Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    863.608

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის ყველა დრონი გაანადგურა

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა დედაქალაქის გარშემო, საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. ადმინისტრაციის მიერ დღეს დილით გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა ირანული დრონები Shahed. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაი

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ოჯახის ახლობელი მამუკა სულაქველიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალგაზრდა კაცი 17 მარტის შემდეგ არ უნახავთ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ტყიბულში ცხოვრობდა. "ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია, ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს... რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან... თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქ

თეთრი სახლი არ ეთანხმება სი ძინპინს, რომ ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია უჭირავს

თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს. „არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგას

ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაა

მიხეილ დაუშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს

კარგი კანონიც ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას - სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს. „ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს,

პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი - 8-9 მარტის აქციის მონაწილეების დევნა აქტიურ ფაზაში შედის

"დღეს,პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი. სჯობს, პოეზიის საღამოზე დაგპატიჟოთ",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და პოეტი კოკა კობალაძე წერს. შეგახსენებთ,8-9 მარტის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტიურად  მიმდინარეობს. გადაწყვეტილებები მოსამართლეებზეა, 15 დღიანი პატიმრობა თუ ჯარიმა? nation.ge

პარტია "საქართველოსთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ პარ­ტი­ის წევ­რი კოკა კო­ბა­ლა­ძე და­ა­კა­ვეს... "ახ­ლა­ხანს პო­ლი­ცი­ამ უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი კოკა კო­ბა­ლა­ძე. მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი...“ - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში...       კოკა კო­ბა­ლა­ძ

შსს - მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ

შინაგან საქმთა სამინისტროს განცხადებით, 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ, რა დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს. უწყების განმარტებით, სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟ

ტარიელ ნაკაიძე - ამ ქვეყნის სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს - გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას

ამ ქვეყნის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა. „ჯაფარიძემ მიკროფონი მითავაზა, რასაც მოჰყვა შემდგომი დაპირისპირება. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის რა მოხდა ფიზიკურად, აქ მნიშვნე

შსს-მ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც სწორედ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თავის მხრივ, მამაკაცი, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებებ

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ერთი ფეისბუკ-სტატუსის გამო მთელს ჩემს არსებობას გადაუსვეს ხაზი და სამი ათასი დაგეშილი ადამიანი რაღაც ბოდვებს მიწერს

სოციალური ქსელი ,,ფეისბუკი“ უკვე ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ თემაზე გამოთქმული აზრის გამო, პოლიტიკაზე იქნება ეს, სოციალურ პრობლემებზე თუ პირადულ საკითხებზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ არც კი დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თუ ადამიანთა გარკვეული წრის მოსაწონ რამეს ვერ იტყვი, შენს წინააღმდეგ ერთმანეთს დაგეშავენ, სხვებსაც წააქეზებენ და მასირებულად გესხმიან თავს. თითქოს ეჯიბრებიან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ თბილისში ჩამოვა

ხვალ, 23 მარტს თბილისში ჩამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი – ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული 9 წლის ბავშვი, რომელსაც მეორე დღეა ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, არასრულწლოვანი გუშინ დილის 11:00 საათიდან გაუჩინარდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ზელენსკის ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს. „ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში. პატივია დავაჯილდოვო ჩვენი გმირები - მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და უკრაინის აღმოსავლეთის დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ინტერპრესნიუსი

ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. სატენდერო კომისიის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ლაგი კაპიტალი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი

მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე – სონღულაშვილი პოსტის წაშლაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც Facebook-ზე ჯერ პოსტი დაწერა, რომ რუსული კანონპროექტის მხარდაჭერა შეცდომა იყო, შემდეგ კი წაშალა, ახლა ამბობს, რომ მთავარია, თავისი პოზიცია გამოხატა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ განაცხადა. „რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე ჩამოვაყალიბე და გამოვხატე ჩემი პოზიცია. [რატომ ავიღე] აღარ არის არსებითი, მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე“, – განაცხადა სონღულაშვილმა. კითხვაზე, მიიღო თუ არა პარტიისგან საყვედური აღნიშნული პოსტის გამო, სონღულაშ

„არ დაანგრიოთ რესპუბლიკური“ — საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით მიმართვა გავრცელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით, დღეს, 22 მარტს, ფეისბუკზე ღია წერილი გავრცელდა, სადაც კლინიკაში დასაქმებულები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და საავადმყოფოს შენობის ნგრევის დაანონსებაზე განმარტებას ითხოვენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობის დანგრევაზე და ახლის აშენებაზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა პროცესები, რომელიც, მათი შეფასებით, საავადმყოფოს სრულად ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკვე დაიხ

ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის ეთიკის საბჭოს დიტო სამხარაძის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართავენ და ზომების მიღებას მოითხოვენ

ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს დიტო სამხარაძის მიერ პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართავენ და ზომების მიღებას მოითხოვენ. მიმართვის დოკუმენტს ხელს ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე აწერენ. „გაცნობებთ, რომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო და პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, როდესაც განიხილებოდა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი და საპარლამენტო

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა

5კგ, 54 სმ. - ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ფოტოს და ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

ბერდია სიჭინავა რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე - საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე პოსტს აქვეყნებს: "რუსთავში მიმდინარე პროცესები: - რუსთავის მერია, რომ მუნიციპალიტეტის ბეჭედს უმალავდა საკრებულოს და უკანონოდ არ ამოწმებდა კანონიერად მიღებულ აქტებს, ყველას გახსოვთ. - ამის შემდეგ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტს აქვს 2 ბეჭედი, მიუხედავად ამისა, დაახლოებით ნახევარი წელი, საკრებულოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მერიას არ

პარლამენტში ხვალ ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

23 მარტს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

რუსეთის დუმის დეპუტატი - რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწ

თბილისში დისტრიბუციისთვის 80 ლოკაციაა გამოყოფილი - მერია

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაცია სააგენტოს მიაწვდიდა სადისტრიბუციო მანქანებისთვის შერჩეულ ადგილებს, ხოლო სააგენტო შეისწავლიდა წარმოდგენილ წინადადებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის ურბანული სამსახური ავრცელებს. „ბიზნეს ასოციაციამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი

თსუ-ს რექტორი - სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს - სტუდენტებთან შევთანხმდით, რომ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება

ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა. როგორც მან ,,მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
×
×
  • შექმენი...