Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.197
  • comments
    0
  • views
    356.236

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების

ირაკლი ზარქუა - მივმართავ ევროკავშირის ელჩებს: თქვენთვის მისაღებია, როცა განსხვავებული პოზიციის გამო ადამიანს და მის ოჯახს აბულინგებენ? ხმას რატომ არ იღებთ? - მარტო ერთი სიტყვა ვიცი, მაგრამ მივმართავ გერმანიის ელჩს: Verstehen?

ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს. ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ისინი ახალისებენ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდ

პაატა კვიჟინაძე ე.წ. ოფშორების კანონზე - ეს შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება, ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს - სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა!

ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე. როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. “მანივალის რეკომენდაციებით

ომბუდსმენი: [აქციაზე] დაკავებულის თქმით, აღელვების ნიადაგზე ციხეში საპარსის გადაყლაპვა სცადა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია. ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან „გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა”, აღელვების ნიადაგზე კი თვითდაზიანება სცადა. ომბუდსმენი წერს, რომ „საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია”. მისი თქმით, დაკავებულმა კონსულტაცია ფსიქოლოგ

საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი წუხს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო - სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინ

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლებ

ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხრიდან სალარო დროებით დაკეტილია

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლება

გიორგი გახარიას შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებთან (ფოტოები)

28 მაისს გიორგი გახარია შეხვდა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მნიშვნელობასა და არჩევნების დაცვის აუცილებლობაზე ელაპარაკა. შეხვედრას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, -  ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.  

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი. კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშ

ადვოკატი პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებზე - ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თავად პატიმრები, მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც ასეთი დაძაბულობა ექნებათ - ერთმა თვითდაზიანება სცადა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა. ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებე

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. ამ დროისთვის, განცხადებას  134 ადამიანი აწერს ხელს.  გთავაზობთ განცხადებას სრულად. ქართველო

ავსტრიის საგარეო უწყება - ძალიან ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო - ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია!

ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღ

დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწ

აშშ გაითვალისწინებს „ოცნების“ ქმედებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას. საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. ნეტგაზეთი

ევროკომისიის პრეზიდენტი: განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს EU-ის მისწრაფებები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს და მოუწოდებს მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია. პუბლიკა

პრეზიდენტი - 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, მომავალი ჩვენია - მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის

მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. „ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე

ანა ბუჩუკური - ახლა მთავარი, რაზეც ძალები უნდა გავაერთიანოთ არის არჩევნების დაცვა - არჩევნებს თუ ვერ დავიცავთ ყველა გზა იკეტება

ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ახლა წყება და დარწმუნებულები იყავით, ერთად გავაფორმებთ ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლების მძიმე დასასრულს. ახლა მთავარი, რაზეც ძალები უნდა გავაერთიანოთ არის არჩევნების დაცვა, არჩევნებს თუ ვერ დავიცავთ ყველა გზა იკეტება.    ანა ბუჩუკური. ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/297367273467699/

მიხაელ როთი "აგენტების კანონის" მიღებაზე: არ დანებდეთ, არჩევნები მალე იქნება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე საქართველოს დროშით გაზიარება        იხ. კომენტარები  ბეჭდვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილ

ლანდსბერგისი: „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის“

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას: „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არავის მოუტანს სარგებელს. თითქმის არავის“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.   28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პ

რა ვადებში გამოქვეყნდება რუსული კანონი - მენაბდეს განმარტება

პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო. კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ოცნებას“ - ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე!

ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე. “იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი

„გახარია საქართველოსთვის“ - ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები - „რუსული კანონის“ მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგ

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე

თემურ კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე, ერთი წლით აეკრძალ
×
×
  • შექმენი...