Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.284

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილის LIVE ჩართვა - კობახიძის ტყუილები ევროკავშირის 12 პუნქტზე  - რა არ შეასრულა ხელისუფლებამ ?

კობახიძის ტყუილები ევროკავშირის 12 პუნქტზე  - რა არ შეასრულა ხელისუფლებამ ? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე LIVE 10000000_817683632872253_1319175661755318188_n.mp4

სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება - პოდოლიაკი ეხმაურება ФСБ-ს განცხადებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კომენტარს აკეთებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა გეგმავდა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას. ამ ინფორმაციას პოდოლიაკი უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს გამოეხმაურა: „ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“. 15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ი

მედია - გერმანია უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა T-Online გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებას “უახლოეს მომავალში” გეგმავს. “ახლა კანცელარია ამ საკითხის გადაწყვეტაზე გერმანიის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და უკრაინის უდიდეს მხარდამჭერთან - ამე

ნათია მეზვრიშვილი - თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები, პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია - მშენებლობის ნებართვები შავი ფულის - ე.წ. „ატკატების“ სანაცვლოდ გაიცემა

თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე.    "ხალხის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მშენებლობის ნებართვები ოცნების დეპ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია. იპნ

გიორგი შარაშიძე - კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას, "ოცნებას" მოვუწოდებთ, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს მოძალადეები! (ვიდეო)

კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას! სამწუხაროდ, დღეს არც ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლიათ პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ცირკს მომავალ არჩევნებზე წერტილს დაუსვამენ! ოცნებას კი მოვუწოდებთ, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს მოძალადეები! გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  შარაშიძე.mp4

მიშა დაუშვილი - ხედავენ, რომ მთავარი მეტოქე გახარიაა. “ოცნების” სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ მეტოქედ ყავდეს “ნაციონალური მოძრაობა” (ვიდეო)

“ისინი ხედავენ, რომ მთავარი მეტოქე გახარიაა. “ოცნების” მთავარი მიზანი და სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ მეტოქედ ყავდეს “ნაციონალური მოძრაობა”. მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384760003_275056622075676_6473414670314928865_n.mp4

„მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი“ — 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. „იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, — განაცხადა ბრალდებულმა. მისი თქმით, მომხდარს ნანობს. „ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… ა

რომის პაპი - ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით!

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. „ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება. „ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარულ

დანიელ ჰაგარი - ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ ტელეარხთან ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს. სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაახლოების შესახებ კითხვაზე, მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ევროკავშირთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან. პუბლიკა

შსს-მ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

როგორც ,,პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, დაკავებული ჯერ არავინაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას გუშინ, 5 მაისს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან. აფხაზავამ ,,პუბლიკას” უთხრა, რომ დახვდნენ სადარბაზოსთან, იმყოფებოდა შვილთან ერთად და ორივეს ,,გაეკიდნენ ხის ჯოხებით”. აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებშ

გიორგი გახარია კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას - ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს. როგორც გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა. „ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ

ლომჯარია იოსელიანს მანდატს შეახსენებს და უხსნის „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს

ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის არჩევნებზე „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს და შეახსენებს, რომ მისი მანდატი საარჩევნო უფლებაზე ზედამხედველობას ფარავს. p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან“, – წერს ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერ იმსჯელებს, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, რადგან სახალხო დამცველი არჩევნებს არ აკვირდებოდა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის” ეთერში ლევან იოსელიანს ჰკითხეს,

20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც

ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქაზე მეტი შეაგროვა უკრაინელთა დასახმარებლად

როკ მუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად. კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა. radio tavisup

უკრაინის „დივერსიული ჯგუფები“ რუსეთში შემოვიდნენ - ბელგოროდის გუბერნატორი

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიული ჯგუფი“ შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე გრაივორონის რაიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და FSB უსაფრთხოების სამსახური ზომებს იღებენ შეჭრის მოსაგერიებლად. მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ მიმდინარეობს. რუსეთის სახელმწიფო საინფო

ვალერი ზალუჟნი გენერალ მარკ მილის - ჩვენს გეგმებს ვახორციელებთ, წინ მივიწევთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა. „ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მძიმე თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის წინა დღეს უკრაინის არმიის პრიორიტეტები

ნინო ჩხობაძე - მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი უნდა იყოს - გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვიძახდით, რომ ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება

მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი მაინც უნდა არსებობდეს - ვიცით, რომ მთის ახალგაზრდა ეკოსისტემებია და ამას ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემის არსებობა სჭირდება. მუდმივი დაკვირვების ქსელი და მუშაობა, - ამის შესახებ "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, ღვარცოფული მ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. „ძალიან მძიმეა, რაც შოვში ხდება. ეს ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი სტიქიაა. სამწუხაროდ, 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მაშველი რგოლის მიმართულებით, 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. მინდა დავა

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. ipn

საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, - ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა. „მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. „სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები.

სად იყო სკოლა, როცა აითაჯს დახმარება სჭირდებოდა?

ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მოკვლიდან 6 დღე გავიდა. მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია განათლების სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ არასრულწოვანთა ძალადობისგან დაცვაში სკოლას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. სკოლა ვალდებულია, ძალადობის შესახებ ინფორმაციის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენოს. ამიტომ ჩნდება კითხვა, სად იყო სკოლა, როცა 14 წლის გოგოს დახმარება სჭირდებოდა? რას ამბობს სკოლა 14 წლის აითაჯ შახმაროვა დმანისის

საგამოძიებო: პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოვიღეთ, 14 პირი ვამხილეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 – დააკავეს. უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ,  ქალის რეპუტაციის შელახვი

მიშა დაუშვილი - ჩვენ მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო სამუშაო ფორმატები და მიგვეღო ყველას მონაწილეობა ... (ვიდეო)

“ჩვენ მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო სამუშაო ფორმატები და მიგვეღო ყველას მონაწილეობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ დროულად შექმნან სამუშაო ფორმატები, ხოლო ოპოზიციას ვურჩევ აღარ გაიმეორონ გასული წლის შეცდომა და შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს, რომელიც შეიქმნება 9 დათქმის შესრულების კონტექსტში.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  406062613_858116122518628_8018741105722182662_n.mp4
×
×
  • შექმენი...