Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.096
  • comments
    0
  • views
    732.530

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე (ვიდეო)

ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება? მოვახერხებთ, თუ არა არჩევნების შემდეგ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას?  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024025282775597/

მიშა დაუშვილი - ჩვენი მიზანია, არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, რადგან ეს არის პირდაპირი ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე (ვიდეო)

ჩვენი მიზანია, არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, რადგან ეს არის პირდაპირი ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429039446707762/

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ. უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა. ვინ არიან კანდიდატები? ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორ

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: არავითარი კლანი არ არსებობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ სისტემაში გავლენიანი გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლოს აკონტროლებს: „არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვ

წიწამურთან მაგისტრალის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს. მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერ

რომში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში სამართალდამცველებმა 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობა. ახალგაზრდა ქალის თანახმად, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კაცი აედევნა, კომუნალურ სამრეცხაო ოთახში მოულოდნელად დაესხა თავს და მასზე იძალადა. პოლიციამ, მსხვერპლის მონაყოლის შესაბამისად, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავა. ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დევნის პროცედურები. netgazeti

მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. მაშველები მოზარდს საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი, 19 ივნისს შუადღეს გაიტაცა. publika

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად შემდეგი კომიტეტები განიხილავენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგ

ბექა ლილუაშვილი - შეიძლება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა - თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ!

შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, „ქართული ოცნების" მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა - მე აღარ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, პირველად, საქართვე

„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ" | აქცია საკრებულოს წინ იპოდრომთან მშენებლობის წინააღმდეგ

„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, – თბილისის საკრებულოს წინ დღეს აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის საფუძველზეც იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარე

„ჯივიპი“ - სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. „მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამ

გიორგი გახარია - საოცარი ემოციები გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ფეხბურთელებმა - ეს არის საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო!

"საოცარი ემოციები გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ფეხბურთელებმა - როცა აგებ, როცა არ გიმართლებს და მაინც ამაყად და ბედნიერი აფრიალებ შენი პატარა ქვეყნის დროშას შუაგულ ევროპაში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კი არა! ბრძოლა არის აზრი ყველაფრის! ყოველთვის! და ყველგან! ეს არის საქართველო. ჩვენ ვართ საქართველო!" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   

ელჩი: რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს

ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია. ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგე

დანიგანი: შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა, ვისაც აქვს ვიზა, ეცნობა, რომ ვალიდური აღარაა

საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიოდ აცხადებდა, რომ საქართ

ვილი სანიოლი - მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ!, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. "საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...იყო

მიხეილ დაუშვილი - თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს

თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე. „ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ვსაუბრობთ - ეს სწორია, გ

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა - საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში 1:1 ფიქსირდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

აშშ-ის ელჩი - ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს

ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან. „ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ

საგამოძიებო: მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლება მიზანშეწონილი არაა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  გამოძიების განახლების მიზანშეწონილობა არ არსებობს. საგამოძიებო სამსახურმა  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო. უწყება წერს, რომ 2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლე

„იმედი“ ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა. „მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე. თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა. მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა. „იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟ

თბილისის მერია - თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიე

“რუსული კანონის პირობებში მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული” – კუბილიუსი კობახიძეს პასუხობს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მოქმედების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული. ასე გამოეხმაურა ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული იყო რუსული კანონის ინიციირებამდე, მას შემდეგ კი 20-30%-მდე გაიზარდა. “ფორმულასთან” საუბრისას კუბილიუსმა კობახიძის ნათქვამი “უცნაურად” შეაფასა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამგვარ განცხადებებს “ქართული ოცნე

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი - ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. იპნ

მესამე ქვეყანამ გაიწვია ხელმოწერა მშვიდობის სამიტის კომუნიკედან

ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა. ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო. 15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოც აწე

„დინამოს“ ლეგენდარული „ათიანი“, რომელსაც ესპანელმა ჟურნალისტმა „კავკასიელი ჯადოქარი“ უწოდა - 18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მატჩი დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა, 1951 წელს თბილისში დაიბადა. ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიო
×
×
  • შექმენი...