"ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ამ ეკონომიკური ზრდით ვერ სარგებლობენ, რადგან 25 ოჯახს ხმარდება."
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/788546436470376/
როგორც ,,პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების თქმით, დაკავებული ჯერ არავინაა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას გუშინ, 5 მაისს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან.
აფხაზავამ ,,პუბლიკას” უთხრა, რომ დახვდნენ სადარბაზოსთან, იმყოფებოდა შვილთან ერთად და ორივეს ,,გაეკიდნენ ხის ჯოხებით”.
აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებშ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდა დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ზეია იმყოფებოდა წეროვანში, სადაც შეხვდა დევნილ ქალებს და მოისმინა მათი ისტორიები.
ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ უზრა ზეიამ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის სტუმარ
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე იმართება.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.
ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს.
ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერე
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებ
დღეს ყველაზე სწრაფად ჩვენ პოლიტიკურ გუნდს “გახარია საქართველოსთვის” შეუძლია ეს ქვეყანა დააბრუნოს განვითარების სწორ გზაზე.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/389757544181905/
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
იპნ
20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც
კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს
პოლიტიკა
პუბლიკა17:00, 06 მარტი, 2023
ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები უმრავლესობის წევრს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად ესახება ორგანიზაციებს ნინო წილოსანთან კონსტრუქციული
Reuters-ის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიული ჯგუფი“ შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე გრაივორონის რაიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას.
Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და FSB უსაფრთხოების სამსახური ზომებს იღებენ შეჭრის მოსაგერიებლად.
მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ მიმდინარეობს.
რუსეთის სახელმწიფო საინფო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა.
„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მძიმე თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის წინა დღეს უკრაინის არმიის პრიორიტეტები
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
„ძალიან მძიმეა, რაც შოვში ხდება. ეს ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი სტიქიაა. სამწუხაროდ, 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მაშველი რგოლის მიმართულებით, 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. მინდა დავა
საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, - ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
„სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები.
ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მოკვლიდან 6 დღე გავიდა. მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია განათლების სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ არასრულწოვანთა ძალადობისგან დაცვაში სკოლას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
სკოლა ვალდებულია, ძალადობის შესახებ ინფორმაციის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენოს. ამიტომ ჩნდება კითხვა, სად იყო სკოლა, როცა 14 წლის გოგოს დახმარება სჭირდებოდა?
რას ამბობს სკოლა
14 წლის აითაჯ შახმაროვა დმანისის
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესების” შესახებ.
კონკრეტულად, 2023 წლის თებერვლის ბრძანება, რომელიც აკრედიტებულ ჟურალისტებს პარლამეტში ქცევის წესებს უსაზღვრავს. მათ შორისაა ვალდებულება, რომ თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება
2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომ
თემქაზე ლიბერთი ბანკთან კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ,,პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
კაცი უკვე დაკავებულია.
როგორც ცნობილია, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ბანკში დაიწყო, რაც ქუჩაში გაგრძელდა და ერთი პირის დაჭრით დასრულდა.
შსს-ში ,,პუბლიკას” უთხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება.
პუბლიკა
გერმანიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა.
საელჩომ გამოაქვეყნა გერმანიის კანცლერის განცხადების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 12 აპრილს, ბერლინში ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა:
გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი და
ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზაზა სარალიძემ დაუდასტურა „ნეტგაზეთს“.
მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დისკრედიტაციას ცდილობს და მათ იმ ტერმინებს უწოდებს, რასაც სარალიძის თქმით, მის მოკლულ შვილზე ამბობდნენ:
„დღეს უკვე მომავალ თაობას დაუწყო ბულინგი ხელისუფლებამ. რასაც ჩემს მოკლულ შვილს უწოდებდნენ, რომ იყო მოძალადე, დღეს უწოდებენ ჩემს ცოცხალ შვილს. ვიღაცა ამბიონიდან გამოდის და იუდას უწოდებს ჩემს ცოცხალ შვილს, ვი
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) იასპარეზებენ.
ძიუდოს ტურნირი თბილისის დროით, 12:00 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუ
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს არკვევს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავ
ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.
„მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად დაასახელეს ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
ეს არხები კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება.
ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს.
საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, მელიქიშვილზე დარბევისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
კოალიციაში “ნეტგაზეთთან” ამბობენ, რომ ნიკა კვიტატიანი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კლინიკიდან მას დღეს გამოწერენ.
როგორც კოალიციაში ამბობენ, კვიტატიანი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდა და კოალიციის წევრებს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა.
„მადლობა ყველას მოკითხვისთვის,
მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ - ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია - ერთი და იგივე გააკეთეს, იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ერთპარტიულობისა და ერთ ლიდერზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საქართველოს ახლა შანსი აქვს დემო