Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.566

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

რუსეთი და აშშ ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში პირველ მოლაპარაკებას გამართავენ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლო მომავალში შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ შემოწმებების აღდგენის პერსპექტივას ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. შემოწმებები შეჩერდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრაისმა თქვა, რომ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხ

რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება, შავ ზღვაში ხომალდები საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს. მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს. „ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა. მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლ

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ შავ ზღვაში მის გემზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის გემზე, რომელიც „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის" გაზსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული გემის „პრიაზოვიეს“ ეკიპაჟმა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურა. ამავე ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დრონის გემ

რუსეთი აშშ-ის 200 მოქალაქეს, მათ შორის ჯო ბაიდენის და-ძმას, ნენსი პელოსის ქმარს და შინაგან საქმეთა მდივანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, - აცხადებენ უწყებაში. მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-

რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით გაწყდა და მათ აღსადგენად თბილისს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს რუსეთის და საქართველოს კავშირების მომავლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობების შესახებ ჰკითხა რუსულმა სააგენტო „ტასმა“. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, გალუზინი

რუსეთი 80-ზე მეტ უცხოურ მედია საშუალებას მაუწყებლობას უზღუდავს

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში. რუსეთის საგ

რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმი და მოსკოვი ფსოუზე საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ. ბჟანიას თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის მხარეს ბოლომდე იტვირთება, ამიტომ საფეხმავლო ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. თუმცა ბჟანია იმედოვნებს, რომ მომავალში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან საჭირო აღარ იქნება. „ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის აღდგენა საზღვრის კვეთას გაამარტივებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოველი, რომ მ

რუსებმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა ავიაციის გამოყენებით სკოლის შენობა დაბომბეს. „დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა“, - გან

რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც. იპნ

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია. ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია. იპნ

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე შესაბ

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს. უკრაინის მედიის ცნობით, ოდესაში მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ჯერ ისევ ეძებენ ადამიანებს. არის მსხვერპლი. ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე შვიდი დაშავდა. ხარკოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.   publika

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსმა ტერორისტებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს", - აცხადებენ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობი

რუსებმა სუმი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, - აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. იპნ

რუსებმა საქართველო „შედარებით მეგობრული“ სახელმწიფოს კატეგორიაში შეიყვანეს

რუსეთში საქართველოს, მოლდოვასთან ერთად, „შედარებით მეგობრულ სახელმწიფოდ“ მიიჩნევენ. ამის შესახებ მოსკოვში არსებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმის მეგობრულობის რეიტინგს განსაზღვრავს. მონაცემებს „კომერსანტი“ ავრცელებს. მეზობლების მხრიდან რუსეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობების მონიტორინგს მოსკოვის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს. შესწავლილი 14 ქვეყნიდან რვა მეგობრულად იქნა აღიარებული, ოთხი - ესტო

რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამ

რუსებმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელეს - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 დრონი გაანადგურა

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს Shahed-136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა განხორციელდა პორტის ინფრასტრუქტურაზე, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. „3 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის რამდენიმე ტალღა განახორციელეს სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. სულ დაფიქსირდა 25 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლე

რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს - დაშავდა ორი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიიდან ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა. „რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ - დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილ

რუსებმა ლვოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. იპნ

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. „ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა - 1 ადამიანი“, - წერს სინეგუბოვი. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტი - კაფე დაბომბეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. იპნ

რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰში მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო დარყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა. „კრივ-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ", - წერს მინისტრი. მისივე თქმით, მეორე რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა.

რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 15 წლის გოგონაა. „13 მაისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი კონსტანტინოვკა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ქალაქის ორი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის გოგონა, დაიღუპა. ათმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის ორი მოზარდია, რომე
×
×
  • შექმენი...