იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.
"სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექ
ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა.
მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.
ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ.
მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლი
სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორ ოლეგ სინიეგუბოვზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ, ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. Ukrainska Pravda-ს ცნობით, 15-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ რუსული აგრესია მათი ქალაქის მიწასთან გასწორებას ცდილობს.
“მაგრამ ჩვენ ამა
„ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტი 11 სექტემბერს კიევში გაიმართება – უკრაინულმა მხარემ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
„ყირიმის პლატფორმაში” სალომე ზურაბიშვილმა 2022 და 2023 წლებშიც მიიღო. 2023 წელს ზურაბიშვილი მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო.
2024 წელს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.
სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
ინტერპრესნიუსი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ipn
ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოლითის, ვახანის, ლეღვანისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
შექმნილ ვითარებას ადგილზე ხარაგაულის მერი გაეცნო.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები დაიწყება.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლია
სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ.
“შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგი
8 სექტემბერს, საღამოს ხანძარი გაჩნდა სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს კინოარქივის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
პრესამსახურის ცნობით, საცავში ინახებოდა ფილმების ნიტროფუძიანი ფირები. ეს თვითაალებადი ფირებია, უცნობია განადგურდა თუ არა ყველა.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით ხანძარი ლოკალიზებულია. უწყება თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს იყო არქივის ეზოში ცალკე მდგარი შენობა, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, არ ფლობდნენ ინფორმაციას, ვის ეკუთვნოდა ეს შენ
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დარწმუნებული არაა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
ევროპარლამენტარის თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს მას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ განაცხადა.
ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხია.
„ცხადია, რ
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp გამოვლინდა, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.
მა
რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი შემიძლია, ერთი სიტყვით აღვწერო, ეს არის უპასუხისმგებლობა. როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის – წითლიძისა და ხაბეიშვილისაც, მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს, რომ სხდომა ჩანიშნოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძის თქმით, ხაბეიშვილისა და წითლიძის ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად და
,,ჩანს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა - მას არც ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და არც ისეთი სასაცილო და კომიკური განცხადებები უშველის, რომ თურმე მგზავრობის საფასური, 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა - ველოდებით, გენერალური პროკურორის პოზიციას!“ - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით საზოგადოებას მოატყუებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის და
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ.
მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მთავრობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შესაძენად სპეციალური ფონდის შექმნისკენ მოუწოდა და მზადყოფნა გამოთქვა, ფონდის დაფინანსებისთვის პირველი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით თავად გააკეთოს.
„ხაზარაძის 1
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმად დამწუხრებული ვართ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით დაღუპულებთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა "ტვიტერზე".
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სი
იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. და გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ, არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არ
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, კანონპროექტი არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.
„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და არის შეშფოთება. არ გამოვიყენებ ტერმინ უკუსვლას, როგორც ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე გამოიყენა. ვიტყოდი, რომ არის შეშფოთება. შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, სირთულეები, რომლებიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მხრივ არსებობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რეფორმებთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და გამოძიებაშიც აქტიურად ჩაერთვება:
„ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ ინიციატივას ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით გამოძიებაში. ამ საქმეზე მე ერთი წლის წინ სუს-ის უფროსს მივწერე, პროკურორს მივწერე. ცხადია, ეს დოკუმენტები არსებობს. თავად [ხელისუფლების წარმომადგენ
ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს.
ipn
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა კერძო შენობაში კედლის ჩამონგრევას მოჰყვა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება.
მე-16 დღეა ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღ
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოში დასაქმებული ასობით ადამიანი მეხუთე დღეა გაფიცულია ღირსეული შრომის პირობებისა და ხელფასების მატების მოთხოვნით. დღეს გაფიცულ მაღაროელებს სავარაუდოდ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები და აქცია გაიმართება.
როგორც რადიო თავისუფლებას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩინჩალაძემ უთხრა, მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.
"მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების ზრდა და სპეციალ
ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს.
ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”.
კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს.
“ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ