რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.
2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუ
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება.
„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“, – წერს იგი ტელეგრამში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 71% და „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.
2206 უბნის მონაცემებით, პარტიების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ — 53%
კოალიცია ცვლილებებისთვის — 11%
ნაციონალური მოძრაობა — 9,8%
ძლიერი საქართველო — 9
რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვს მასიურად ტოვებენ, ზოგიერთი მათგანის კერძო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუსეთის ფარგლებს გარეთ.
ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, „ოლიგარქ არკადი როტენბერგის თვითმფრინავი მოსკოვიდან დილის 11:30 საათზე აფრინდა და ბაქოში 15:04 საათზე დაეშვა. მისი ფრენა გუშინ ღამით დაიგეგმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის თვითმფრინავმა მოსკოვი დილის 7 საათზე დატოვა და 12:06 საათზე თურქულ დალამანში ჩაფრინდა.
ოლიგ
რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
„11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ასეთია პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგები. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა,” - წერს ფილაშკინი.
უკრაინის პრეზიდენტი
3 მაისს, დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ერთადერთ მოქმედ ჰიპერმარკეტს ქალაქ ხერსონში. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ საკუთარ Telegram-ზე განაცხადა.
,,ამ დროისთვის სამი დაღუპული, ხუთი დაშავებული. ესენი არიან დაწესებულების თანამშრომლები და მომხმარებლები. ყველა ოპერატიული სამსახური ადგილზეა. ისინი დახმარებას უწევენ ხალხს," - წერს უკრაინის შსს-ს უფროსი.
რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის გადასახადის 200 პროცენტით გაზრდა მოითხოვა.
ამის შესახებ RIA-ს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად”, – განაცხადა სააგენტოსთან პლოტნიკოვმა.
ასოციაციამ ასევე ინიციატივით გამოვიდა, გაუქმდეს საქართველოდან ღვინის იმპორტზე დაწესებული შეღავათიანი რეჟიმ
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ.
კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგ
რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი უკრაინაში, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინებიან სხვადასხვა, მათ შორის პრო-რუსული წყაროები.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას გორიაჩევი მეხუთე სატანკო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ 35-ე არმიის უფროსის მოადგილე გახდა, საბოლოო ჯამში კი ამავე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
გორიაჩევი გახდა მეათე რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა.
ნეტგაზეთი
რუსებს მოსკოვი-ქუთაისის რეისის განახლება ევროპაში იაფი ფრენებისთვის ეჩქარებათ. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი გორინი Forbes-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ქუთაისის მიმართულებით ფრენა „მეტად საინტერესოა,“ რადგან იქიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air ევროპის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში, ლარნაკაში, ბარსელონაში, რომში, პარიზში და სხვა ქალაქებში დაფრინავს.
გორინს Tutu Travel Service-ის ავიაბილეთების მიმართულების ხელმძღვანე
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად ახლა შედის.
არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.
მამაკაცის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის
რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმ
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა.
აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არე
რუსთავში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ეზოში ნახეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „ინტერპრესსნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და
რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 დღე ეძებდნენ.
მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან, დაახლოებით 23 კილომეტრში იპოვეს მაშველებმა.
ნეტგაზეთი
რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ორი დაშავებული.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავდამყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა.
„რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯ
რუსთავის საკრებულომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.
ახალი ბიუჯეტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით განისაზღვრა. საწყისი ბიუჯეტი წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია. დამატებულია ასევე ჯანდაცვის ორი ახალი პროექტი.
ბიუჯეტის პროეტის განხილვა კომესიებსა და საკრებულოს გასულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
პირველ მოსმენაზე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებუ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.
„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარე
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას.
მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, რუსთავის მერიამ საკითხზე საპასუხო წერილი გამოაგზავნა. საჯარო უწყება, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარ
რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა.
პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირის დაანონსებულ რეაბილიტაციას და აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლება თავიდან ირიდებს დემონსტრაციებს. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა.
“(რუსთაველის ქუჩის დაკეტვა 2024 წლის არჩევნებისთვის) და ამით მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილება არის პრობლემასთან გამკლავების ტიპური საბჭოთა სტილი”, — წერს ის.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი გამზირის, რუსთაველის რეაბილიტაცია
რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე, რომელთაც მეგობრები და ადვოკატი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები. ისინი სავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს.
როგორც ადვოკატებმა დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადეს, ისინი შეცდომით არიან
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მ
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაო