Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.564

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ტოვებენ

დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ. როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი. „დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო

როსტოვში „ეფესბეს“ შენობა იწვის

რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის. BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები. უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.

როსავიაცია ადასტურებს, რომ პრიგოჟინი და უტკინი ბორტზე იმყოფებოდნენ

რუსეთის სახელმწიფო უწყებამ, როსავიაციამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ნამდვილად იმყოფებოდა. თვითმფრინავი Embraer – 135 მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ასრულებდა ფრენას. როსავიაციამ გამოაქვეყნა ავიაკომპანიის მონაცემები, რომელიც მოწმობს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის ნამდვილად იმყოფებოდნენ ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი. როგორც ირკვევა, ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა: 7 მგზავრი და 3 პილოტი. დაიღუპა ათივე მ

რომც გჯეროდეს, რომ შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას იწვევს, უკან უნდა დაიხიო – რისმაგ გორდეზიანი

„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  „ქართული ოცნება“ აპირებს. „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში. „ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ად

რომში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, იტალიის საავადმყოფოებში სიცხესთან დაკავშირებული მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობენ

იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიააში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში - 45 გრა

რომში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში სამართალდამცველებმა 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობა. ახალგაზრდა ქალის თანახმად, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კაცი აედევნა, კომუნალურ სამრეცხაო ოთახში მოულოდნელად დაესხა თავს და მასზე იძალადა. პოლიციამ, მსხვერპლის მონაყოლის შესაბამისად, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავა. ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დევნის პროცედურები. netgazeti

რომის პაპმა საშობაო მიმართვისას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში „უაზრო ომი“

რომის პაპის განცხადებით, მსოფლიოში „მშვიდობის შიმშილია“. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას აღნიშნა. ამასთან, ყოველწლიური საშობაო მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მოუწოდებს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, „ურბი ეთ ორბი“-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო. „მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ

რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის. რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ. პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას. „მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, - დასძინა რომის პაპმა. ipn

რომის პაპმა კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა

რომის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, – შესაბამის ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს. როდის გაემგზავრება კარდინალი უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს. რომის პაპი იმედოვნებს, რომ აღნიშნული

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებ

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა

ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა. როგორც დენის შმიგალმა პონტიფიკოსთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომის პაპთან განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულა, ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება. მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა მიმართვაში. პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებ

რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია ვატიკანმა დაადასტურა. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს, სადაც მანამდე რამდენიმე საათიანი ცერემონია გაიმართა.     იპნ

რომის პაპი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.   კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა: „მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთა

რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი. მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება. პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა. იპნ

რომის პაპი - ჩვენს სამყაროში სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მეზობლებს, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ - იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში

მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, მამაკაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე აშკარა მითითებით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას განაცხადა. საშობაო ქადაგებაში პონტიფიკოსმა ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი დაგმო. „რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუ

რომის პაპი - ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, გთხოვთ, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის

ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში. „ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომების ფარგლ

რომის პაპი - ღვთის სახელით, გთხოვთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა. მისი თქმით, იმედი აქვს, იმოქმედებენ იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს. ipn

რომის პაპი - საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ - ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს

არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტად მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა. პონტიფიკოსის მიმართვის სრულ ტექსტს წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს. „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი

რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები

სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა. რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.

რომის პაპი - ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით!

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. „ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება. „ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარულ

რომის პაპი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა. მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი სულ

რომის პაპი - მოვითხოვ, მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ! - ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება

მოვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს განაცხადა. რომის პაპმა ფრანცისკემ „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ღაზას სრული ალყის გამო. „მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ“, - განაცხადა რომის პაპმა. „ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარე

რომის პაპი - მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის. ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა. „მზად ვარ კიევში წავიდე. მინდა კიევში, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობითაც. ორივე ადგილში წავალ ან არცერთში”, - თქვა რომის პაპმა. ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მოსკოვში ჩასვლა დღეისთვის შეუ

რომის პაპი - მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან - არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, რომის პაპმა უპასუხა, რომ გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს. „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამე
×
×
  • შექმენი...