რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუს
რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი“, - წერს კლიმენკო.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.
„სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართული
რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს.
სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.
იპნ
რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო.
მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება.
IPN
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინტერპრესნიუსი
რუსული ძალები „მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.
"მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომის მიდამოში ღამის შეტევის დროს მტერმა გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე ირანული წარმოების დრონები. აეროდრომის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკას გარკვეული ზიანი მიადგა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაბომ
თბილისის აეროპორტში იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის გავლითაც რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ფრენა შეეძლებათ. ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება RBK-ს განუცხადა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა.
„აზიმუტი“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად არის ავიაკომპანია, რომელმაც 2023 წლის მაისიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო.
ვანცევის თქმით, რუსებისთვის თბილისი არის მეოთხე სატრანსპორტო ჰაბი — სტამბოლის, ბა
რუსების ტყვეობიდან კიდევ 22 უკრიანელი ჯარისკაცი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერი, ერთი რიგითი და სერჟანტია.
უკრაინული მხარის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილებიც.
ეს უკრიანასა და რუსეთს შორის ტყვეების 48-ე გაცვლაა. საერთო ჯამში რუსების ტყვეობიდან 2598 უკრაინელი გათავისუფლდა.
ნეტგაზეთი
რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხა
რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა.
შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა პროტოკოლი, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას REGNUM ავრცელებს.
ამ ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიებისა და საპენსიო დანამატებისთვის ფედერაციის თანხის ხარჯვაზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იზრდება.
კერძოდ, საქმე ეხება რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს, რომელიც გარდაცვლილი პ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 4,979,714 ლარი მიიღო.
„სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები
„კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბ
რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს.
„ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს,
რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა.
ავტორი - თამთა რუხაძე
შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე, - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილებით. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს
შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავემ.
„შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვ
ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა.
მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვ
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.
სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახე
მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩ
რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.
რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება.
კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამ
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ნატ
რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთ
„მე მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი სამშობლოს და აქედან ძალიან მცირე ნაწილი იყო დაკავშირებული გრანტებთან. და მაშინაც ძალიან კარგ საქმეებს ვემსახურებოდი. ვიყავი მედავითნე, და დავიწყე დავით გარეჯიდან, სკოლის დირექტორი, სახალხო დამცველი და ა.შ.”
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან შემდგარი პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის” ლიდერი სოზარ სუბარი ტელეკომპანია იმედზე საუბრობს.
„იყო პერიოდი, როდესაც მე ვმუშაობდი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, და სწორედ იმიტომ რომ ვმუშაობდი