„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს „მავნებელს“ უწოდებს.
ზარქუა ელჩს პოლარიზაციის გაღრმავებასა და ქვეყანაში რევოლუციური ტალღის აგორების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
როგორც ზარქუა ამბობს, კელი დეგნანი როგორ ელჩი „ვერ შედგა“.
„მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო, ყოფილო! მე მინდა ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით აქ[…] ძა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით წარმოებული კვლევის თანახმად, საჯარო პირების რეიტინგი ამგვარად გამოიყურება – ყველაზე მეტ ადამიანს მოსწონს პატრიარქი (91%), შემდეგ მოდის თბილისი მერი, კახა კალაძე (52%), შემდეგ სალომე ზურაბიშვილი (48%), შემდეგ რეიტინგშია ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა (36%) და ასეთივე მოწონება აქვს რეიტინგში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილს (36%).
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პენსიაზე გასვლის ასაკი განსხვავებულია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უახლესი მონაცემების გამოყენებით, ევროპის უმეტეს ქვეყანას საპენსიო ასაკი ერთნაირად აქვს განსაზღვრული. თუმცა, მაინც არსებობს განსხვავება 1 ან 2 წელს შორის.
მაგალითად, თურქეთში და ბელგიაში მამაკაცი პენსიაზე გადიან 61 წლიდან, ხოლო ქალები საშუალოდ 60 წლის ასაკში.
როგორც პოლონეთში, ავსტრიაშიც ოფიციალური საპენსიო ასაკია 60 წელი ქალებისთვი
ცოტა ხნის წინ, კომპანიამ „TollFreeForwarding“, ექსპერტების პროგნოზებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, მომავლის ადამიანის 3D-მოდელი შექმნა.
მასიური თავის ქალა, მცირე ზომის ტვინი და ორი დამატებითი ქუთუთო – ეს არის ადამიანის სხეულის რამდენიმე ცვლილება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება გამოწვეული.
„მინდი“ 31-ე საუკუნეში ცხოვრობს. ის დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის მონიტორთან ატარებს. გარდა ამისა, „მინდი“ ხშირად უყურებს სმარტფონს, რის გამოც უფრო მასიური და ძლიერი კისრ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 6 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებს, აქ სი
გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა.
7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება,
როგორ ცდილობს რეჟიმი ევროსაბჭოში თავის გადარჩენას? - ვიდრე ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია საბოლოოდ დამტკიცდება, მასში "ოცნების" წევრებს შესწორებები შეაქვთ. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე დოკუმენტის კრიტიკული ნაწილები გივი მიქანაძემ გაასაჩივრა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ოლიგარქის პარტიას სურს, ტექსტში არ ჩაიწეროს დელეგაციისთვის ლეგიტიმაციის აპრილამდე მინიჭების საკითხი.
გარდა ამისა, "ქართული ოცნება" ასაჩივრებს ტექსტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ლეგიტიმაციის შენარჩუნების შემ
როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“?
მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
ის, რაც ახლა მოლდოვაშ
არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც, მაგალითად, დღეს, ჩემ მშობლიურ სამეგრელოში, გადაკვეთეს, მაშინ, როდესაც ადამიანებს ატყუებენ. იქ, ხალხი, ვინც უსმენს, კარგად იცის, რა აქვს გიორგი გახარიას გაკეთებული“, - ამის შესახებ “გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიროგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გახარიამ “ქართული ოცნება“ “ნეპოტიზმსა და კორუფციაში“ ამხილა და აღნიშნა, რომ სწორედ, “კორუფცია აქციეს ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად ქვეყანაში.“
Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს.
თუმცა გასულ კვირას, პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მოთხოვნას სპეკულაცია უწოდეს.
რატომ არის მნ
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ამომრჩევლებს ახალი ტიპის ბიულეტენი დახვდებათ. იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა მანქანამ ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის აღქმა შეძლოს, მნიშვნ
„აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში 7 უცნობი პირია რეგისტრირებული“; „მეც დამჭირდა ვიღაც უცნობის ამოწერა; „მეც ეს პრობლემა მაქვს; „ერთმა ადამიანმა თავის მისამართზე 19 უცხო ადამიანი აღმოაჩინა“… – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და წუხან, რომ მათ სახლში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები.
გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ზოგადად მარტივი პროცედურაა, შესაძლოა ეს პოლიტიკური ანდაც სხვა ინტერესის მქონე პირებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და მეპატრონის გვერდის ავლით დარ
უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, თუმცა უცხოელები სოფლებში მიწის ნაკვეთებს მაინც ყიდულობენ. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აჭარის სოფლებში, კონკრეტულად კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიწას ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მხოლოდ აჭარის რამდენიმე სოფელს ეხება.
სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ რუსეთის
როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ.
ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს?
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს.
„ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს
საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველი მესამე კი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და რეალობა, რაც 30-წლიანი დამოუკიდებლობისა და 3 მთავრობის ცვლილების პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა.
სიღარიბე დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოსახლე
"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ ი
იაკობ ჯანგავაძე და ზაზა დობორჯგინიძე საუბრობენ თბილისის გამოსვლებზე, რუსულ კანონზე და გამოსავალზე ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისიდან...
"გახარია საქართველოსთვის"
ქართულ ენაზე მომსახურების ვერმიღების გამო გაზრდილი უკმაყოფილების შემყურემ ფეისბუქ-გვერდზე ვიკითხე, თუ ჰქონიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მსგავსი გამოცდილება? რამდენად რეალურია ეს პრობლემა? – პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ამ თემაზე პირადი შეტყობინებები დღემდე არ წყდება. ერთმა მოქალაქემ ვეტკლინიკაში გამოწერილი რუსულენოვანი რეცეპტიც კი გამიზიარა.
გადასამოწმებლად რამდენიმე კაფეს მისამართი მოვინიშნე და ჩემს კოლეგასთან, ნათიასთან ერთად წავედი თბილისის ცენტრალური უბნებისკენ. ნათია გზად მ
უკრაინული მხარე კონტრიერიშის დაწყების შემდეგ პირველი წარმატებების შესახებ იუწყება.
„უნიანისა“ და „ომის კვლევის ინსტიტუტის“ [ISW] ცნობით, დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებული პუნქტები:
ბლაჰოდატნე;
მაკარივკა;
ნესკუჩნოე;
ველიკა ნოვოსილკა;
სტოროჟევოე;
ნოვოდარივკა.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინელებმა სამხრეთით 300-1500 მეტრით წაიწიეს წინ.
ანალიტიკოსი
კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს.
სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რ
„ქართული ოცნების" მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან. პირველი მამუკა მდინარაძის განცხადებას ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროპას ზურგს აქცევს და სახით ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება.
https://twitter.com/petras_petras/status/1775431017978798106
საკუთარი აზრი გამოთქვა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა
1 ლარი და 60 თეთრი დაუჯდა აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას [მდებარეობს ჩხოროწყუში] ერთი პირველკლასელის გამოკვება.
ექსპერიმენტის სახით სკოლამ უზრუნველყო 1 კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის უფასო კვება – მენიუში შედიოდა როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი და ბურღულეული.
ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მელორ ცქვიტაია, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯამში, 1 კვირის პროდუქტები დაახლოებით 211 ლარი დაჯდა, რაც სკოლის სამეწარმეო კლუბმა დააფინანსა.
ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა.
ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა.
ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპ