Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.027

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა - საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. „საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს

იენს სტოლტენბერგი, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, უკრაინა-ნატოს საბჭოს იწვევს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ. შეგახსენებთ, გუში

ოთხთვალა ეტლი, ჭურჭელი საგზლისთვის — რა აღმოაჩინეს ნიქოზში, 4 ათასი წლის სამარხში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ. შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული. არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს. “ეს არის, პრ

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა

„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართ

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა. კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქ

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ტოვებენ

დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ. როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი. „დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო

ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა

ფეისბუკზე ვრცელდება მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე როგორ იშლება კლდე. ვიდეოს ავტორი, სალი ჯიქიძე წერს: "ᲐᲮᲐᲚ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲙᲚᲓᲔ ᲩᲐᲛᲝᲘᲜᲒᲠᲐ, ᲠᲝ ᲐᲠ ᲛᲔᲩᲥᲐᲠᲐ ᲣᲖᲐᲠᲛᲐᲖᲐᲠᲘ ᲚᲝᲓᲘ ᲓᲐᲔᲪᲔᲛᲝᲓᲐ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲐᲡ!"   ამ გზაზე რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა ქვათაცვენა - თბილისის მერიამ შემდეგ სცადა, ხელოვნურად ჩამოეშალა მაშველების დახმარებით კლდის ნაწილი და ახალი დამცავი ბადეებით დაეფარა ეს მონაკვეთი. რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ქვათაცვენა მოხდა ჭაბუა ამ

„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“. ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ ა

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ერთი ფეისბუკ-სტატუსის გამო მთელს ჩემს არსებობას გადაუსვეს ხაზი და სამი ათასი დაგეშილი ადამიანი რაღაც ბოდვებს მიწერს

სოციალური ქსელი ,,ფეისბუკი“ უკვე ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ თემაზე გამოთქმული აზრის გამო, პოლიტიკაზე იქნება ეს, სოციალურ პრობლემებზე თუ პირადულ საკითხებზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ არც კი დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თუ ადამიანთა გარკვეული წრის მოსაწონ რამეს ვერ იტყვი, შენს წინააღმდეგ ერთმანეთს დაგეშავენ, სხვებსაც წააქეზებენ და მასირებულად გესხმიან თავს. თითქოს ეჯიბრებიან

უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა

უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი „ქრისტიან-დემოკრატები“ სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა. შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს. შეგახსენებთ,

სად შეიქმნა ,,აფხაზური დრონების" ესკადრილია

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,გამარჯვების“ (აიააირა) დღე აღნიშნეს. ,,საზეიმო აღლუმზე“ ეგრეთწოდებულმა თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრონი წარადგინა. გუშინ, რადიო Sputnik-ის გადაცემა „Гражданин и начальник-ის“ ეთერში, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიქმნა ეს ესკადრილია.  „ჩვენ სახელმწიფოს მეთაურთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, შეგვექმნა უპილოტო საფრენი აპარატების საავიაცი

პროკურატურამ სასტიკად მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედას ბრალდება წარუდგინა: რას აცხადებს უწყება

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 14 წლის გო­გო­ნას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დე­დას და ბი­ძას ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რ

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს. „პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინა. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ხვალიდან იწყება კანდიდ

თურქეთის ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ

მაშინ, როცა თურქეთის მოსახლეობა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს გადარჩენილების დასახმარებლად, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ. მათ მაღაზიებიდან და ცარიელი სახლებიდან  საკვები, ტექნიკა და ავეჯიც გააქთ. თურქული მედიის ცნობით, საძარცვავად მთელი ოჯახები ერთად მიდიან. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ჰუმანიტარულ დახმარებას მათთან ჯერ არ მიუღწევია, ბევრი ადამიანი იძულებულია  მსგავსი ნაბიჯი გადადგას, მაღაზიის მეპატრონეები კი თავიანთი დაწესებულებებს დამოუკიდებლად იცავენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. ამის შესახებ საუბარია დღეს, 26 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში. "ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნ

გიორგი გახარია - მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! საქართველო ევროპაა

მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც გახარია აღნიშნავს, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს გამარჯვების დასაწყისია. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევან

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ

საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთ

თბილისში მტკვარში ბავშვს ეძებენ

თბილისში მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მტკვარში ბავშვს ეძებენ. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულია შეტყობინება მდინარეში ადამიანის ჩავარდნის შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახ

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობას 3 აგვისტოს, დილიდან განაახლებს

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება; „მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ

ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ლავროვის შვილი იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა. “ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლ

აზერბაიჯანი უკრაინას გამნაღმველ აღჭურვილობას გაუგზავნის

“აზერბაიჯანი მზადაა ახალი ჰუმანიტარული ტვირთი გადმოგვცეს, მათ შორის გამნაღმველი აღჭურვილობა. განაღმვის საკითხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს. უკრაინა საჭიროებს ამ დახმარებას პატნიორებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ციტირებს. ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინაში ამჟამად 174 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია ამ კუთხით საფრთხეს წარმოადგენს. აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ზელენსკის მიმ

„დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“ – საგამოძიებო კომისია მესამე ცდაზეც ვერ შეიქმნა

„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა. სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება. როგორც  რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

შოვში ნაპოვნი 16 დაღუპულიდან ერთ-ერთი ქსენია ტრიჩევაა

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. "დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების

ოკუპანტებმა კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს

რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული სოფელ კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს | ფოტოს დავით ქაცარავა ავრცელებს      
×
×
  • შექმენი...