საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესების” შესახებ.
კონკრეტულად, 2023 წლის თებერვლის ბრძანება, რომელიც აკრედიტებულ ჟურალისტებს პარლამეტში ქცევის წესებს უსაზღვრავს. მათ შორისაა ვალდებულება, რომ თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თანახმად, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდრამ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას უპასუხა.
კალენდრამ თქვა:
საქმე ეხება „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას ამავე კლუბში მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის შესახებ.
6 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა სათამაშოდ, ხვიჩა კი ამას არ გააკეთებს, ვინაიდან მას „სხვა გემო
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ipn
2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომ
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთ
თბილისის მერი, კახა კალაძე აპლიკაციის მოსარგებლე ტაქსის მძღოლების პროტესტს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რათა კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა) – ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობ
თემქაზე ლიბერთი ბანკთან კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ,,პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
კაცი უკვე დაკავებულია.
როგორც ცნობილია, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ბანკში დაიწყო, რაც ქუჩაში გაგრძელდა და ერთი პირის დაჭრით დასრულდა.
შსს-ში ,,პუბლიკას” უთხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება.
პუბლიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე.
ვიდეო:
ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზაზა სარალიძემ დაუდასტურა „ნეტგაზეთს“.
მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დისკრედიტაციას ცდილობს და მათ იმ ტერმინებს უწოდებს, რასაც სარალიძის თქმით, მის მოკლულ შვილზე ამბობდნენ:
„დღეს უკვე მომავალ თაობას დაუწყო ბულინგი ხელისუფლებამ. რასაც ჩემს მოკლულ შვილს უწოდებდნენ, რომ იყო მოძალადე, დღეს უწოდებენ ჩემს ცოცხალ შვილს. ვიღაცა ამბიონიდან გამოდის და იუდას უწოდებს ჩემს ცოცხალ შვილს, ვი
კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, – თბილისის საკრებულოს წინ დღეს აქცია გაიმართა.
მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის საფუძველზეც იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარე
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს არკვევს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავ
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.
ევროპელი მინისტრების განცხადებით, ახლა არჩევანი ქართველებზეა და საქართველოს მომავალი მათ ხელშია.
გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია და ის მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო.
მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
იპნ
სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა.
„გვჯერა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენი
რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ეს წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა, რითაც რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მედიის ცნობით, ჩეხმა ლიდერმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩ
„ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული, “- ასე განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრი მარტის აქციების ცნობილი ფოტოს კონკურსში არდაშვებას.
ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.
დღეს ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ თქვა, რომ მარტის აქციები
თბილისში, „კაზინო აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უდასტურებენ.
უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
იპნ
„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“.
მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.
განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვოს, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობეაზე.
„ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა დ
სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთანსაპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფ
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის გარეუბანში ბრანდის-ნად ლაბემ-სტარა ბოლესლავის ერთ-ერთი რესტორნის მიმტანმა, რუსეთის ჰიმნი და საჰაერო თავდასხმის სირენის ხმა ჩაურთო უკრაინელ ლტოლვილ ქალ ოლესია კოშილკას. მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტის შესახებ შეურაცხყოფილმა ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, მიმტანი რესტორნიდან გაათავისუფლეს.
ინციდენტი 2 აგვისტოს მოხდა. "მოვედით და შევუკვეთეთ. მე ვთხოვე „ვაიფაის“ პაროლი, რაზეც ჩეხმა მიმტანმა მიპასუხა, რომ არსებობს ინტერნეტი - მხოლოდ რუსული. თავიდან ამას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა
„ეს იმედგაცრუება იქნება ხალხისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა“, – მიიჩნევს კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.
როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები უკრაინაზე, რას ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მხრივ, რამდენად (არ) უშლის ხელს ევროინტეგრაციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – ვოლკერმა „ნეტგაზეთის“ ამ და სხვა კითხვებს თბილისში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისას ჩაწერილ ინტერვიუში უპასუხა.
კონფერენციის მრავალი