Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.870

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთიდან 20-ზე მეტ გერმანელ დიპლომატს გააძევებენ

რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს. მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბ

რუსეთი შოკირებულია, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რომ მას დააკისრეს

მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა. „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია.

რუსეთი ყაზახურ ქვანახშირს გზას უკეტავს - ამოქმედდება თუ არა აქტაუ-აზერბაიჯანი-საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი

რუსეთი ტყვედ ჩავარდნილი ქართველების კადრებს ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხარეს მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველის ვიდეოს ავრცელებს. ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილი დაწერილ ტექსტს კითხულობს და იმეორებს რუსული პროპაგანდისტულ გზავნილებს დასავლეთის მიერ დაქირავებულ მებრძოლებზე. „ნეტგაზეთი“ ტყვეების სახელებსა და მათი ვიდეოების შინაარსს არ ასაჯაროებს. „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ამბობენ, რომ საკითხს არკვევენ და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ. ნეტგა

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს. რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მათივე ცნობით, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუს

რუსეთი მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს. საქმე ეხება აფხაზეთში მცხოვრები პირის, ედგარ აბახუას ციხიდან გათავისუფლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბახუამ 2019 წელს რუს ტურისტს სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა. ედგარ აბახუა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა. შედეგად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მან საპატიმრო დატოვა. რუსეთი აცხადებს, რომ „სასამართლოს” ამ გადაწყვეტილებით „გაკვირვ

რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინის "კონფლიქტში მხარეა"

სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან. 20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა. რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის

რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს და გაეროსთან ურთიერთობის გადაფასებით იმუქრება

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკ

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

რუსეთი და აშშ ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში პირველ მოლაპარაკებას გამართავენ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლო მომავალში შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ შემოწმებების აღდგენის პერსპექტივას ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. შემოწმებები შეჩერდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრაისმა თქვა, რომ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხ

რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება, შავ ზღვაში ხომალდები საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს. მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს. „ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა. მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლ

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ შავ ზღვაში მის გემზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის გემზე, რომელიც „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის" გაზსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული გემის „პრიაზოვიეს“ ეკიპაჟმა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურა. ამავე ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დრონის გემ

რუსეთი აშშ-ის 200 მოქალაქეს, მათ შორის ჯო ბაიდენის და-ძმას, ნენსი პელოსის ქმარს და შინაგან საქმეთა მდივანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, - აცხადებენ უწყებაში. მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-

რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით გაწყდა და მათ აღსადგენად თბილისს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს რუსეთის და საქართველოს კავშირების მომავლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობების შესახებ ჰკითხა რუსულმა სააგენტო „ტასმა“. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, გალუზინი

რუსეთი 80-ზე მეტ უცხოურ მედია საშუალებას მაუწყებლობას უზღუდავს

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში. რუსეთის საგ

რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმი და მოსკოვი ფსოუზე საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ. ბჟანიას თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის მხარეს ბოლომდე იტვირთება, ამიტომ საფეხმავლო ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. თუმცა ბჟანია იმედოვნებს, რომ მომავალში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან საჭირო აღარ იქნება. „ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის აღდგენა საზღვრის კვეთას გაამარტივებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოველი, რომ მ

რუსებმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა ავიაციის გამოყენებით სკოლის შენობა დაბომბეს. „დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა“, - გან

რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ

რუსებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავიანთი დანაყოფები 5 -15 კმ-ით უკან დახიეს

კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს. ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს. როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დრო

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც. იპნ

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია. ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია. იპნ

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე შესაბ

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს. უკრაინის მედიის ცნობით, ოდესაში მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ჯერ ისევ ეძებენ ადამიანებს. არის მსხვერპლი. ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე შვიდი დაშავდა. ხარკოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.   publika
×
×
  • შექმენი...