Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.437

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნატალია ყიფშიძე: სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს პროცესია დანიშნული

მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იპნ

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. „ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა. სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.   ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის რეგიონში დღეს კარგი წინსვლაა, ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა],” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების

გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების” განცხადება გაიმეორა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”. 7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავ

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ipn

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას

უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე მეტია გაფიცული ახალგაზრდები შიმშილობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, სახელმწიფოს მათი არ ესმის და მათ ვერ ხედავს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით,  დღევანდელ „ოცნებას“ აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს და ადამიანების ელემენტარული საბაზისო უფლებები დაიცვას. „ოც

თავისუფლების მოედანი: რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ბრალდებები ყალბი და მავნეა

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიმართ „ბრალდებები ყალბი და მავნეა”. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის

ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებზე, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, “ოცნებას” მით უფრო გაუჭირდება გაყალბება

არჩევნებზე რაც უფრო მეტი ადამიანი მივა “ოცნებას” მით უფრო გაუჭირდება გაყალბება. ”ოცნება” იმდენად დასუსტებულია, რომ უკვე საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ “ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს და ეს ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს და მეორე მხრივ არ უნდა დავუშვათ “ნაცებმა” სიტუაციით ისარგებლონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2053713

გერმანიის საელჩო - მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია - ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება. „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგ

ნათია მეზვრიშვილი - როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია

როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარეები არ ესწრებიან, "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“. როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შეხვედრაზე კი პარტიის ლიდერები იყვნენ მიწვეულები. "შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე იყო საუბარი,

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი. "დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა,

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და ანჯეი დუდა შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 12 ივნისს პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ. Ukrinform-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „კანცლერი ოლაფ შოლცი 2023 წლის 12 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონ

ლოიდ ოსტინი - რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა

რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში მე-13 შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რამდენიმე ქვეყანამ დღეს უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. კანადამ უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტისთვის კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო, რაც საჰაერო თავდაცვის 200-ზე მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტას მოიცავს, რომლებიც უკრაინის ცის დაცვაში შეიტა

დმიტრო კულება - ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება. „შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის

ვოლოდიმირ ზელენსკი - გასული კვირა ფრონტზე რთული იყო, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად მიმდინარე კონტრშეტევაში წინსვლას აღწევენ. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებამდე მიჰყავს. „გასული კვირა რთული იყო ფრონტზე, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ. წინ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ყველას, ვისაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებამდე მიჰყავს!“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“. ipn

დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს - ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა. ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივ

NATO-ს კომუნიკე საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას ისევ ადასტურებს

NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ტრადიციული კომუნიკე გამოქვყენდა. კომუნიკე მოკავშირეების ერთობლივი დოკუმენტია, რომელიც NATO-ს მიმდინარე პოლიტიკას ეხება არაერთი მიმართულებით. 2023 წლის სამიტზე შექმნილ კომუნიკეში საუბარია საქართველოს შესახებაც. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაიღოს და გაიყვანოს თავისი ჯარი. კომუნიკეში ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ ახსენებენ

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა

ანა მალიარი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „ბახმუტის მიმართულებაზე ბახმუტის სამხრეთით თანდათან წინ მივიწევთ. ბრძოლები გრძელდება კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ანდრიივკის რაიონებში. ბრძოლებს საკმაოდ სასტიკი ხასიათი აქვთ. მტერი ინტენსიურ ცეცხლს ხსნის“, - წერს მალიარი. მან ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის იერიშებს იგერიებენ. მ

თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია - 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა - დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია. „მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მ

ბექა ლილუაშვილი - რატომ ვამბობთ საგამოძიებო კომისიაზე უარს ამ ეტაპზე და როგორ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის'' ეს ქმედებები „ოცნებას'' (ვიდეო)

რატომ ვამბობთ საგამოძიებო კომისიაზე უარს ამ ეტაპზე და როგორ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის'' ეს ქმედებები „ოცნებას''. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  366978200_250063701284334_2290431925434750322_n.mp4

ანა ბუჩუკური - 5 ფაქტი, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც: “პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.”

ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი: 5 ფაქტი, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც: “პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.” კონსტიტუციის დარღვევის ყველა ეს ფაქტი პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა დადასტურებული.

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება. "უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პო

მოლდოვაში 2023 წელს ელექტროენერგია უკვე მეოთხედ გაიაფდა

მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება.     ამრიგად, კომპანია Premier Energy-ს აბონენტებისთვის (მოლდოვის ცენტრსა და სამხრეთში) ტარიფი 7%-ით შემცირდა - 1 კვტ/სთ-ზე 2,57 ლეიდან ($0.95) 2,39 ლეი-მდე ($0.88), ხოლო FEE Nord კლიენტებისთვის (მოლდოვის ჩრდილოეთში) - 10%-ით, 3,2 ლეიდან ($1.18) 1 კვტ/სთ-ზე 2,88 ლეი-მდე ($1.06) გაიაფდა. ANRE-
×
×
  • შექმენი...