უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთის არაერთ რეგიონში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 25 ივლისს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო.
ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა რეგიონიდან და კუნძულიდან მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგ აეროპორტში შეფერხებულია ავიარეისების შესრულება.
მიუხედავად რთული პირობებისა, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს ავიარეისებს,
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 15 პირიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.
მღებრიშვილის თქმითვე, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
„ამ დროის მონაცემებით, დღეს 4 ცხედარია ნანახი, გადასვენებული არიან პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 15 ცხედარია მოძიებული და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯის ლოკაციაზე ხდება აღნიშნული ცხედრების მო
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
"ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის,
ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაჩუქა 21 სეისმური სადგური პირდაპირ ხაზით და პლიუს 7 სეისმური სადგური NATO-ს საგრანტო პროგრამის ხაზით (თითოელის ღირებულება დაახლოებით 38 000 $-ია), - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ამერიკამ შეგვიქმნა თბილისის ძლიერი მოძრაობების მარეგისტრირებელი სეისმური ქსელი.
"დააფინანსა ყველა ამ სადგურის ინფრასტრ
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეროვნული საბჭოს წევრად ვინც არ უნდა წარედგინა, ნებისმიერს აირჩევდნენ, რათა ფინანსური სისტემა გადაერჩინათ.
“ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობ
შუშანა მაცაბერიძისთვის მასზე დაკისრებულ და შემდგომ გადაუხდელ ჯარიმებში ახალი აღარაფერია. პარტია “დროას” წევრს საპროტესტო აქტივობების დროს ხშირად აკავებენ, მოსამართლეები კი ძირითადად იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც შსს ითხოვს.
ამ ფონზე მაცაბერიძეს ოპტიმისტური მოლოდინი არც მაშინ ჰქონია, როცა ყვარლის ტბასთან სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს ორი “ტრადიციული” მუხლით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა.
თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ.
ვიზიტის ფა
სახალხო დამცველის არასახალხო საქმიანობაზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
დღეს პარლამენტში გამოდის და მინდა შევახსენო, რომ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს (მისი ჩათვლით), რომელიც ადამიანებს დაიცავს და ვალდებულია, იმოქმედოს!
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
394414020_846964210259552_6212376486378328808_n (1).mp4
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერ-ოქტომბერში შემოწირულების სახით 1 797 000 ლარი მიიღო. კერძოდ, სექტემბერში 431 000 ლარი, ხოლო ოქტომბერში – 1 366 000 ლარი.
აგვისტოში კი „ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონამდე თანხა, 867 000 ლარი მიიღო.
პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან [ფიზიკური პირი] მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისგან – 120 000 ლარს.
სექტემბერ-ოქტომბერში მმართველი პარტიის უმსხვილესი შემწირველებ
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები ა
სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე წარადგინა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე კი, ორბელიანების სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები აუდიენციას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი.
ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტ
ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან.
აქციით მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოდ ევროპას დააშორებს.
დღევანდელი აქციის ლოზუნგია - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა". აქციაში მონაწილეობენ სტუდენტებ
ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი, არჩევნებს ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, რამდენად იქნება დასავლეთის მხარდაჭერის იმედი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არჩევნებს დამოუკიდებლები დამკვირვებლები არ ჰყავდეს.
„დამოუკიდებელი დამკვირვებლები იქნებიან. იქნებიან, როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლებ
ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია.
“ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისთან ხმაური იყო დღესაც
წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
პუბლიკა
ბუნდესტაგის წევრი, ნილს შმიდი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამის შესახებ მან თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები დებორა დიურინგი, იურგენ ჰარდტი, ულრიხ ლეხტე და ნილს შმიდი. მათ მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურს
გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც.
დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს
საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს.
„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გა
"ოცნება" მთელი თავისი იერარქიით უნდა ჩაბარდეს წარსულს, ის კორუფციით ნაშოვნი ფული კი დაუბრუნდეს სახელმწიფოს და ხალხს.
ჭიათურის ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს მინი ოლიგარქია.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/ioP6_KtRDIo
ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა.
„ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ
რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და
„გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად 1.5 ტვტ.სთ შეადგინა.
იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლა
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტებზე და წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე:
"ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 17 აპრილს ეწვევა ერაყის დედაქალაქს, ბაღდადს - იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კულება განიხილავს პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, ვაჭრობის მოცულობის ზრდას და ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებში - ვკითხულობთ განცხადებაში.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აჰმად ალ-საჰაფის თქმით, კულებას ვიზიტის მიზანია გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და განხილულ იქნეს მიდგომები სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხთან.