფუძნებლის გრანტის მოსაპოვებლად.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველი გუნდის წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა შერჩევისას გაითვალისწინა ტესტირებისა და გასაუბრების
სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა.
„ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ რუსული კანონი, მისი საწინააღმდეგო პროტესტი და საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს აუხსნა, რომ „ვეტოს დადებით არ შევა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში”.
მისივე განცხადებით, რუსული კანონის მიღება არის საქართველოს წარსულში დაბრუნე
ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც შეუძლია გააოცოს, მოუგოს, თამაშის ხარისხით და ტექნიკით არ ჩამოუვარდეს ამ სპორტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს, ისევე როგორც საზოგადოების, სპორტული და პოლიტიკური ცხოვრების ყველა მიმართულებით. ეს იციან ევროპელებმა, ამიტომაც საქართველოს და ევროკავშირის დიდი ოჯახის ერთობა არის გარდაუალი.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე,
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1509368689691853/
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს.
ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრ