Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.756

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი

11 იანვარს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მისი მეგობრებისთის უცნობია, სად არის ჯვარშეიშვილი გადაყვანილი. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლიკა” ცდილობს დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას. ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც და

რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება

რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათ საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები: „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. როგორც ისინი აცხადებენ, უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მა

რუსთაველი გადაკეტილია, მიმდინარეობს აქცია რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ

თბილისში რუსეთთან  პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს. შემდგომში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები გუშინ განახლდა. 19 მაისს თბილისში პირველი რუსული თვითმფირნავი დაჯდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც გავრილოვის ღამის გამო პუტინის ფრენებით ქვეყნებს შორის ფრენები აიკრძალა. გარდა ფრენებისა,

რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე დაკავებული შშმ აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მასთან არის მისი ადვოკატი. კლინიკის შენობასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა. ჯვარშეიშვილის მეგობრის თქმით, დაკავებული ნაცემია, თუმცა, ხელზე კვლავ ბორკილები ადევს, ხოლო ექიმები მას უხეშად ექცევიან. გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლი

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ტერიტორიიდან მათი უმეტესობის გამოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ipn

რუსეთში, ურალის ატომური სადგურის პერსონალი ევაკუირებულია

ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების ცეხში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია. ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს. „როსატომი“ კი, ამ ადამიანს „

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ მათ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ФСБ-ის მტკიცებით, გერკოვიჩი რუსული სამხედრო თავდაცვის კომპლექსის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. უწყებას არ დაუსახელებია კომპლექსის სახელწოდება ან ადგილმდებარეობა, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. ФСБ-ს არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია. The Wall Street Journal-ის განცხად

რუსეთში ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის

რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“. შეზღუდული ფასებით ნ

რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც შეკეთების შემდეგ ქარხნიდან აეროპორტში მიფრინავდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: სულ 3 ადამიანი – 2 პილოტი და 1 შტურმანი. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. რუსული წარმოების თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი 100 NEW-95″ ტყის ტერიტორიაზე ცამოვარდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავი შეკეთების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა. ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია „გა

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა – „ტასს“

„დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე, წერს რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა. „თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგ

რუსეთში ტიტულის ჩამორთმევას აპირებენ იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო განიხილავს ტიტულის ჩამორთმევას იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, ვარსკვლავთა შორის არიან ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ანდრეი მაკარევიჩი და სხვები. მოგეხსენებათ, ახლა ეს საკითხი კანონპროექტის ეტაპზეა. თუმცა, თუ ეს კანონი გახდება, ისინი, ვინც საჯაროდ არ დაუჭირა მხარი „სვო“-ს (ასე ჰქვია ომს რუსეთში) „სახალხო“ და „დამსახურებულთა“ რიგებიდან ამოირიცხება. ასევე დაზუსტებულია, რომ

რუსეთში სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთი მასალის დეფიციტია

რუსეთის ფედერაციის ხორცისგადამამუშავებელ ქარხნები პროდუქციის საწარმოებლად საჭირო სპეციალური გარსსაფარის დეფიციტს განიცდიან. როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთად საჭირო მასალას ფედერაციას ერთდროულად შვიდი ევროპული ქარხანა აწვდიდა. რუსეთში არ იწარმოება ის ბოჭკოვანი გარსები, რომლითაც სერველატის და ნედლი შებოლილი ძეხვეულის 90% იფუთება. წინასწარი

რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს ის. მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

8 ივნისს რუსეთში, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობას, მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-57 განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. SU-57 მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და როგოროც ურკაინის დაზვერვა იუწყება, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავის სულ რამდენიმე ერთეული ემსახურება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს ისტორიაში SU-57-ის განაადგურების პირველი შემთხვევ

რუსეთში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს. რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან. კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი ვოლგოგრადის გუ

რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა. როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიცია

რუსეთში მოკლეს წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომელიც უკრაინას ბომბავდა

კრასნოდარში მოკლეს სტანისლავ რჟიცკი, იუწყება რუსული მედია. რჟიცკი, ყოფილი მეზღვაური, ამჟამად მუშაობდა სამობილიზაციო სამუშაოების საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილედ. უკრაინული მედიის ცნობით, ის იყო ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავების კაპიტანთა შორის, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაიბომბა. ამ დარტყმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, რჟიცკი 10 ივლისს, დილით ადრე მოკლეს. უცნობმა პირმა მას ოთხჯერ ესროლა გულ-მკერდისა და ზურგის არეში, რჟიცკი ადგილზევე

რუსეთში მობილიზაციის დასრულებისთანავე საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

დღეიდან, 1 ნოემბრიდან რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც 300 ათასი ადამიანის გაწვევა იყო გათვალისწინებული. რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაგზავნიან. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება ითვალისწინებს წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევ

რუსეთში ლია ახეჯაკოვას თეატრის სცენიდან აძევებენ - "...ვზივარ და ვტირი"

რუ­სეთ­ში, თე­ატრ "სავ­რე­მენ­ნიკ­ში" ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლია ახე­ჯა­კო­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მე­ბენ. "რე­ჟი­სორ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ რე­პერ­ტუ­არ­ში აღარ იქ­ნე­ბო­და ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მი­ზე­ზი კი თურ­მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი წე­რი­ლე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან... კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მი­დას­ტუ­რა, რომ თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ამო­მი

რუსეთში კაცს, რომლის შვილმაც ომის წინააღმდეგ ნახატი დახატა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების მიზეზად თავად ალექსეი მოსკალიოვის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სოციალურ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები დაასახელა. მოსკალიოვს ბრალად „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ წაუყენეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე მოსკალიოვის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრეს. 30 დეკემბერს სამართალდამცველებმა მი

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. „ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ. კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველა

რუსეთში დააპატიმრეს გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, რომელმაც ქრთამად სარეცხი მანქანა მიიღო

მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ქრთამის გამოძალვის მუხლით ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკ ივან მერტვიშჩევს. გამოძიების თანახმად, მან მოსკოვის სამხედრო კომისარს ქრთამის სახის სარეცხი მანქანა გამოსძალა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევის კამპანიის დაწყების შემდეგ, მერტვიშჩევი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაწვევაზე, მოსკოვის რამენსკის რაიონის კომისარიატის შემოწმებას გეგმავდა. შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე, მე

რუსეთში დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში ქალის კვერცხუჯრედები შემოჰქონდა

ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა. ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია. დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 1

რუსეთში გეგმავენ, „უცხო ქვეყნის აგენტებად" მიჩნეულ პირებს არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალონ

რუსეთში გეგმავენ, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად არიან დარეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებში კენჭისყრას აუკრძალონ. შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის დუმაში გუშინ, 2 აპრილს დარეგისტრირდა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ინიციატივის შესახებ მედიამ დაწერა, ინიციატორებმა ის „გადასინჯვისა და გაუმჯობესების” მიზეზით გაითხოვეს და გაუმჯობესებული ვარიანტის ხელახალი რეგისტრაციის პირობა დადეს. კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „სამართლიანი რუსეთია“. რუსეთში ამ ეტაპზე მოქმედი კანონდებლო
×
×
  • შექმენი...