Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.407

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - წყაროები ბრიუსელში

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს. წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშ

ოჯახში ძალადობის ბრალდებით რენატა ბეგიაშვილის ქმარი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს რენატა ბეგიაშვილის ქმარი. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 22 აპრილს ქალზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც, სახის არეში მიაყენა დაზიანებები. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.  უწყების თქმ

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.   როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გახარია დახურულ პანელზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდებოდა.   "გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებზე ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის აუცილებლობა

ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები დაიწყო - სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთების გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტს ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვები დაიწყო. სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუსეთში ტვირთების გადაზიდვა გარემო პირობების გამო ზოგჯერ ფერხდებოდა. სატვირთო ავტომობილები რამდენიმე კვირის განამვლობაშიც კი იდგნენ რიგში. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ამოქმედდა ახალი, საზღვაო მარშრუტი. სომხეთის ხელისუფლებამ ამ გადაზიდვების ოპერატორად კომპანია CE

პრეზიდენტი - ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს ,,ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს

ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის, ,,ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას უნდა დაუბრუნდეს”, - წერს პრეზიდენტი “ფეისბუქზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და

მედია - მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს. „ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სა

დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით სერგეენკოს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. საკითხი განსახილველად შეტანილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 14 ივლისის სხდომის დღის წესრიგში. რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც სა

ევროპარლამენტარები ევროპულ სტრუქტურებს მორგოშიას სანქცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.     „მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ ალტ-ინფოს ჯგუფისა და მის მიღმა მ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გააგრძელა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ექვსი თვით, 2024 წლის 31 იანვრამდე, გააგრძელოს სანქციები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე. ეს სანქციები, რომლებიც პირველად შემოიღეს 2014 წელს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ისინი ამჟამად შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის, ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი

ლვოვა-ბელოვას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში

რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში. ლვოვა-ბელოვამ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა რუსეთში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების

პიტერ სტანო - რუსეთი აძლიერებს მისი, როგორც არასანდო ეკონომიკური და ბიზნეს პარტნიორის იმიჯს - თუ ბიზნესის კეთება გსურთ, რუსეთი ამის ადგილი არ არის

მოსკოვის მიერ მიღებული ყველა ზომა პარტნიორებთან, უცხოელ ინვესტორებთან და კომპანიებთან მიმართებაში მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალე პოტენციური ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ DW-ს განუცხადა. გამოცემამ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებასთან დაკავშირებით

ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა – დაუშვილი საგამოძიებო კომისიაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე არ უჭერს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს. საგამოძიებო კომისისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, ენმ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, თავად კი ამ „პოლიტიკურ ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებენ. „საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს, თუ რა მოხდა რეალურად: სად

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" - გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება (ვიდეო)

პარტია “საქართველოსთვის” გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება, როგორც ეს დასეტყვილი ყურძნის ან კიდევ არასტანდარტული ვაშლის და ციტრუსის შემთხვევაში ხდება. ჩხოროწყუ საქართველოსთვის 10000000_265823469665687_6622979163519490605_n.mp4

რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი -ქვეყნების მაგალითი

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა. tbc კაპიტალმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში

გიორგი შარაშიძე - “ლელოს” რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენ უფრო ვგულშემატკივრობთ მათ, ვიდრე “ლელო” თავის თავს (ვიდეო)

“ლელოს” რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენ უფრო ვგულშემატკივრობთ მათ, ვიდრე “ლელო” თავის თავს.  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  405790901_1017012179589108_7589810885846065616_n.mp4

ფერმერი ქალებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად შესაძლოა, სპეციალური პროექტები შემუშავდეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ - ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე მოწვეული იყვნენ ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების, საბანკო ასოციაციისა და სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები. ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მათი შეფასებით, დაფინანსებას

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება

უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ მათი წინააღმდეგობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ ის, რომ ამ ბრძოლით მათი შვილები უკეთეს მომავალს მიიღებენ. „უკრაინის საუკეთესო მომავალს ევროპა ჰქვია. დიდი სიხარულ

რუსეთში დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში ქალის კვერცხუჯრედები შემოჰქონდა

ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა. ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია. დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 1

ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება. “რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მი

გაუუქმდა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში შესასვლელი საშვი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაუუქმდა. „პუბლიკა“ განმარტების მისაღებად პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალი წესით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც ადრე მუდმივმოქმედი საშვით სარგებლობდა, პარლამენტში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით და მას აქვს ავტოსადგომით სარგებლობის უფლებაც. წესი, რომელზეც პრესსამსახურმა მიგვითითა, პარლამენ

პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა, იუწყება „როიტერსი“. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. გარეკანის ფოტო: © GONZALO FUENTES / REUTERS

რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა. როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიცია

საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს

უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომე
×
×
  • შექმენი...