Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.102
  • comments
    0
  • views
    732.635

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რა ვადებში გამოქვეყნდება რუსული კანონი - მენაბდეს განმარტება

პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო. კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ოცნებას“ - ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე!

ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე. “იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი

„გახარია საქართველოსთვის“ - ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები - „რუსული კანონის“ მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგ

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე

თემურ კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე, ერთი წლით აეკრძალ

კახა კალაძე - ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ

ანა ბუჩუკური - მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით (ვიდეო)

მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/374329688966291/

მიშა დაუშვილი - ჩვენ, ამ კანონით და ამ ქმედებებით ვშორდებით ჩვენს მეგობრებს. თუ შენსავე მეგობრებს შენივე ხელით დაშორდები და რუსეთთან დარჩები მარტო, საბოლოო ჯამში ამას ექნება კატასტროფული შედეგი

ჩვენ, ამ კანონით და ამ ქმედებებით ვშორდებით ჩვენს მეგობრებს. თუ შენსავე მეგობრებს შენივე ხელით დაშორდები და რუსეთთან დარჩები მარტო, საბოლოო ჯამში ამას ექნება კატასტროფული შედეგი.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1185849045740672/

„მითხრეს, ტვინს გამასხმევინებდნენ“ — უზენაესის ყოფილი მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ტელეკომპანია „პირველთან“ მოსამართლედ საქმიანობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძე რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ტვინს გაასხმევინებდნენ“. „ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას,

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა

სასამართლომ ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა. ნატალია ყიფშიძე, სხვა აქტივისტების მსგავსად, სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის საქმეზე დაიბარეს. მას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ. დღეს 500-500 ლარით დაჯარიმდნენ სხვა აქტივისტებიც, მათ შორის, ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი. „დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პას

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა. იპნ

გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა - ის ანტიევროპული, ანტიქართულია და მაშასადამე, რუსული - ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა „იმიტომ“!

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? - იმიტომ?“ - ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენ

გდდ-ის უფროსი: მე ახალგაზრდებს არ ვცემ, არაკაცებს ვცემ. სია გვაქვს

შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [ე.წ. სპეცრაზმის] დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არა ახალგაზრდებს, არამედ არაკაცებს სცემს და აქვს შესაბამისი სიაც. ტვ პირველის ჟურნალისტმა სპეცრაზმის უფროსს ჰკითხა: „აპირებს, თუ არა აქციაზე დღესაც ახალგაზრდების ცემას”. „მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებ ცოტახანში…”, – უთხრა „ხარებამ“ ჟურნალისტს.  ჟურნალისტებმა ზვიად ხარაზიშვილს აქციებზე სპეცრა

„დიოს“ დამფუძნებელი რუსულ კანონზე: არ ექვემდებარება მოდიფიცირებას, უნდა გაუქმდეს

„დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება: საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპრო

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს

ევროპარლამენტარ თიის როიტენის განცხადებით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ „საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს“. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა“, - წერს X-ზე თიის როიტენი. იპნ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ტექნიკური მთავრობის შინაარსს და ვადამდელ არჩევნებს. ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ამის საჭიროებას, ეს არის გარკვეული ამოსუნთვის საშუალების მიცემა “ოცნებისთვის”

სალომე ზურაბიშვილმა ამ პროცესში მონაწილეობით საქართველოს უახლოეს ისტორიაში თავისი როლი დაწერა, როდესაც ასეთ რთულ პირობებში მან გამოიჩინა სიმტკიცე და სახე შეუნარჩუნა ქვეყანას ინსტიტუციურ დონეზე. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ტექნიკური მთავრობის შინაარს და ვადამდელ არჩევნებს. ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ამის საჭიროებას, ეს არის გარკვეული ამოსუნთვის საშუალების მიცემა “ოცნებისთვის”. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/

ანა ბუჩუკური - სადღაც ალბათ, ყველას გვაქვს მაინც იმედი, რომ ეროვნული ინტერესების ღალატს არ ჩაიდენენ, თუნდაც ზოგიერთები მაინც, თუმცა ეს კანონი უკვე ამოქმედებულია (ვიდეო)

„სადღაც ალბათ, ყველას გვაქვს მაინც იმედი, რომ ეროვნული ინტერესების ღალატს არ ჩაიდენენ, თუნდაც ზოგიერთები მაინც, თუმცა ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებენ, მოღალატეებს და აგენტებს ეძახიან. ამიტომ არის ეს კანონი - რუსული." ანა ბუჩუკური, "გახარია საქართველოსთვი" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/890003706216548/

ანა ბუჩუკური - ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან (ვიდეო)

„ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან". ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/323321347476568/

ხვალ დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან

ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწო

მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ქარტიაზე“ პრეზიდენტთან საუბარი გვჭირდება - სალომე ზურაბიშვილს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მა

არ მესმის როგორ იბრუნებს კობახიძე რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ და აღიარებულ აფხაზეთსა და ოსეთს - ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.

დავიწყეთ განხილვა, რა იქნებოდა პასუხი, თუკი კანონი ამოქმედდება, გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და

ლევან გოგიჩაიშვილი - გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoG
×
×
  • შექმენი...