Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.328

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს მოსახლეობის აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება: პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინას

წილოსანის მოთხოვნით „ფორმულის“ ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა

მმართველი პარტიის დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს. „ფორმულის“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“. ნინო წილოსანის

ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს

ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ის, სავარაუდოდ, 25 აპრილს გაუჩინარდა.  „ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან“, - წერს მისი ცოლი, სალომე ქურასბედიანი.  „ხალხო, გაიზიარეთ გთხოვთ, ისე აზრი არა აქვს არც კომენტარებს, არც სმაილებს... რაც მეტი გაზიარება ექნება, მით მალე მივა ადრეს

პაპუაშვილი: 2014-ში, 150 ჯარისკაცის გაგზავნით „ოცნებამ" EU-ის სამხედრო მისია გადაარჩინა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა”. ამით პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის

,,საქართველოს რკინიგზა" 14-18 აპრილს თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს შეასრულებს

,,საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთისა და ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება. ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით დამატებითი რეისები თბილისიდან ფოთის მიმართულებით 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით შესრულდება.

VIDEO: ემოციური შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია - ,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ

,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტრუმნენ. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. მაყურებელმა დღეს პროექტის მონაწილეები სულ სხვა კუთხით დაინახა. ემოციებით ატირებული ახალგაზრდებისა და მოხუცების სიხარულის ცრემლები გაერთიანდა. ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ემოციური ვიდეო: prime time

მედია - შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კვირის ბოლოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება. ამის შესახებ Financial Times-ი და Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან. FT-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა კვირას, 14 მაისს არის დაგეგმილი, Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტი 13-14 მაისს გაიმართება და მისი დღის წესრიგის ჩამოყალიბება ჯერ კიდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. „იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწ

როგორ (არ) გააშუქა საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობა რუსულმა მედიამ

გასულ კვირას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა დაიწყო. პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს შესრულდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქცია გაიმართა თბილისის აეროპორტთან, იმავე საღამოს კი პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდა. 19 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ლავროვის სიძის ძმა საქართველოში დაქორწინდა და ქორწილს ყვარელში, ერთ-ერთ სასტუმროში იხდიდა. მედიაში გავრცელებული ინფო

„ვაზისუბანში გამვლელმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა" | დაწყებულია გამოძიება

სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ქუჩაში მიმავალმა ადამიანმა მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. „ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან 

ბენ ჰოჯესი: უკრაინის კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მთავარი შეტევა – არა

მთავარი უკრაინული შეტევა, რომელიც კონტრიერიშის შედეგს განსაზღვრავს, ჯერ არ დაწყებულა, აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი. ანალიტიკური „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ [CEPA] ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგი ასახელებს იმ პირობებსაც, რომლებიც გვაჩვენებს მთავარი შეტევის დაწყებას. „ნეტგაზეთი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკებისა და აფეთქებების კადრები. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრიერიში, რომელ

„არ გვიშვებენ სახლებში" - რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე

აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე სახლებში შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე 22 ოჯახი დგას. მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ. როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლ

ვისაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით დარეგულირდება სუროგაციის შემთხვევაში უანგარობის პრინციპი. ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ქართველი ქალები სუროგატი დედები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდებიან, მინისტრმა განაცხადა: მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, რომ სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს. ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანო

მსუბუქი ავტომანქანებისათვის რიკოთზე გადაადგილების საათები იზრდება

რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება. ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 0

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა. "ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, პაკეტში შევა: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის, Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები, დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, განაღმვითი აღჭურვილობა, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა, TOW-ი რაკეტები

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის სადგურის დატოვება დაიწყეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს, ხოლო ადილზე დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ნებისმიერი ავარიულ სიტუაციაში ბრალი უკრაინას დასდონ. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, სადგურის თანამშრომლებს ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ურჩევენ, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე ქალაქ ენერჰოდარში თანდათანობით მცირდება რუსული ძალების პატრულთა რაოდენობა. აქამდე სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო

ოლექსი დანილოვი - ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს. მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ. „მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვ

კირილ ბუდანოვი - პუტინის უახლოეს კაბინეტებში საკუთარი წყაროები გვყავს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა კი საინფორმაციო ომს თავად რუსეთი აგებს. „2014 წელს ჩვენ სრულიად წავაგეთ საინფორმაციო ომი და ომში, რომელიც 2022 წელს დაიწყო - სულ სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ახლა რუსები აგებენ საინფორმაციო ომს“, - განაცხადა ბუდანოვმა Reuters-თან ინტერვიუში. მისი თქმით, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინაში შეი

“ამ ეტაპზე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში (44° მზის გულზე) ფიქსირდება“ - რა ინფორმაცია ვრცელდება თბილისში არსებულ სიცხესთან დაკავშირებით

“როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ გარდა ჰაერის მონაცემებისა ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.“ - ავრცელებს “ჩემი ქალაქი მკლავს“.

პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს

პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკ

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბეირუთში აშშ-ის საელჩო აცხადებს. ლიბანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ლიბანი, „უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო“ უნდა დატოვონ. „სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ლიბანი ახლავე დატოვონ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აშშ კერძო პირებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას შეძლებს“, - წერს ბეირუთში ა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. „ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ipn

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ამ ეტაპზე უცნობია. დღესვე თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. იპნ
×
×
  • შექმენი...