Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.197
  • comments
    0
  • views
    356.311

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახა კალაძე - ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ

ანა ბუჩუკური - მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით (ვიდეო)

მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/374329688966291/

მიშა დაუშვილი - ჩვენ, ამ კანონით და ამ ქმედებებით ვშორდებით ჩვენს მეგობრებს. თუ შენსავე მეგობრებს შენივე ხელით დაშორდები და რუსეთთან დარჩები მარტო, საბოლოო ჯამში ამას ექნება კატასტროფული შედეგი

ჩვენ, ამ კანონით და ამ ქმედებებით ვშორდებით ჩვენს მეგობრებს. თუ შენსავე მეგობრებს შენივე ხელით დაშორდები და რუსეთთან დარჩები მარტო, საბოლოო ჯამში ამას ექნება კატასტროფული შედეგი.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1185849045740672/

„მითხრეს, ტვინს გამასხმევინებდნენ“ — უზენაესის ყოფილი მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ტელეკომპანია „პირველთან“ მოსამართლედ საქმიანობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძე რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ტვინს გაასხმევინებდნენ“. „ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას,

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა

სასამართლომ ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა. ნატალია ყიფშიძე, სხვა აქტივისტების მსგავსად, სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის საქმეზე დაიბარეს. მას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ. დღეს 500-500 ლარით დაჯარიმდნენ სხვა აქტივისტებიც, მათ შორის, ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი. „დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პას

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა. იპნ

გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა - ის ანტიევროპული, ანტიქართულია და მაშასადამე, რუსული - ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა „იმიტომ“!

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? - იმიტომ?“ - ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენ

გდდ-ის უფროსი: მე ახალგაზრდებს არ ვცემ, არაკაცებს ვცემ. სია გვაქვს

შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [ე.წ. სპეცრაზმის] დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არა ახალგაზრდებს, არამედ არაკაცებს სცემს და აქვს შესაბამისი სიაც. ტვ პირველის ჟურნალისტმა სპეცრაზმის უფროსს ჰკითხა: „აპირებს, თუ არა აქციაზე დღესაც ახალგაზრდების ცემას”. „მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებ ცოტახანში…”, – უთხრა „ხარებამ“ ჟურნალისტს.  ჟურნალისტებმა ზვიად ხარაზიშვილს აქციებზე სპეცრა

„დიოს“ დამფუძნებელი რუსულ კანონზე: არ ექვემდებარება მოდიფიცირებას, უნდა გაუქმდეს

„დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება: საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპრო

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს

ევროპარლამენტარ თიის როიტენის განცხადებით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ „საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს“. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა“, - წერს X-ზე თიის როიტენი. იპნ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ტექნიკური მთავრობის შინაარსს და ვადამდელ არჩევნებს. ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ამის საჭიროებას, ეს არის გარკვეული ამოსუნთვის საშუალების მიცემა “ოცნებისთვის”

სალომე ზურაბიშვილმა ამ პროცესში მონაწილეობით საქართველოს უახლოეს ისტორიაში თავისი როლი დაწერა, როდესაც ასეთ რთულ პირობებში მან გამოიჩინა სიმტკიცე და სახე შეუნარჩუნა ქვეყანას ინსტიტუციურ დონეზე. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ტექნიკური მთავრობის შინაარს და ვადამდელ არჩევნებს. ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ამის საჭიროებას, ეს არის გარკვეული ამოსუნთვის საშუალების მიცემა “ოცნებისთვის”. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/

ანა ბუჩუკური - სადღაც ალბათ, ყველას გვაქვს მაინც იმედი, რომ ეროვნული ინტერესების ღალატს არ ჩაიდენენ, თუნდაც ზოგიერთები მაინც, თუმცა ეს კანონი უკვე ამოქმედებულია (ვიდეო)

„სადღაც ალბათ, ყველას გვაქვს მაინც იმედი, რომ ეროვნული ინტერესების ღალატს არ ჩაიდენენ, თუნდაც ზოგიერთები მაინც, თუმცა ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებენ, მოღალატეებს და აგენტებს ეძახიან. ამიტომ არის ეს კანონი - რუსული." ანა ბუჩუკური, "გახარია საქართველოსთვი" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/890003706216548/

ანა ბუჩუკური - ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან (ვიდეო)

„ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან". ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/323321347476568/

ხვალ დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან

ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწო

მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ქარტიაზე“ პრეზიდენტთან საუბარი გვჭირდება - სალომე ზურაბიშვილს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მა

არ მესმის როგორ იბრუნებს კობახიძე რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ და აღიარებულ აფხაზეთსა და ოსეთს - ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.

დავიწყეთ განხილვა, რა იქნებოდა პასუხი, თუკი კანონი ამოქმედდება, გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და

ლევან გოგიჩაიშვილი - გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoG

მიშა დაუშვილი - ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები და არჩევანი იყოს დაცული არჩევნებზე (ვიდეო)

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები და არჩევანი იყოს დაცული არჩევნებზე, ამიტომ, რა თქმა უნდა მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით, რეფორმების, არჩევნების შედეგების და ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცვის კუთხით. ამასთანავე ქარტიასთან შეერთება არშეერთების ნაწილში გვჭირდება, რომ გავიაროთ ის საკითხები რაზეც ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები. ჩვ

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა (ვიდეო)

ჩვენ ყველამ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვრცხვეს ქუჩაში გამოსვლის და შვილებისთვის თვალებში ჩახედვის. მე გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019418553122096/

ცაჰკნა: შესაძლოა განვიხილოთ სანქციები, უვიზო რეჟიმისა და კანდიდატის სტატუსის შეჩერება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას და არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება, პერსონალური სანქციები და კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დათქმები

„უწინდებური ურთიერთობა ვერ გაგრძელდება“ — ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ

საქართველოში განვითარებული პროცესები ერთ-ერთი ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომისთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კანონის მიღებას, რომელიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. „ევროკავშირმა უნდა უპასუხოს ამ საკითხს. ვფიქრობ, საქართველოსთან უწინდებური ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთავრობასთან ამ საკითხზე, ევროკავშირ

სოსო ფხაკაძე - ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ ან ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1-ელი იანვარი

"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს. „როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავ
×
×
  • შექმენი...