რაც არ უნდა კვლევები ატარონ აფილირებულმა ენჯეოებმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, ერთმანეთთან დარბიან ამ რეიტინგებით და ვაჭრობენ. ჩვენი რეიტინგი გაიზომა 2021 წელს და ეს რეიტინგი მზარდია.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2117501835301235
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა.
BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა ა
რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ.
„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რო
შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის საქართველოში ყოფნის მიზეზებს, გზას საქართველომდე და საქართველოდან, განმარტავს აქტივისტი, პლატფორმა „მწვანეების“ თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი. მისი თქმით, შვედი აქტივისტი საქართველოში თავისი ინიციატივით, საქართველოსადმი და ზოგადად, რეგიონისადმი პირადი ინტერესის გამო იმყოფება.
რას წერს თამარ ჯაყელი:
ვინ ჩამოიყვანა გრეტა?
არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხ
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ბირთვული
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დევნილი ადამიანის მხრიდან თავის დაწვის შემთხვევის გამო, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”.
“ბოლო დღეებში, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა რჩება საცხოვრისის გარეშე, მაშინ როდესაც ისინი 30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე
კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ „საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს. ჯამში ამოღებულია 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", 490 აბი "სუბუტექსი", ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, "ჰეროინი" და "ალფა პვპ".
"სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება.
მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.
„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რო
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა წვიმისგან თავის დასაცავად გააკრეს.
უკვე 10 დღეზე მეტია, რაც მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბავშვებისთვის აუცილებელი წამალია.
ცელოფანი მშობლებმა წინა ღამით გააკვრეს. ის ასე გამოიყურებოდა. ნეტგაზეთთან საუბარში მშობლები ამბობენ, რომ თავდაპირველად პოლიციამ მათ ცელოფნის შეტანის ნება დართო.
მთავარი ფოტო: მთავარი არხი
ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.
ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი.
გურჯაან
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ყვარელში მიმდინარე აქციაზე მედიას ხელი ეშლება მოვლენების გაშუქებაში და ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს.
„შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. [a]კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონებ
უკრაინაში, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოსთან არსებულ სანქციების მონაცემთა ბაზაში თამაზ და დავით გაიაშვილები, Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia შეიყვანეს.
გაიაშვილების, ასევე Georgian Airways-ისა და Aero Handling Georgia-ს შესახებ მითითებულია, რომ ისინი ჯერ სანქცირებულები არ არიან. სიაში სანქცირებულ პირებსა და კომპანიებთან ერთად ხვდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირებიც, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არიან.
მონაცემთა ბაზაში Aero Handling Geo
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა.
საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე
ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის ბუდეების“ მხარდამჭერი არველაძეების ფონდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, არველაძეების ფონდის მხარდაჭერით წიგნის ბუდეებიც დამზადდება და წიგნებითაც შეივსება.
„უმნიშვნელოვანესი ამბავი - საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი Arveladze Foundation - ფონდი არველაძე გახდა. მათი თანადგომით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძე
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 44 ჯარისკაცი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ზეწოლას ახდენენ მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და მეტრ-მეტრობით იბრუნებენ ტერიტორიებს.
მისი განმარტებით, ბახმუტის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში,
”ეს არის ახლა ოცნების მთავარი ამოცანა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ნაცების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
364703254_818380113149723_5276558939676586188_n.mp4
"კაცი თოჯინით," - ასე შეარქვა ხალხმა გიორგი დუდაშვილს, რომლის ოჯახიც შოვის სტიქიას ემსხვერპლა. მეუღლისა და ორი ვაჟის ცხედრის პოვნის შემდეგ, დუდაშვილი ნაბოლარა შვილის, ანასტასიას თოჯინით ხელში ეძებდა ანასტასიას.
დღეს, შოვის სტიქიიდან 23 დღის შემდეგ, გიორგი დუდაშვილმა ოჯახის ოთხივე წევრი ერთად მიაბარა მიწას.
დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
მთავარი არხი
”გვაქვს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ სამშენებლო პროექტს აერთიანებს პოლიტიკური კორუფციის სერიოზული ნიშნები და სწორედ იმისათვის, რომ ეს ფაქტი იქნას გამოძიებული და დადგენილი, არის თუ არა აქ პოლიტიკური კორუფცია, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, რომ ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.”
გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.
შარაშიძე.mp4
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
იპნ
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და განზრახ მკვლელობას არ აღიარებს.
„იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, — განაცხადა ბრალდებულმა.
მისი თქმით, მომხდარს ნანობს.
„ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… ა
განმარტება სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის.
რუსუდან თევზაძე, განათლების ექსპერტი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
387869390_1778374435950731_9179329575182995582_n.mp4
შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,81 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვა
3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ.
როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა. თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა – ბანკში იმყოფებოდნენ კლიენტებიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის