Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.602

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია. "ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის მიერ

დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ. „ჩვენ ვუძლებთ და ვიბრძვით ჩვენი მეომრების სიმამაცისა და მათი ცოდნის წყალობით. ჩვენ არ ვტოვებთ ადამიანებს სასიკვდილოდ, ჩვენთვის ხალხი ძვირფასია, ეს მთავარია, რაც გა

შსს: ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანია დააკავებული

ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი. ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი. გურჯაან

ზელენსკი უკმაყოფილოა თავშესაფრების შემოწმების შედეგებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა. საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა

ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში – კიდევ რას განიხილავს პარასკევს საკრებულო

25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. ამ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს – უჭერს თუ არა მხარს თბილისში რამდენიმე მეგა სამშენებლო პროექტს. ამ პროექტებს შორის „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში დაგეგმილი ცათამბჯენებია, რომელსაც უკვე თვეებია აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები საბოლოოდ დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. როგორც საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე იუწყება, ხვალ საკრებულომ 6 პროექ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია. იპნ

ბექა ლილუაშვილი - ბორელთან დღევანდელ შეხვედრას შევაფასებდი, როგორც "ოცნებისთვის" და ასევე ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა "ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას

ბორელთან დღევანდელ შეხვედრას მე შევაფასებდი, როგორც ოცნებისთვის და ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოცნების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, რაც  არ გაუვიდათ - მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.  

ანრი ოხანაშვილი: დღემდე არ არის არავითარი დამატებითი ახსნა, რა მტკიცებულებები არსებობს, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში იყოს დასანქცირების კონკრეტული საფუძველი

ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც. საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, საზოგადოება რომ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებულებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

თბილისში, თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. მას ეძებენ

3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ. როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა.  თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა  – ბანკში  იმყოფებოდნენ კლიენტებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის

"საქართველოსთვის" - ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას!

ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას! ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის პატიმრობაში დატოვება არის იმ უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. თანაგრძნობა და მხნეობა გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პოლიციას, რომელსაც შინაგანი მოტივაცია აქვს ხალხს ემსახუროს და დაიცვას ადამიანები, დასაჯოს კრიმინალები და არა მოქალაქეები, რომელთაც მათგან მხარდაჭერა და მათი სამსახური სჭირდებათ.     #პარტიასაქართველოსთვის

ჯოზეფ ბორელი - ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია

ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყო

მოსკოვში ამოიღეს გაზეთის ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზე ნავალნის ფოტო იყო – მედუზა

მოსკოვში,  პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც  ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა”  ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს.  ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში. “მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ ნომრის გაყიდვის აკრძალვაზე. “სა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განვიცადეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა : „ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაც

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა

საერთაშორისო ქსელის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi, ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი მეორედ მოიპოვა. World Travel Awards-ის 31-ე ცერემონიას ბერლინმა უმასპინძლა. ცერემონიალი 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ათასობით ნომინანტი იღებს, რომლებიც კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და მიმართულებები.

ჩოხატაურელი მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ამის შესახებ შეტყობინება მარიამის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. “ძვირფასო მშობლებო! სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესარჩევი კონკურსის სამივე ეტაპი დამფუძნებლის გრანტის მოსაპოვებლად. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველი გუნდის წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა შერჩევისას გაითვალისწინა ტესტირებისა და გასაუბრების

„ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა. „ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობ

ნორვეგია საქართველოში მუქარის შემცველ ზარებსა და აქტივისტების ცემას ეხმაურება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით: 7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან. 8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს და ევროკავშირის დიდი ოჯახის ერთობა არის გარდაუვალი

ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც შეუძლია გააოცოს, მოუგოს, თამაშის ხარისხით და ტექნიკით არ ჩამოუვარდეს ამ სპორტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს, ისევე როგორც საზოგადოების, სპორტული და პოლიტიკური ცხოვრების ყველა მიმართულებით. ეს იციან ევროპელებმა, ამიტომაც საქართველოს და ევროკავშირის დიდი ოჯახის ერთობა არის გარდაუალი.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1509368689691853/

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნება” ხალხს წინსვლის ნაცვლად უკან დაბრუნებას ჰპირდება (ვიდეო)

“ოცნება” ხალხს წინსვლის ნაცვლად უკან დაბრუნებას ჰპირდება.… კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/540834525054753/

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც. იპნ

ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქაზე მეტი შეაგროვა უკრაინელთა დასახმარებლად

როკ მუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად. კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა. radio tavisup

რას ჰყვება ბებია, რომლის მკვლელობაც საკუთარმა შვილიშვილმა დაუკვეთა

ქალი, რომლის შვილიშვილსაც მისი ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილიშვილზე სესხის გამო მასზე განაწყენებული იყო. როგორც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ბებიამ ალექსანდრე საყვარელიძეს 10 000 აშშ დოლარი ასესხა, რაც მას არ დაუბრუნებია. ,,მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყა

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება. მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ. „რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რო
×
×
  • შექმენი...