ჩვენ, ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ხვალ გავა ბიუროზე და რომლის შინაარსიც არის ის, რომ- რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს რუსული გავლენებისგან თავის დაცვა.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
"დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ბუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“.
არანაირი გამჭვირვალობა დღეს რეალურ მიზეზს რუსული კანონის ინიცირებისთვის არ წარმოადგენს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას და აქვეყნებენ თავად ორგანიზაციები. ამასთან ჩვენი ცვლილებები, უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კ
პარლამენტის ბიუროს, 8 აპრილის სხდომაზე, ინიცირებისათვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს.
კანონპროექტი ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ თავად მოქმედებენ და იმოქმედებენ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "რუსული კანონ
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი და დაშავდა ორი.
ამასთან, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულის
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა.
„ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მს
სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
"ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა განაცხადა.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კა
ქუთაისში გაიმართა შეხვედრა მოქალაქეებთან.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტატა ხვედელიანმა დაინტერესებულ მოქალაქეებს წარუდგინეს პარტიის პროგრამული ხედვა „სამართლიანი წესრიგი საქართველოსთვის“ და გააცნეს ქალთა ორგანიზაციის მიღწევები და სამომავლო გეგმები. მოქალაქეებს პარტიის წარმომადგენლებმა გააცნეს ხედვა კორუფციის (მათ შორის ელიტური/პოლიტიკური კორუფციის) წინააღმდეგ ბრძოლაზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსი
ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმებასაც კი ვერ გაუძლო მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფმა და რა გააკეთეს? აბსურდი, თავისივე კონტროლქვეშ მოსამართლეებთან წარადგინეს სარჩელი და მოითხოვეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი დეკლარაციების შემოწმება.
ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/437756455381621/
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს.
„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში
პარტია “გახარია საქართველოსთვის” და ქალთა ორგანიზაციაში ჩატარდა გენდერული აუდიტი. გაანალიზდა შექმნის დღიდან არსებული დოკუმენტაცია და გამოიკითხა პარტიის ყველა რგოლის წარმომადგენელი.
შემუშავდა აუდიტის ანგარიში, რომელიც წარედგინა პარტიას რეკომენდაციებთან ერთად.
გენდერული აუდიტი ჩაატარა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით.
პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება 6 ქვეყანაში და მინზად ისახავს ქალთა პოლიტიკური
ადიგენში, სადაც მუსლიმები პარასკევის ლოცვის შესრულებას აპირებენ, აქცია იმართება. შესაბამის ვიდეოს ადგილიდან გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ადიგენში მცხოვრები მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები – ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მსგავსი ეპიზოდი ადიგენში გასულ თვესაც მოხდა. კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუ
„არსი, აზრი ამ კანონპროექტის არის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენდა დაუკითხავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია - საქართველოსთვისა“ და დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ ინფიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს, სახელმწიფოებრივი შეგრძნებისგან შორს არიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთ
ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებით, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას.
"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა დ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.
ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძი
ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული,
საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, დღეს კი “ოცნების" სახეა.
„ბექა
მთავარი მოკავშირე დღევანდელი ხელისუფლების არის ნიჰილიზმისა და დემორალიზების დათესვა...
სოფო ხორგუანი სტუმრად ვიკა ბუკიას გადაცემაში ''პირველი ხაზი''
ვიდეო: https://www.facebook.com/watch?v=1260171592037604
ეს კანონპროექტი რატომ არის რუსული? რადგან ხელს შეუშლის იმ ევროპული კანონპროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სწრაფად ინტეგრაციას, რაც შეამცირებს რუსულ გავლენას.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1512107196012997/
მურუსიძე-ჩინჩალაძემ მოითხოვეს, რომ მხოლოდ მათზე არ გადატყდეს ჯოხი, ისინი ძალიან ნერვიულობენ, ვინაიდან საკამოდ ბევრი შავ-ბნელი საქმე აქვთ ნაკეთები ივანიშვილთან ერთად. დღევანდელი იუსტიციის საბჭო არის მურუსიძის და ჩინჩალაძის იარაღი, რადგან ისინი მართავენ მას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მოყვარისა და მტრის გარჩევა აღრეული აქვს “ოცნებას”. შესაბამისად ჩვენ, როდესაც ეს ინიციატივა დავაყენეთ, ცალსახად ვთქვით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და დავიწყეთ რუსეთით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოური გავლენის აგენტე
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ მიიღებს რუსულ კანონს, თუმცა ის დებატების გამართვასაც უცნაურს უწოდებს და პირველად ინიციირების დროს მასშტაბურ პროტესტებზე მიუთითებს.
მისი თქმით, მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე, თუ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი არ სურს.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებ
პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა.
დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო.
გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.
განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატ