Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.694

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საარსებო მინიმუმი 250 ლარია - გეეჭვებათ? აგიხსნით, რატომაა თქვენი ეჭვი საფუძვლიანი

საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა. სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე, უკვე მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს, - იმის მიუხედავად, რომ წლების წინ მის შეცვლას, ბოლოს კი გაუქმებასაც აპირებდა. საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მარტივად აგიხსნით, რა ა

სააპელაციოში კეზერაშვილის საქმის განხილვა დასრულდა, კოლეგია სათათბიროდ გავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროსა და დავით კეზერაშვილს შორის დავაზე სასამართლო განხილვა დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს. როგორც კეზერაშვილის ადვოკატები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროდან კეზერაშვილისთვის 5 მილიონი ევროს დაკისრების მოთხოვნას ერთადერთი მიზანი აქვს — მისთვის ტელეკომპანია „ფო

სააპელაციოში გასაჩივრდება საოლქოების ოქმებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული სარჩელით სასამართლოსთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდათ მიმართული. გუშინ, 13 ნოემბერს სამივე მათგანის სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებულად განიხილა მოსამართლე ივერი აბაშიძემ. მოსარჩელე მხარეების საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელ

სააპელაციომაც გაამართლა კახელი ბიზნესმენი, რომელიც პოლიციას იარაღის "ჩადებაში" ადანაშაულებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბიზნესმენი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით 2021 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და 8 თვე პატიმრობაში გაატარა. გამამართლებელი განაჩენი, რითაც პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დღეს, 23 თებერვალს გამოაცხადა.   ლევან ბიძინაშვილი დაკავების მომენტიდან აცხადებდა, რომ მას პოლიციამ იარაღი ჩაუდო. რამდენიმე თვ

სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის

სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემს პოსტზე სხვა პირის დანიშვნა ეკრძალებოდა - რაზმაძე

შსს-ს ყფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს-ს ეკრძალებოდა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა. „სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – წერს ის. საქალაქო

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე საზმაუს ოპერატორზე ძალადობაში მსჯავრდებულებს მსჯავრი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს – გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასჯელი – საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლით და 3 თვით თავსუფლების აღკვეთა გასულ წელს მიუსაჯა. პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის და

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით - გირაოთი შეეცვალა. მისივე თქმით, დოკუმენტე

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფ

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა - განსახილველი საკითხი სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლებაა

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატი

საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ

საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა. კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვ

საავტორო უფლებების ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“. მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხად

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია - საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება

ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება. “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე რიონის ადიდების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით და უხარისხოდაა შესრულებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს. „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრად მი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭის გზაზე კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს. „შემთხვევის გამო, არავინ დაშავე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. „მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალცი
×
×
  • შექმენი...