"ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ამ ეკონომიკური ზრდით ვერ სარგებლობენ, რადგან 25 ოჯახს ხმარდება."
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/788546436470376/
"ჩვენთვის მოცემული ხმა არ დაიკარგება, რადგან ორნიშნა რეიტინგი გვაქვს, თან სტაბილურად მზარდი. ხოლო იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და ყველა მსაგვი ხმა "ოცნებასთან" არ წავიდეს, მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური პარტია, რომელსაც არ აქვს გარანტია, რომ გადალახავს ბარიერს და ერთმანეთთან ფასეულობითი შეუთავსებლობა არ აქვს, გაერთიანდნეს."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2353
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ
პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დააყენეს.
აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედის და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. თუმცა როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან დარაბების დაყენება საგამოფენო სივრცის მოწყობას უკავშირდება.
„უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის
ტელეგრამ არხ „Абхазский Портал-ის“ ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა.
შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.
ტელეგრამ არხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ორივე ზოლი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა გზატკეცილზე მყოფ ერთადერთ ავტომობილს შესჯახებოდა.
პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული მანქანა მინისტრთა კაბინეტის შენობ
ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა.
Akademie der Künste ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება.
სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არი
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. გურიელიძის განცხადებით, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების სამყოფელი შენდება, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
გურიელიძის თქმით, რთულია ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რადგანაც ინფრასტრუქტურის
ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის მიმდებარედ ჩაქუჩით თავს დაესხნენ. 43 წლის ვოლკოვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
„თავს დამესხნენ ეზოში, ფეხზე დამარტყეს 15-ჯერ. ფეხი, როგორღაც, კარგად მაქვს, სიარულის დროს მტკივა…თუმცა, მოვიტეხე ხელი”, – განაცხადა მან.
თავდასხმაზე ცნობების შემდეგ, ვოლკოვმა ვიდეო გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხზე და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.
„ვიმუშავებთ და არ დავნებდებით”, – ამბობს ის.
ნავალნის ორგანიზაციის პრესსპიკერ
ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
პუბლიკა
თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც იგი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად.
გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.
როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.
მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი, ხოლო ამხილეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ნათესავებთან გაავრცელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირა
"ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, არაეფექტურ მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე, რაც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. სახელმწიფო ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე. პირველ რიგში სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით. რა თქმა უნდა სისტემატურად გადაიხედება ჩა
"სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად ნიშნავს, რომ "ოცნებას" განახლების რესურსი არ აქვს და პოლიტიკურად სრულად დაცლილია."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1708344072908023/
"სახიფათოა ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა. ყველა უწყება თუ ინსტიტუტი, რომელიც არჩევნების გაყალბებაში დაეხმარებოდა დაიქვემდებარეს, მომავალში რას იზამენ არავინ იცის."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/264093480088755/
"ადეიშვილის ხილვა გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე არის "ოცნების" უსუსურობა და დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, მათ სიტყვას საერთაშორისო დონეზე ფასი არ აქვს. ასევე გავახსენებ საზოგადოებას, რომ "ოცნების" მეგობარმა ორბანმა მოახდინა ადეიშვილის რეაბილიტაცია, ამიტომ ორბანს მოკითხონ ეგ საკითხი."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/426141926524351/
გელათში სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება.
სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება.
ამასთან, გ
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინი „დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის გამოცდილების გამოყენება მომავალშიც მოხდება”.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარასინისვე თქმით, 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორჭოფობის გარეშე დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით.
გრიგორი კარასინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთ
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.
როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა“, –
სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტში საუბარია, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ.
შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასე
„ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ”;
„ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“;
„ოჯახის წევრია ცუდად, დროებით შეაჩერეთ გამოსახლდება“;
„წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“;
„გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგი;
ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ“, – ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული, ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების დროს მოსმენილი ფრაზებია. აღსრულების ბიუროს სტატიტიკით, 202
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ.
„თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კ
ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ადეიშვილი აქამდეც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული საქართველოში, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან "ოცნების" სიტყვას ფასი აღარ აქვს.
"მე პირადად ვერავინ მასწავლის ადეიშვილი სად უნდა იყოს ახლა, წესით.
"ოცნება" ცდილობს არჩევნების გაყალბებით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, სწორედ ამიტომ სჭირდება მას კონტროლირებადი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, საარჩევნო კომისია, კონტროლირებადი ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური და ა.შ."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმდჯომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1342139129747075/