პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება.
ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების, ისე უცხოელების მთავარი ამოცანა 26 ოქტომბრის არჩევნების დაცვა უნდა იყოს.
„სენატში გუშინ, საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, ს
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს.
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსემენების ასპარეზობის განრიგს თბილისის დროით:
ნეტგაზეთი
გუშინ, 23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. თავის გამოსვლებში კონგრესმენებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნება” და აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის არჩევანს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს მთავრობისთვის გამოყ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, „ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფო
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს - სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
აღინიშნება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე
"ახლა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს, რადგან მთელი მისი უკანონოდ მოპოვებული ძალაუფლება, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ გადაიბარა"
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3847110835537965/
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი ხუბუას შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულე
„ევოლუშენ ჯორჯია“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ
პიანისტი გიორგი გიგაშვილი აცხადებს, რომ წელს არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებას აპირებს. ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დღეს მოძრაობამ „აირჩიე ევროპა“ მორიგი ღონისძიება გამართა – შედგა შეხვედრა ახალგაზრდებთან, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პუბლიკა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და სანქციის სახით, 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისმობს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სამართალდამრღვევ
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ახლა კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს.
იპნ
2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხა.
გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს,
2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, უწყება ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების ადმინისტრირებაზე მუშაობს.
„ყველა ეთნიკური უმცირესობის მასწავლებელს, ნებისმიერი საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო კომბინირებული გამოცდა და
სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, საერთოდ გაუგონარია ის ფაქტი, რომ ს
ბოლო პერიოდში მწვავე და მძიმე შეხვედრა გვქონდა, მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც შექმნილია - თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტი განს
საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში - ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
მისივე თქ
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის“ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლომ საბჭოში პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერებით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.
როგორც კომისია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, მათ მუშაობა დაასრულეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საზოგადოებას მივაწოდოთ
დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ 16 მაისიდან ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ირაკლი ანთაძის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგის მთავარი საკით
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უნგრეთს EU-ის საგარეო და თავდაცვის მინისტრების მორიგი არაფორმალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.
ბორელის გადაწყვეტილებით, 28-30 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გაიმართება.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი – მანამდე უნგრეთმა ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციით პირველ ივლისს შეითავსა.
მას შემდეგ ორბანმა წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ და
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის.
ასე ეხმაურება კოალიცია ეხმაურება „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგ
სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს! - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.
ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს.
„ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნ
ყველა თავის საარჩევნო ამოცანებზე უნდა იყოს კონცენტრირებული და საზოგადოებას ისეთ საკითხებს ნუ შეაჩეჩებს, რომელზედაც შემდეგ “ოცნება” პროპაგანდას ააწყობს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3864054690582877/