Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.568

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთის რამდენი მოქალაქე დასაქმდა საქართველოში ბოლო 9-10 თვეში - დასაქმებული უცხოელების თითქმის 64% მათზე მოდის

ბოლო 9-10 თვეში საქართველოში ოფიციალურად რუსეთის 1052 მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან დღემდე (პასუხი დათარიღებულია 24 მაისით, კითხვები გაგზავნილია 26 აპრილს) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ

რუსეთის პროკურატურაში ვალერი მელაძის შემდეგ ლია ახეჯაკოვაც დაასმინეს

რუსმა „აქტივისტმა“, „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს მსახიობ ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. რუსული მედიის ცნობით, ბოროდინმა განაცხადა, რომ ახეჯაკოვა აკრიტიკებს „სახელმწიფო ორგანოებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით“ და თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინა

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწ

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ მდინარე სეიმის მიმდებარედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობის ნაწილი მოწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ ხიდი კრემლის მიერ საკუთარი ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა და მისმა განადგურებამ, შესაძლოა, ოკუპანტების წინსვლის შეფერხება გამოიწვიოს. როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელი სამხედროები კურსკში თავიანთ პოზიცი

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში ომის საწინააღმდეგო აქცია ჩაატარეს

საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა 26 ნოემბერს რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.   „შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქ

რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 3.44 მლრდ ლარს ინახავენ

საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.622 მილიარდ ლარს, იურიდიული პირების კი 1.447 მლრდ ლარს შეადგენს. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობა 50.6 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მონაცემებით არარეზიდენტების წილი მთლიანი დეპოზიტების 17.9%-ს შეადგენს, ჯამური თანხა კი 9.069 მლრდ ლარია. სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, „წარმოშობის მიხედვით, არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში გაზრდილია რუსეთის რე

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ - TI

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  (TI) ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. TI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოშ 21 326 კომპანია დააფუძბეს, რაც 3-ზე აღემატება წინა 27 წლის მაჩვენებელს. პუბლიკა

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ, „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონ

რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღიძრა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო

რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა საქართველო „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებულმა ფონდმა „რუსული სამყარო“ [„რუსკი მირ“] 2023 წელს რუსეთისდამი მეგობრული/არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. საქართველო „შედარებით მეგობრულ ქვეყნადაა“ მიჩნეული. კვლევის თანახმად, შედეგები დამოკიდებულია 400 რუსი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვაზე, კვლევის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, სახელმწიფო დოკუმენტების ანალიზზე, მედიარესურსებსა და სახელმწიფოს ლიდერების განცხადებებზე. გამოქვეყნებული კვლევა ეხება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ

რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ. აღნიშნულ განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონღოლეთის 17 რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვართან ახლოს, შავი ჭირის 137 კერაა აღმოჩენილი. ამასთან, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსპოტრებნადზორის”) ინფორმაციით, რუსეთში ჭირის შემთხვევები 2017 წლიდან არ დაფიქსირებულა. „უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაცი

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსე

რუსეთის თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე გადაიტაცა პოლონეთის თვითმფრინავი

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიტაცა და სახიფათოდ მიუახლოვდა პოლონეთის თვითმფრინავს, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს, Frontex-ისთვის - იუწყება პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო 7 მაისს. Let L-410 5 მაისს პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას მიუახლოვდა რუსეთის Su-35 - აცხადებს პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო, რომელიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავს ბრალს სდებს "აგრესიულ და სახიფათო მან

რუსეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.­ როგორც მედია შოიგუს უწყებაზე დაყრდნობით წერს, დაიღუპნენ რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობისთვის საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო. ipn

რუსეთის თავდაცვის უწყება - პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება “ტელეგრამში” ავრცელებს. „პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ და

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა, დაზიანდა ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროპორტს “სოლცი”-ს დაარტყა, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი არის განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში. რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა დონეცკის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 4 ივნისის დილიდან, დონეცკის მიმართულებით ფრონტის ხუთ მონაკვეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. „4 ივნისს, დილით მოწინააღმდეგემ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვების 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადების მოქმედებაში მოყვანით და სხვა სამხედრ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილშ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციია დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, კიევში "თითქმის სრულად" აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება

კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს. ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო". რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც

რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე წერს, რომ "საქართველოს ბანკი" ანგარიშს უუქმებს

საქართველოში მცხოვრები რუსეთის არაერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი", მათ ანგარიშებს უუქმებს. ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვაზე შეტყობინება მიიღო მინიმუმ 36-მა ადამიანმა. რადიო თავისუფლებას რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ანგარიში დაახლოებით სამი თვის წინ გახსნა, უთხრა, რომ ფულადი გზავნილები მიიღო რუსეთიდან, თუმცა არ იცის, უკავშირდება თუ არა ანგარიშ

რუსეთის ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმისთვის ემზადება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას

რუსეთის ელჩის ინფორმაციით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს. ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს. „ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ

რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან

რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. მისი მოსაზრ
×
×
  • შექმენი...