Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.512

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მედია - რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში დაუდასტურეს. პირველი რეისები სოჭიდან თბილისში ხუთშაბათს, 15 ივნისსა და სამშაბათს, 20 ივნისს განხორციელდება. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელ

ისლანდია მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს

ისლანდია 1 აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს. ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსაც სთხოვა რეიკიავიკში დიპლომატიური საქმიანობის შემცირება. ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში რეკორდულად დაეცა. „არსებული სიტუაცია უბრალოდ არ აძლევს ისლანდიისნაირ პატარა ქვეყანას საშუალებას, რომ რუსეთში საელჩოს ფუნქციონირება შეინარჩუნოს“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო ს

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლის გააკეთა. “ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო პირების მოსაკლავად გამოიყენება”, - განაცხადა კლევერლიმ. ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადებაა, რომელშიც იგი თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში ადანაშაულებს. კლევე

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს

რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აგრესორი დაინტერესებულია მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე და მოითხოვოს კონფლიქტის შეჩერება. ამავე ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო ტექნიკას მასიურად გადასცემენ, ისინი ომს სწრაფად მოიგებენ. „თუ ჩვენ მასიურად გადმოგვც

ტამბოვის ოლქში დენთის ქარხანაში აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა

რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტოები ავრცელებენ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი. გამოცემა „ბაზაც“ ოთხ დაღუპულზე იტყობინება. მისი ინფორმაციით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 14:00 საათზე. აფეთქების შემდეგ შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სწრაფად ჩააქრეს. აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯ

ღამის კლუბში ჯგუფური თაღლითობის საქმეზე 8 პირი დააკავეს

პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 8 პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახო

უკრაინამ კიდევ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში რუსეთიდან კიდევ 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, ამის შესახებ საიტი "კრიმ.რეალიი" იტყობინება, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით. "მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას შესწირეს. დღეს შესაძლებელი გახდა სამშობლოს 51 მცველის ცხედრების სახლში დაბრუნება", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ ცნობაში. რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტების გადასვენება რეგ

პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა – მედია

თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (ბორტის ნომერი – RA-02795), რომელიც, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, მინსკთან, სამხედრო აეროდრომ მაჩულიშისთან, დილით, ადგილობრივი დროით 07:40-ზე დაეშვა, იტყობინება სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნ“. ამავე წყაროს ცნობით, 07:58-ზე აეროდრომზე დაეშვა კიდევ ერთი ბიზნეს-ჯეტი სანქტ-პეტერბურგიდან. აქამდე, „ვაჟნიე ისტორიი“ და OCCRP წერდნენ, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი „ამბოხის“ მეორე დღეს როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, იქამდე კი ფ

„წადი შენი დედაც..“ — ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტს აგინა

დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას აგინა. შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას აძახებს – „წადი შენი დედაც..“. თავად ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელეკომაპნიასთან შემდგომ უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.

ჯეიმს კლევერლი - რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. "ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებ

ბერდია სიჭინავა - ჩინეთთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობა. (ვიდეო)

”სტრატეგიული პროექტი- ანაკლია, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი 2017 წლიდან როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, არ უნდა გახდეს ვაჭრობის და კორუფციული გარიგების საგანი. ხოლო ჩინეთთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობა.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი 364792473_210356398651933_830341494438583335_n.mp4

არარატ მირზოიანმა სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

კურორტ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ", - დაწერა „ტვიტერის" ანგარიშზე მირზოიანმა.   რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვშ

თემურ მღებრიშვილი - მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათ კალაპოტიდან ამოღება

მდინარეში [რიონში] აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული. „ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნ

პრეზიდენტი მოქალაქეებს - მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში, ამაყი ვარ, რომ ამას დღეს ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი

თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპული პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში. „საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლო

ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა

ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. არსებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთ

მიხეილ დაუშვილი - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ

ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს

ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ

ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს – ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ. როგორც გამოცემა Meduza სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7-ს აჭარბებს. რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა უკრაინის ოფიციალურ პირებს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებიათ. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში წერდა, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი 14 რაკეტა გ

28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური  ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპ

ლანდსბერგისი: თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი. ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გა

პედაგოგები ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერს წერილით მიმართავენ

პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი წერილით მიმართავს. წერილს ხელს აწერს 69 პედაგოგი. წერილი მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას შეეხება. როგორც წერილშია ნათქვამი, ახალი სახელფასო ფორმულით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი  ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხი

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). √ დაუშვებელია ერთი და იმავე

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მე

კირილ ბუდანოვი - ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ

ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა. “პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკე

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
×
×
  • შექმენი...