Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.638

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. "ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,

“ამ ეტაპზე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში (44° მზის გულზე) ფიქსირდება“ - რა ინფორმაცია ვრცელდება თბილისში არსებულ სიცხესთან დაკავშირებით

“როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ გარდა ჰაერის მონაცემებისა ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.“ - ავრცელებს “ჩემი ქალაქი მკლავს“.

პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს

პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკ

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბეირუთში აშშ-ის საელჩო აცხადებს. ლიბანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ლიბანი, „უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო“ უნდა დატოვონ. „სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ლიბანი ახლავე დატოვონ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აშშ კერძო პირებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას შეძლებს“, - წერს ბეირუთში ა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. „ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ipn

„მესტია ვერასოდეს გახდება ადგილი, სადაც ბევრი ტურისტი ჩავა - როგორც კი ამინდი ფუჭდება, რეისები უქმდება“

“წელს ხალხის სიცოტავე შესამჩნევი იყო, რადგან საბაგიროს ბილეთი, რომელიც 70 ლარი გახდა, ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც საკმაოდ ძვირია” – “ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ წლევანდელი ზამთრის სეზონი შეაჯამა. „სეზონი არ დასრულებულა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ის აპრილამდე გაგრძელდება. გუდაურში მაღალმხარჯველი ტურისტების 90% სპარსეთის ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც ევროპაში სასრიალოდ წასვლას ისევ საქართველოში ჩამოსვლა ურჩევიათ. პირდაპირ ევ

სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს”. რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”. პუბლიკა  ასევე იხილეთ

„კრისტის" აუქციონზე ქართული ხელნაწერი იყიდება | საწყისი ფასი მილიონი გირვანქაა

„კრისტის” აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილია ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენაზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია. ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში. შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წა

The Times - უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი მიიღო

უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს კიევი დანიიდანაც მიიღებს. შეგახსენებთ, გუშინ, Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ipn

ხარიშინი: „ყირიმის პლატფორმაში" მონაწილეობისთვის ზელენსკის მიწვევა ზურაბიშვილმა მიიღო

„ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტი 11 სექტემბერს კიევში გაიმართება – უკრაინულმა მხარემ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. „ყირიმის პლატფორმაში” სალომე ზურაბიშვილმა 2022 და 2023 წლებშიც მიიღო. 2023 წელს ზურაბიშვილი მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო. 2024 წელს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდე

წალენჯიხაში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.     პუბლიკა

„ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემომწირველი ალექსანდრე ბაღათურია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ 2021 წელს, ბაღათურიას მფლობელობაში არსებულ შპს „ახალი ბულვარს“ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს. „ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს“ 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წე

პორტუგალიის ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

პორტუგალიაში მკაცრი რეჟიმის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ერთი ქართველია. როგორც Euronews წერს, გაქცეულ პატიმრებს შორის 42 წლის შერგილ ფარჯიანია. მას პორტუგალიის ციხეში 7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ძარცვის, ძარცვის დროს ძალადობის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. რაც შეეხება მის თანამზრახველების, სხვა გაქცეულები დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და პორტუგალიის მოქალაქეები არიან. გამოცემის ცნობით , გაქცეული პატიმრები მსჯავრს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდნენ, როგორ

დანიგანის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას. 1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება

ეუთო/ოდირი: კანონის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა უნდა მოხდეს სიფრთხილით

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ქართული ოცნების” მიერ „FARA-ს ქართული თარგმანის” მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის შესახებ, რაც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ოცნების” ახალი კანონი მიზნად ისახავს რუსული კანონის ჩანაცვლებას, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს კანონიც, სხვა ახლად მიღებულ ინიციატივებთან ერთად, შეზღუდავს სამოქალაქო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების

სირიის ელჩი რუსეთში: მიწისძვრით გამოწვეულმა ჰუმატირაულმა კატასტროფამ დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა

,,მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა,“- განაცხადა Sputnik-Arabic- თან ინტერვიუში სირიის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ბაშარ ალ-ჯაფარიმ. მისი თქმით, დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციები მხოლოდ საბაბია, რომელიც მიუთითებს ჰუმანიტარულ საკითხში დასავლეთის ქვეყნების პოლიტიზაციის მაღალ ხარისხზე. ,,მიწისძვრამ თურქეთი და სირია ორივე დააზარალა, მაგრამ დასავლეთი მხოლოდ თურქეთს ხედავს, დახმარებას და მაშველებს მხოლოდ მას უგზავნის. ჩვენ, სირიელ

2022 წელს აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა - „გალტ & თაგარტი“

„გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად 1.5 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლა

გიორგი კეკელიძე: "სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ არ აპირებს კომენტარი მისცეს რომელიმე მედიასაშუალებას სალომე კენჭიაშვილის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის უკან დაბრუნების თაობაზე. „მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და

სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა – გამოჟონილი დოკუმენტები

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან (პენტაგონი) გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ან უკვე მიაწოდა კიდეც, იუწყება „როიტერსი“. დოკუმენტის თანახმადვე, ოფიციალურმა ბელგრადმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ მიაწოდა კიევს იარაღი და აღნიშნა, რომ აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, მომავალშიც განაგრძოს მიწოდება. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, სერბეთი, რომელსაც რუსეთთან ისტორიული, კულტურული და სხვა კავშირები აქვს, საკუთ

პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს კრძალავენ

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე. ცენტრალურ ევროპაში ლოგისტიკურმა პრობლემებმა მარცვლეულის მარაგების სიჭარბე და ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის მუშაკების პროტესტი და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომაც კი მოჰყვა. პოლონეთის მმართველი კ

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები.   კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს, დაბრუნდებიან. 15 აპრილს, როცა სუდანში შეი

1-დან 40 ლარამდე - რა ღირს თბილისის სავაჭრო ცენტრებში პარკირება

თბილისის სავაჭრო ცენტრების უმრავლესობაში პარკირება ფასიანია. ავტომობილის უფასოდ გაჩერება მხოლოდ “ისთ ფოინთსა” და „თბილისი“ მოლშია შესაძლებელი. რაც შეეხება სხვა ყველაზე დიდ სავაჭრო ობიექტებს, ფასები 1 ლარიდან იწყება და 40 ლარამდეც კი ადის. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას პარკინგის საფასურის შესახებ.   „სითი მოლში“ პარკინგი პირველი ერთი საათი – 1 ლარი ღირს, ყოველი მომდევნო საათი კი – 2 ლარი. ამასთან, მთელი დღით

ვაშინგტონში ქართული აეროპორტების სანქცირების რისკებზე მიანიშნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს. პატელმა 11 მაისს თქვა: იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ ავიახომალდებში აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებული ავიახომალდები იგულისხმება. ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივ

რუსული მედია - პირველი ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო. კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდე
×
×
  • შექმენი...