Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.547

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

გიორგი ჩუბინიშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ცენტრი სამინისტროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევასა და თამარ ბელიაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. თამარ ბელაშვილისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. საიას განცხადებით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორი

კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

უკრაინაში, კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის ხელისუფლებასა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. „ხელისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს განცხადებით კი დაღუპულთა

16:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვდივართ ჭიათურიდან – მაღაროელები

დღეს, 19 ივნისს 16:00 საათზე გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს. დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. „დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან,“ – წერენ მაღაროელები.   ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებე

ომბუდსმენმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფარში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას – რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმა

Reuters - ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტს მიაწვდის

ი გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც ნატო-ს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას

ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა. „მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რამე პატარა ლოჯისტიკური გზა არაა. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგები

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს

„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა. გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლო

"როიტერსი": აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა. „როიტერს

ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში – კიდევ რას განიხილავს პარასკევს საკრებულო

25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. ამ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს – უჭერს თუ არა მხარს თბილისში რამდენიმე მეგა სამშენებლო პროექტს. ამ პროექტებს შორის „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში დაგეგმილი ცათამბჯენებია, რომელსაც უკვე თვეებია აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები საბოლოოდ დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. როგორც საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე იუწყება, ხვალ საკრებულომ 6 პროექ

სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინას 394 მლნ დოლარით დაეხმარება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. APA (AP Photo/Jae C. Hong) სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვ

ვახტანგ ხმალაძე - თურნავას ბრძანება არის არაკონსტიტუციური

„ნათია თურნავას ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე, არის არაკონსტიტუციური“, — ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.   „უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ადამიანის უფლებების ნაწილი და ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. შესაბამისად, ქალბატონ თურნავას განცხადება და მისი ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არის

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით შეჩერებულია"

შოთა ტყეშელაშვილი 26.09.23 20:37 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა არის შეჩერებული - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა. “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეე

რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. 4-ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. რიკოთის საუღ

ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში მიიღო. გუშინ, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ და მისმა ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა თავიანთი მმართველობა უნდა გააუმჯობესონ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ბრძანება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გულისხმობს. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქმედი შენობა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, უწყების ცნობით, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალზე კომპენსაცია გაიცემა, ამასთან ისინი ს

ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბეშიც ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 მარტს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები. „კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმე

გივიკო ბარათაშვილი: ვთანხმდებით, რომ ევროპა გვინდა - კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას

მსახიობი გივიკო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მობრუნებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოიგებს და გააკეთებს სწორ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამის შესახებ განცხადება მან TV პირველთან სატელეფონო საუბარში გააკეთა. „ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაცი

ექიმების ინფორმაციით, მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადეს, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული მამაკაცი ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.   იპნ

ანა ბუჩუკური ამნისტიის კანონსა და პარტიების გაერთიანებებზე (ვიდეო)

ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი, ამნისტიის კანონსა და პარტიების გაერთიანებებზე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/493235163080062

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შევიდა. 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამ დრომდე ტაილანდში უვიზო მიმოსვლა 57 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. ქვეყანამ ასევე აამოქმედა ვიზის ახალი კატეგორია DTV – Destination Thailand Visa, მათთვის, ვინც ტაილანდში სამუშაოდ წასვლას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, ტაილანდში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 17,5 მილიონი უცხოელი ტური

უკრაინის დაზვერვა - რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მან

ოლაფ შოლცი - გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება

გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დ

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან ვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.   იპნ

ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. “ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყ
×
×
  • შექმენი...