Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.672

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო ავარიის შემდეგ გადადგა

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ. „ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა [გადადგომა] და მინიმალური პატივისცემის ჟესტი იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ასე უსამართლოდ დაიღუპნენ“, — განაცხადა კარამანლისმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე. „ფაქტია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შეუთავსებელ მ

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი, მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. როგორც Agence France-Presse იუწყება, დენდიასს მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ. საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. ამ დრო

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები.  დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშ

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები, ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“

თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის ს

საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს. ამასთან, უწყების ცნობით

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული  228 ქულით საფრანგეთი გახდა. მეორე და მესამე ადგილზე კი ესპანეთი და სომხეთი გავიდნენ. რაც შეეხება საქართველოს, ის 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი წარმოადგენდნენ სიმღერით Over The Sky. საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა. ნეტგაზეთი

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ. პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან. მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ. წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და

საბა ცხვიტარიძე - ერთ-ერთ კაბინეტში მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა „ზონდერი“ მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა - მირტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები

მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, - ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს , რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე ძალადობა მოხდა დაკითხვის დროსაც - „მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნი

საბა ქევხიშვილის დაკავების და სასტიკად ცემის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოს ავრცელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მა

საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი გოგონას მშობლები გახდნენ - რა დაარქვა წყვილმა შვილს?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირიველი შვილის მშობლები გახდნენ - ინფორმაციასა და ფოტოს Geo Team ავრცელებს. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს. ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა. palitravideo.ge

საბა ბუაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ ოქროყანაში უკანონო მშენებლობას აწარმოებს, თბილისის მერია კი პირდაპირ ხელს აფარებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია „გორბი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რომელიც მუნიციპალურ რეგულაციაში არ ჯდება. ის მუნიციპალიტეტის ინსპექციას მიმართავს, რომ „ამ უკანონო მშენებლობით“ დაინტერესდნენ. „მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ აწარმო

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 და 12 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი

საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსა

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტშია

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელად პლენარულ სხდომას გადაეცემა. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსი

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო. საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „გირჩმა“, პარტია „მოქალაქეებმა“, „ევროპელმა სოციალისტებმა“, „რეფორმების ჯგუფის“ სამმა წევრმა, რვა უფრაქციო დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ასევე „პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის

საარსებო მინიმუმი 250 ლარია - გეეჭვებათ? აგიხსნით, რატომაა თქვენი ეჭვი საფუძვლიანი

საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა. სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე, უკვე მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს, - იმის მიუხედავად, რომ წლების წინ მის შეცვლას, ბოლოს კი გაუქმებასაც აპირებდა. საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მარტივად აგიხსნით, რა ა

სააპელაციოში კეზერაშვილის საქმის განხილვა დასრულდა, კოლეგია სათათბიროდ გავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროსა და დავით კეზერაშვილს შორის დავაზე სასამართლო განხილვა დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს. როგორც კეზერაშვილის ადვოკატები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროდან კეზერაშვილისთვის 5 მილიონი ევროს დაკისრების მოთხოვნას ერთადერთი მიზანი აქვს — მისთვის ტელეკომპანია „ფო

სააპელაციოში გასაჩივრდება საოლქოების ოქმებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული სარჩელით სასამართლოსთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდათ მიმართული. გუშინ, 13 ნოემბერს სამივე მათგანის სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებულად განიხილა მოსამართლე ივერი აბაშიძემ. მოსარჩელე მხარეების საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელ

სააპელაციომაც გაამართლა კახელი ბიზნესმენი, რომელიც პოლიციას იარაღის "ჩადებაში" ადანაშაულებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბიზნესმენი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით 2021 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და 8 თვე პატიმრობაში გაატარა. გამამართლებელი განაჩენი, რითაც პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დღეს, 23 თებერვალს გამოაცხადა.   ლევან ბიძინაშვილი დაკავების მომენტიდან აცხადებდა, რომ მას პოლიციამ იარაღი ჩაუდო. რამდენიმე თვ

სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის

სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემს პოსტზე სხვა პირის დანიშვნა ეკრძალებოდა - რაზმაძე

შსს-ს ყფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს-ს ეკრძალებოდა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა. „სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – წერს ის. საქალაქო

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე საზმაუს ოპერატორზე ძალადობაში მსჯავრდებულებს მსჯავრი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს – გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასჯელი – საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლით და 3 თვით თავსუფლების აღკვეთა გასულ წელს მიუსაჯა. პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის და

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით - გირაოთი შეეცვალა. მისივე თქმით, დოკუმენტე

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფ
×
×
  • შექმენი...