Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    863.278

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინ

ნედ პრაისი - ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტები

საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოში მოვლენების დაკვირვებას. “როგორც გუშინ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პ

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა

ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენ

ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს. ზელენსკი ქართველ ხალხს მანიფესტაციებზე უკრაინის დროშით მისვლის გამო მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს და ის დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში, მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმა

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავ

ევროკავშირის წარმომადგენლობა - მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, განაახლონ პროევროპული რეფორმები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ 

“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან

საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. “სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ად

ლინას ლინკევიჩუსი - მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ „მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი“. „ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და სა

გიორგი გახარია - მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! საქართველო ევროპაა

მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც გახარია აღნიშნავს, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს გამარჯვების დასაწყისია. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევან

ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის გაწვევის განცხადებაზე - მნიშვნელოვანი სიახლეა, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადებას ეხმაურება. „ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოდან, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, -წერს კრამონი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“. ინტერპრესნიუსი

ვიოლა ფონ კრამონი - მივესალმები რუსეთის კანონის გაწვევას, ამ დრამის აცილება შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხისა და მეგობრებისთვის თავიდანვე მოესმინა - საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები!

მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამასთან, ევროპარლამენტარ

მირიამ ლექსმანი კანონპროექტის გაწვევაზე - მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად საჭირო იყო ეს ყველაფერი? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად?

მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად?- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. „ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“. ინტერპრესნიუსი

საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება. BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა

აქ ჯაშუში ცხოვრობს - ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე წარწერა დატოვეს

სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის სახლის ჭიშკარსა და ტროტუარზე 9 მარტს გაჩნდა წარწერები, რომლითაც ის "დავალების შემსრულებელ ნაც ჯაშუშად" არის მიჩნეული. წითელი საღებავით გაკეთებულ "იარლიყს" თავად აქტივისტი თავის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს - აკაკი საღინაძე იყო 7 და 8 მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისში. ამ აქციებზე მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეცი

მამუკა მდინარაძე ე.წ. აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონის ჩაგდებაზე - დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი - კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს

თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ფორმალურ და ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტური სპეკულაციაა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული,

დიმიტრი პესკოვი - საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს. "არაფერი კრემლის მიერ შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა წამოიწყო, პიონერი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ამერიკის შეერთებული შტატები", - აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს „ძალიან ჰგავდა“

მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, აღარ განიხილოთ კანონპროექტი - პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს აღარ განიხილოს მათ მიერ გაგზავნილი კანოპროექტი. -წერს პარლამენტის  თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ რუსული კანონპროექტის განხილვის თხოვნით პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გუშინ მიმართა. გუშინდელ წერილში პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ასევე იხილეთ შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს

ჟოზეფ ბორელი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კა

ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს

მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებენ თუ არა, რომ შესაბამისმა უწყებებმა აქციაზე დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა. „უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც კანონით იქნება გათვალისწინებული, გაკეთდება ზუსტად ისე“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობი

ნათია მეზვრიშვილი - ნახეთ ხომ კობახიძის სახე და მდგომარეობა? ასე მძიმედ გამოიყურება პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად, პროფესიულად დასრულებული ადამიანი

ნახეთ ხომ კობახიძის სახე და მდგომარეობა? ასე მძიმედ გამოიყურება პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად, პროფესიულად დასრულებული ადამიანი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ სწორ არჩევანს გამბედაობა სჭირდება.  "არავის ვუსურვებ ამ დღეში ჩავარდნას. ახლა რეაბილიტაცია (ისიც მცირედი) მხოლოდ შეცდომების აღიარებით, ბოდიშით და სიმართლის თქმით არის შესაძლებელი. არჩ

ილჰან კიუჩუკი - გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი რეალურად არ იქნება გაწვეული

მივესალმები „ქართული ოცნების“ დაპირებას, გააუქმოს კრემლის მიერ შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ილჰან კიუჩუკი „ტვიტერში“ წერს. ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. „სრული და მუდმივი მხარდაჭერა ქართველებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - წერს ილჰან კიუჩუკი. ipn

აშშ-ის საელჩო - დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. საელჩო „დაჟინებით“ მოვუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ამასთან აშშ-ის საელჩო მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, „გულწრფელად ერთად იმუშაონ“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის

სლოვაკეთი და პოლონეთი MiG-ებს მიაწვდიან კიევს

სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ის საშუალებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა 9 მარტს. ნადმა მოიხმო წინა დღით პოლონელ კოლეგა, მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში შეხვედრის შინაარსი და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“ ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინც

სალომე ზურაბიშვილი - გასაგებია, რატომაც არის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა - ნუ გეშინიათ, რას იზამენ, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს

გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, მე ვარ თქვენი იმედით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. “ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმ
×
×
  • შექმენი...