სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის თხოვნით მიმართავს, განიხილოს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადების შესაძლებლობა.
ორგანიზაციების თქმით, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდას, რეფორმების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას.
„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს უმნიშ
4 მარტს პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა.
როგორც ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.
მისი თქმით, 2 წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ადამიანმა ცხოველის ყიდვის შემთხვევაში შესაბამის სწავლება გაიაროს.
„დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის თავდასხმის შედეგად განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის დროს რუსული ხომალდი ყირიმში, ქერჩის სრუტესთან ახლოს იმყოფებოდა.
რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ღამით აფეთქებების შემდეგ გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ქერჩის ხიდი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმთან 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდე
მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რო
ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი საგანგებოდ დაეშვა რუმინეთში. როგორც „ნეტგაზეთს“ რეისის ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ნეტგაზეთის“ წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.
„ნეტგაზეთი“ ინფორმაცი
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა.
ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მ
საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა.
მონაცემების მიხედვით, სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები.
“შედარებისთვის: 2022 წელს გვქონდა 81, ხოლო 2023 წელს - 108 მიმართულება, ზრდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 29
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს.
„ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას“, - განაცხადა ლოტე კნუდსენმა.
გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო
ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის
თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
"ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ - საუბარი დაიწყეს იმ სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე, რომლის 2018 წელს შექმნა 2012 წლამდე წამებებმა და არაადამიანურმა/დამამცირებელმა მოპყრობებმა განაპირობა.
როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და მისი მანდატის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებენ. ანუ, ჯერ ხომ ინსპექტორის სამსახური გააუქმეს იმ მოტივით, რომ თითქოს რეფორმის გატარება და სამსახურის გაძლიერება უნდოდათ - მის ადგილას შექმნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური (პროკურ
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ამის შესაძლებლობას “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება.
პროექტის ავტორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებითაც, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრ
მიუსაფარი ძაღლების ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 150 ძაღლი ირიცხება.
როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ოფიციალურად აღრიცხული მიუსაფარი ძაღლების მხოლოდ 32% ანუ 10 500 ძაღლია სტერილიზებული.
კვლევა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა.
როგორც კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციაში აცხადებენ, 2024 წელს აქცენტი ძაღლების სტერილიზაციაზე გაკეთდება.
ცნობისთვის, თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა 2023 წელს სამი თვის განმავლო
ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი.
„ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023
თბილისის მერი, კახა კალაძე აპლიკაციის მოსარგებლე ტაქსის მძღოლების პროტესტს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რათა კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა) – ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი „იმედის კვირაში“ ვეტინგის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ამბობს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოზე კონტროლის მოპოვებაა.
ის იხსენებს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელის აშშ-ის საელჩომ პროექტიდან მოხსნა და ამბობს, რომ სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მსურველებს ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები არ სჭირდებათ.
ამავე სიუჟეტში მოსამართლე ამტკიცებს, რომ ალბანეთში ვეტინგმა სისტემის პარალიზება გამოიწვია.
დიმიტრი გ
შაბათს ოდესაში ოკუპანტების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია.
როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია – ორი ბავშვის ცხედარი ნანგრევებში გუშინ ღამით იპოვეს. დაღუპულთა შორის არიან 8 და 10 წლის ბავშვები, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილი.
რუსები ოდესას 2 მარტს დაესხნენ თავს – დრონების სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსი. მომდევნო დღეს ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა.
პუბლიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ელჩის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სავარაუდოდ, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, რუსული მედიის ცნობით, გერმანელი სამხედრო ოფიცრები უკრაინის მხარდაჭე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს.
თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით,
„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით, ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, ისინი ჯანდაცვის ს
„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას თევზის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, რესურსის ათვისება შესაბამისად არ ხდება.
როგორც თემურ ტყემალაძე განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რეგიონებში ტბორების რაოდენობა მომრავლდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„ასათვისებელია კიდევ წყალსა
საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს.
2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 2020-2
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, უპასუხოს რუსეთის აგრესიის ყველა გამოვლინებას, რადგან უკრაინელი ბავშვები რუსეთის ფედერაციის სამიზნეები ხდებიან. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო ოდესადან, სადაც რუსებმა დრონებით საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა განახორციელეს.
”ჯერჯერობით დაფიქსირდა 10 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სამი ბავშვი: მარკი, რომელიც სამი წლის გახდებოდა, ელიზავეტა, რომელიც რვა თვის