Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.114

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ფაბრიციო რომანო: შეთანხმება შედგა, მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელია

სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილსა და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ინგლისურ კლუბს ქართველი მეკარე 2025 წლიდან შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბს კი 2025/2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანური „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „ლივერპულის“ მოქმედ მეკარეს, ალისონი კლუბში სულ მცირ

თოლორაია: პროკურატურიდან დამირეკეს და გამოკითხვაზე დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს. თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდე

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა. „იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხა

ლევან დოლიძე: "კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ"

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან დოლიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ. როგორც ლევან დოლიძე საკუთარ ფეისბუქ სტატუსში აღნიშნავს, ეს არც მეგობრულია და არც რაციონალური იმ საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვთ. "უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პოლოტიკოსების მოსაზრებები ან ინტერესები. არავის აქვს უფლება ეს

უმრავლესობა მზადაა, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს - დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უთხრა. "არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩე

ზელენსკი: ჩვენ სამასი სპარტელი არ ვართ და არ ვგრძნობთ თავს გმირებად, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას ევროპა

უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისა და გამარჯვებისთვის და რუსები ვერასოდეს შეძლებენ ქვეყნის დაპყრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიაგამოცემასთან (Corriere della Sera) ინტერვიუში განაცხადა.  „რუსებს ჯერ არ გაუცნობიერებიათ, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს შეძლებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას, როგორც ამას იმედოვნებდნენ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის და რაც უ

ქარტია POSTV-ზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა ეს მედია ასრულებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მიერ მოქალაქეების მიმართ წამოწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეხმაურება. ქარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის მფლობელიც უმრავლესობის დეპუტატი და პრორუსული „

„კვლევის პასუხები რუსულად მიაწოდეს“ | კონკურენციის სააგენტომ საქმე შეისწავლა

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოვაჭრე ვალდებულია, რომ მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. სააგენტოს განცხადებით, მათ ამ საკითხზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზასთან“ დაკავშირებული შემთხვევის გამო მიმართა, რომელმაც მომხმარებელს ერთ-ერთი კვლევის პასუხი რუსულად მიაწოდა. სააგენტომ საქმე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევის კუთხით შეისწავლა. „საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გ

კახეთში სტიქიამ ათეულობით ოჯახი დააზარალა

წუხელ, გვიან ღამით ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის ოთხი სოფლის - ნინიგორის, განათლების, გელათის და ცოდნისკარის მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. „ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 60-70 პროცენტით არის განადგურებული“, - ამბობს ფერმერი ნოდარ კაპანაძე. სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ფერმერთა დიდი ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენ

სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. განცხადებას ორგანიზაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. PHR საუბრობს კონკრეტულ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროშია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება პარლამენტში, რაც მათი ცნობით, მათ შორის საფრთხეს უქმნიდა ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლ

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც „ნეტგაზეთს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამის მიზეზი შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება გახდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საუბარია რამდენიმე სასამართლოს შენობაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განხორციელდა. სასამართლოებს შორის, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიცაა. დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართვე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გ

„არავინ იცის როდის ჩაწყდება“ - საფრთხის შემცველი ლიფტები ქალაქში

ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უ

გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს

გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. „გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, - აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შ

შოთა არველაძე უკრაინის მხარდამჭერ მატჩში ითამაშებს

ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.  რადიო თავისუფლება

მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება

მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოლდოვის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებს შორის მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების, რომელიც დააკავშირებს მოლდოვის სასაზღვრო სოფელ კოზაუტსა და უკრაინის ქალაქ იამპოლს. მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გადაწყვეტილებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობის გლობალური სამიტი შემოდგომაზე ჩატარდეს

უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი - მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის

სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე, ხოლო 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე დაეშვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გაცილებით მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო, ვიდრე ახლაა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიისგან "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი გამშვების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს. "კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზედაც ოლაფ შოლცთან შევთანხმდით. ოლაფ, დიდი მადლობა. ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად. მადლობა გერმანიას, პირადად კანცლერს ამ შეთანხმების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება უწყვეტად ცდილობს იმის უზ

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. ნაკრების მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი  ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები  რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები   F ჯგუფში ასპარეზობს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტო

ბექა ლილუაშვილი - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის (ვიდეო)

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  400759024_1074725936881022_7337418810202551814_n.mp4

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა. ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. ”ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენს ვლადიმერ

მგზავრებს შორის ჩხუბის გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში დაეშვა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი საგანგებოდ დაეშვა რუმინეთში. როგორც „ნეტგაზეთს“ რეისის ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ნეტგაზეთის“ წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს. „ნეტგაზეთი“ ინფორმაცი

„აფხაზეთთან კონფედერაცია" — რაზე ილაპარაკა დავით ხიდაშელმა გია ვოლსკისთან

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი „ქართული ოცნების” დეპუტატს, გია ვოლსკის საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეხვდა. ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი კადრები მოძრობა „დროამ” გაავრცელა. მათ შეხვედრას პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფეში პარტია “დროას” წევრები შეესწრნენ. „დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა; პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან; საქართველოს უმაღლესი პოლი

ანა ბუჩუკური - ჩვენთვის მოცემული ხმა არ დაიკარგება, რადგან ორნიშნა რეიტინგი გვაქვს, თან სტაბილურად მზარდი

"ჩვენთვის მოცემული ხმა არ დაიკარგება, რადგან ორნიშნა რეიტინგი გვაქვს, თან სტაბილურად მზარდი. ხოლო იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და ყველა მსაგვი ხმა "ოცნებასთან" არ წავიდეს, მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური პარტია, რომელსაც არ აქვს გარანტია, რომ გადალახავს ბარიერს და ერთმანეთთან ფასეულობითი შეუთავსებლობა არ აქვს, გაერთიანდნეს."    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2353
×
×
  • შექმენი...